გასულ წელს საქართველოში 381 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო. აქედან 16 გოგონა. თავისუფლება კი 104 არასრულწლოვანს აღეკვეთა. 2013 წელს მსჯავრდებული იყო 456 არასრულწლოვანი, რომელთაგან 117-ს აღეკვეთა თავისუფლება.
არასრულწლოვანი მსჯავრედებულები, 2014 წელს ჩადენილი დანაშაულის მიხედვით:
განზრახ მკვლელობა: მსჯავრდებული იყო – 6 არასრულწლოვანი, აღეკვეთა თავისუფლება – 5 არასრულწლოვანს;
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება: მსჯავრდებული იყო – 8 არასრულწლოვანი, აღეკვეთა თავისუფლება – 2 არასრულწლოვანს;
გაუპატიურება: 0;
ქურდობა: მსჯავრდებული იყო – 229 არასრულწლოვანი [აქედან 10 გოგონა], აღეკვეთა თავისუფლება – 53 არასრულწლოვანს;
ხულიგნობა: 0;
ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება: მსჯავრდებული იყო – 14 არასრულწლოვანი, აღეკვეთა თავისუფლება – 2 არასრულწლოვანს;
სხვა დანაშაული: მსჯავრდებული იყო – 124 არასრულწლოვანი [აქედან 6 გოგონა], აღეკვეთა თავისუფლება – 42 არასრულწლოვანს;
ჩადენილი დანაშაულის მიხედვით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.