შუახევში სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო ადმინისტრაციის თანაშრომელი მალხაზ ბოლქვაძე დააკავეს.  

“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე დაუდასტურეს.

ბოლქვაძე ჭვანის სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.  

 

ჯუმბერ აბულაძემ, აჭარის სატყეო  სააგენტოს უფროსის მოადგილემ, “ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უწყებას დღეს, 2015 წლის 9 სექტემბერს, მიმართა წერილობითი შუამდგომლობით და გამოითხოვა მალხაზ ბოლქვაძის სამსახურში დანიშვნის ბრძანების ასლი.


უწყებაში გაგზავნილი წერილიდან  ასევე ირკვევა, რომ მალხაზ ბოლქვაძის მიმართ მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის  კოდექსის იმ მუხლით, რაც  ქრთამის აღებას ნიშნავს. 

სამსახურის უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია ქრთამის აღების ბრალდებით სად დააკავეს ბოლქვაძე, ან რა თანხაზეა  საუბარი.



ცოლზე ძალადობაში ბრალდებული, შეწყვეტილი პროცესი და ექიმები სასამართლოში

 

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ექიმები ბრალდებულთან იმყოფებოდნენ. ბრალდებული შეუძლოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს გახდა. 

ბათუმის მერს სასამართლოში დაკითხავენ


5 სექტემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის წინასასამართლო სხდომა შედგა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. 

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სექტემბერს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული, ახალგაზრდა მამაკაცია და იგი დაკავებულია. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცება – დანაა ამოღებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს. 

მაღალჩინოსნების სასამართლოზე პროკურორი არ გამოცხადდა

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე  და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე.


სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ვიდეო კადრები აჩვენეს, რომელიც 27 დეკემბერს ღამის კლუბ „ლეგასის“ სათავალთვალო კამერებიდან იქნა ამოღებული. 27 დეკემბერს „ლეგასიში“ პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალი  სპორტსმენ რამაზე დევაძეს აქვს წაყენებული.

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, დღეს, 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე  ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა. მიმდინარეობს მისი დაკავებისა და ნივთმტკიცების ამოღების ოპერაცია. ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ესროლეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს: საცობის მიზეზი ბათუმიდან მომავალი ავტომანქანების დიდი ნაკადია

 

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, ჩაქვიდან-ბათუმამდე მონაკვეთში, საცობის მიზეზად შსს ბათუმიდან აღმოსავლეთით მიმავალი ავტომანქანების დიდ რაოდენობას ასახელებს, რასაც უამინდობაც დაემთხვა: „მაგისტრალზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მოძრაობას არეგულირებს. გზა გახსნილია, თუმცა ავტომანქანები – რაოდენობისა და უამინდობის გამო – ნელი სვლით გადაადგილდებიან“.

საცობი ბათუმი-ქობულეთის გზაზე [ფოტო]

 

ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე [ჩაქვის გვირაბთან] ავტომობილებით გადაადგილება გართულებულია, რის გამოც, ავტომაგისტრალზე, ბათუმშიც კი  [ბარცხანა, თამარის დასახლება] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით რამდენიმე წუთით ჩაქვის გვირაბთან მოძრაობა შეწყვეტილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის გამო.  შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ და  დაზუსტებისთანავე მოგვაწვდიან. 

არის კი საპატიმრო სასჯელი ყოველთვის გამოსავალი?

 

2014 წლის მონაცემებით საქართველოს ციხეებში 10 372 პატიმარია. სასჯელის მოხდის შემდეგ განმეორებითი დანაშაული ხშირია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრის შენახვაზე გაღებული ხარჯი კი – დიდი. რამდენად ეფექტურია საპატიმრო სასჯელის გამოყენება მაშინ, როცა საქმე არაძალადობრივ დანაშაულს ეხება?

ქობულეთში 29 წლის ტურისტი ჭრილობით გარდაიცვალა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრილი 29 წლის ტურისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შს სამინისტროშიც.

პაპუაშვილი აჭარის სუს-ის უფროს თანამდებობაზე აღარ დანიშნეს

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, აჭარაში სუს-ის უფროსად გიორგი პაპუაშვილი აღარ დანიშნეს.

როცა პოლიციელს დაკავებული არასრულწლოვანი „ძაღლს“ უწოდებს

 

დაკავებული არასრულწოვანი სასამართლო დარბაზში პოლიციელებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიიყვანეს. ბრალდებულის გვერდით სკამზე არასრულწლოვანის დედა იჯდა, რომელმაც მოსამართლეს უთრა,  რომ პოლიციელები მის შვილს გადაადგილების უფლებას იმიტომ უზღუდავენ, რომ ის ადრე ნასამართლევია.  

შუახევის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ქრთამზე დააკავეს

 

აჭარის პროკურატურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რომელიც საჯარო მოხელის მიერ 500 ლარის ქრთამის სახით აღების ფაქტს უკავშირდება, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

გაუქმებული ხელშეკრულებები და ინვესტორები, რომლებსაც მთავრობა სასამართლოში უჩივის

 

 

  სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის მთავრობამ 2014 წელს 10 ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. წელს, ამ დროისთვის, იმავე მიზეზით მთავრობამ 11 კოტრაქტი გააუქმა. პირგასამტეხლოს დაკისრებაამოღების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014-2015 წლებში სასამართლოს 13-ჯერ მიმართა. საქმეების უმეტესობა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მიერ 1 ლარად გასხვისებულ ქონებას შეეხება.

იძებნება 84 ათასი დოლარის მოპარვაში ბრალდებული

 

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დამსაქმებლის სამუშაო მაგიდის უჯრიდან პლასტიკური ბარათი მოიპარა. პაკეტშივე იდო ბარათის კოდი. შესაბამისად, ის  ორი თვის განმავლობაში ბათუმში, სხვადასხვა ბანკის ბანკომატიდან იღებდა თანხას. საერთო ჯამში, ბრალდებულმა 84 ათასი დოლარი მოპარა თავის ხელმძღვანელს, რომელიც საქართველოში იმ დროისთვის არ იმყოფებოდა. ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა, დაზარალებული – თურქეთის. 

უკანონო თევზჭერის ფაქტზე შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ექვსი პირი ამხილა

 

 

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პიროვნება ამხილეს.

მამაკაცი მამინაცვლისა და ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს მამინაცვალსა და მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. საპატრულო პოლიცია დაკავებულის დედამ გამოიძახა. 

ჯარისკაცს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯარისკაცს სამხედრო ნაწილის ტერიტორიის უნებართვოდ დატოვებას ედავებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 3 აგვისტოს, აიპი „ბათუმის კორპუსს“  აპრილში  სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა  კილაბერიას  სამსახურში აღდგენა  დაავალა.   აღნიშნილი პირები  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

 

გუშინ, პირველ აგვისტოს, სოფელ გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 3 პოლიციელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2008-2014 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა 37 943 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რომლის დროსაც დაიღუპა 4 449 და დაშავდა 55 900 ადამიანი.

ხელვაჩაურში ავტომანქანა 5 ადამიანს დაეჯახა

 

გუშინ, 18 ივლისს, ხელვაჩაურში ქორწინების სახლ “დავითთან” მყოფ 5 ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა. 

სასამართლომ ბათუმის საკრებულოს კონკურსი შეაჩერა

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან  გათავისუფლებული საჯარო მოხელე, ლიანა დიასამიძე სასამართლოში დავობს:  “ეს დავა ცხადყოფს რამდენად პრობლემურია ჯერ კიდევ საჯარო სამსახურებში ატესტაციებისა და კონკუსების ჩატარება“-ამბობს საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.   

 

სასამართლომ ბათუმის მერიას „ნაცმოძრაობის“ წევრის სამსახურში აღდგენა დაავალდებულა

 

საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალდებულა. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ირაკლი მოდებაძე თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ის მერიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. 

ბათუმში პატრულმა ნარკოტიკის შემცველი 43 200 აბი ამოიღო

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბულგარეთის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კრასიმირ დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოავლინეს.

სასამართლომ მზესუმზირის ქუჩაში დაყრის გამო აბიტურიენტი სამართალდამრღვევად ცნო

 

დღეს, 14 ივნლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ერთ-ერთი აბიტურიენტის მიმართ ბულვარის ადმინისტრაციის საჩივარი განიხილა. ბულვარის ადმინისტრაცია აბიტურიენტის 80 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. მოსამართლემ ის მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო.

 

სასჯელი – საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა

 

ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ექვსი თვით თავისუფლბის აღკვეთა და 6-თვიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს ორგანიზმში ნარკოლოგიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ბრალდებული ნასამართლევია, ის გასულ წელს ასევე ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების გამო გაასამართლეს. 

 

მულის ცემაში ბრალდებული

 

33 წლის ქალი მულის ცემაშია ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

32 კილოგრამ ტროტილზე დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა

 

18 ივნისს ქობულეთში 29 წლის მამაკაცი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს ნებართვის გარეშე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას 32 კილოგრამი ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. სასამართლოში პროკურორი ქეთევან ადამია ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან 1500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გემი „BERRA G“ 50 ათასი ლარით დააჯარიმეს

 

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა), კომორის კუნძულების დროშით მცურავი გემი „BERRA G“ დააკავეს.

პატრულის ორი თანამშრომელი დაშავდა

 

 პატრულის ავტომანქანა, რომელსაც ცალი მხარე მთლიანად დაზიანებული აქვს  რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.

 

პარკში დაჭრილი გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია

 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ჩიხლაძის ინფორმაციით, გუშინ პარკში გულ-მკერდის არეში დაჭრილ გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

 

შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული,  გ. მ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული,  შ. ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. 

ბათუმში თურქეთის საკონსულოს კვერცხები დაუშინეს

 

ბათუმში თურქეთის საკონსულოს კვერცხები დაუშინა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც “საქართველოს ანტიკორუფციული ცენტრის” ხელმძღვანელია. 

სპეცოპერაცია ბათუმში

 

დღეს, 2 ივლისს, დაახლოებით 18:40 საათზე ბათუმში ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან ჩატარდა სპეცოპერაცია. როგორც “ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, დაკავებულია ერთი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით.

ერგეს საჯაროს სკოლის დირექტორი თანამდებობას დატოვებს

 

აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ სკოლაში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევების გამო ერგეს საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება.  

Exit mobile version