
შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული, “ფორდ-ტრანზიტი”-ს მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც საზღვარზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ, რომლებიც ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.
გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო ნაირა ა-ს და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).






