ნეტგაზეთი • RU

სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობისთვის

 

მოქალაქე ზ.ს-ს  განაჩენის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მანქანის ტარება, ის კი პატრულმა მაშინ შეაჩერა, როცა ავტომანქანას მართავდა. იმის გამო, რომ მოქალაქემ ძალაში შესული განაჩენი არ შეასრულა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის  მკაცრი სასჯლის გამოყენებას ითხოვა, ადვოკატმა კი იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, არის „შეჭირვებული ოჯახიდან, არ მუშაობს“ ნაკლებად მძიმე სასჯელის გამოყენება სთხოვა მოსამართლეს. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოქალაქე ზ.ს. ადრე ნარკოტიკთან დაკავშირებული ერთ-ერთი მუხლით არის გასამართლებული. ის პირობით სასჯელით იყო გათავისუფლებული. შესაბამისად,   მას ავტომანქანის  მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა  ბრალდებულს ჯარიმა – 1500 ლარის ოდენობით და პატიმრობა 6 თვის ვადით მიუსაჯა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება განმარტა კიდეც. მისი თქმით, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ სასამართლო მას სავარაუდოდ დააკავებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად მაინც გამოცხადდა პროცესზე და თავი არ აარიდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, მოსალოდნელ სასჯელს. „ეს ჩემთვის  დიდი შემამსუბუქებელი გარემოებაა“, – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულებისას.

 

ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.