მთავარი,სიახლეები

საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 28 პროცენტით გაიზარდა – სასამართლოს სტატისტიკა

02.12.2023
საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 28 პროცენტით გაიზარდა – სასამართლოს სტატისტიკა

საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 28 %-ით გაიზარდა.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 13 351 პირის მიმართ გამოიტანეს განაჩენი საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს – 10 396 პირის მიმართ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმებები ძირითადად საქმის არსებითი განხილვამდე მტკიცდება.

საერთო სასამართლოებმა არსებითი განხილვის ეტაპზე 4 355 პირის მიმართ დაამტკიცეს საპროცესო შეთანხმებები, არსებითი განხილვის სხდომამდე კი, 9 163 პირის მიმართ. ეს 2022 წლის სტატისტიკაა.

საპროცესო შეთანხმება გარიგებაა პროკურორს და ბრალდებულს შორის: ბრალდებული თავს დამნაშავედ სცნობს, რის სანაცვლოდაც პროკურორი მასთან შეთანხმებას კონკრეტული პირობებით აფორმებს.

არსებობს საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების გარეშეც – სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

საპროცესო შეთანხმებას მოსამართლე ამტკიცებს. მოსამართლე არაა ვალდებული დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლე საქმის არსებით განხილვას წყვეტს.

2022 წელს 152 პირის მიმართ გაფორმებული პროცესო შეთანხმება დაუბრუნებიათ მოსამართლეებს უკან, პროკურატურისთვის; 2021 წელს კი – 103 პირის მიმართ. ეს 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: