Batumelebi | ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა – Batumelebi
RU | GE  

ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. დიდთოვლობის დროს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ამ წუთებში თოვლის საფარისაგან საავტომობილო გზა იწმინდება ზედა მახუნცეთში. რაც შეეხება საუბნო გზებს, ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 6-მდე ლოკაციაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში, პირობებიდან გამომდინარე დაიწყება გზების გაწმენდა.

მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში გზები ყველა მიმართულებითაა გაწმენდილი, მოძრაობა შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის, ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვის.

ამ დროისთვის ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტს. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან