როგორ მოჰყავთ თამბაქო კოკოტაურში [ფოტო, ვიდეო]

თამბაქო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს. საკუთარ მეურნეობაში დაკრეფილ თამბაქოს ფოთლებს კოკოტაურელები ძაფსა თუ სპეციალურ მავთულზე ასხამენ და ეზოებსა თუ ბაღჩებში, პოლიეთილენის პარკით გადახურულ ტერიტორიაზე ახმობენ. გადარჩეული, გამომშრალი თამბაქო გასაყიდად ადგილობრივებს ბათუმში ჩააქვთ გასაყიდად და გადამყიდველებს აბარებენ. გამხმარი თამბაქო მშრალ გარემოში წლების განმავლობაში ინახება, მოსახლეობა მას ძირითადად მაშინ ჰყიდის, როცა ფასი ხელსაყრელია. …

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოში რჩება

დღეს, 9 ივნისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან – ცოლ-ქმარი და ბავშვი – ორი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ერთი კი ბათუმში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქედის საავადმყოფოს ქირურგისა და მენეჯერის ფრიდონ სირაბიძის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი რეანომობილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ტრავმებით გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური …

ქედაში 11 სოფლის ცენტრი განათდება

ქედის მუნიციპალიტეტის თერთმეტი სოფლის ცენტრში გარეგანათება მოეწყობა. ეს სოფლებია  –  კუჭულა, სალიბაური, დანდალო, ახო, აბუქეთა, ვაიო, შევაბური, აქუცა, კოლოტაური, ზედა მახუნცეთი და ჭალახმელა. გარეგანათების მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო. გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 31 მაისს გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 11 სოფელში გარეგანათება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მოაწყოს.

დამტვრეული სკამები ქედის პარკში

ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, პარკში ხის სკამების უმრავლესობა დამტვრეულია. პარკის რეაბილიტაციაზე ქედის გამგეობამ 2015 წელს 82 828 ლარი დახარჯა. პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბილდ მენეჯმეტმა“ შეასრულა. ტენდერის მიხედვით, სკამების საგარანტიო ვადა 2 წელია. ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ გამგეობა პარკში არსებულ დამტვრეულ სკამებს ღია პარკში ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის მონტაჟის ფარგლებში შეაკეთებს. ქედის გამგეობამ დაბა ქედაში, …

ბავშვთა დაცვის დღე ქედაში

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის გამგეობა, დაბაში, გამარჯვების პარკში ბავშვებისთვის 13 საათიდან ანიმაციურ გასართობ შოუს მოაწყობს, ჩვენების დაწყებამდე კი სურვილის შემთხვევაში ბავშვებს სახეს ულტრაგრიმებით მოუხატავენ. ანიმაციური ჩვენების პარალელურად ბავშვებისთვის მოეწყობა კარაოკე, თოჯინებისა და შემეცნებითი შოუები. ანიმაციური წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ბავშვებისთვის კონცერტს გამართავს გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ინდიგო“ და ფოკლორული ანსამბლი „იასამანი“. ბავშვთა დაცვის …

ქედის საკრებულომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა გაზარდა

ქედის საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ანანიძის  ინიციატივას – პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაზრდასა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის საკითხს მხარი დაუჭირა. ქედის საკრებულოს მიერ 29 მაისს დამტკიცებული სტანდარტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისია მოქალაქემ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე [keda.ge] მითითებულ ფოსტაზე წერილობით მოთხოვნა …

ქედაში ავთანდილ ბერიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში

ქედის სასპორტო სკოლაში, ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში. ერთმანეთს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო გუნდები ეჯიბრებიან. ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ყოველწლიურად იმართება ქედაში. ტურნირი წელს მესამედ ტარდება.  ავთანდილ ბერიძე წლების განმავლობაში ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი და ფრენბურთის მწვრთნელი იყო. მისი სახელობის ტურნირს ფრენბურთში ქედის გამგეობა აფინანსებს.  ტურნირის ჩასატარებლად ქედის გამგეობამ 2200 ლარი …

შეშის ღუმელი მარწყვის სათბურში [ფოტოამბავი]

ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემის ცენტრში, სკოლა – პანსიონის გვერდით, განთავსებულ სათბურში მერისელ ფერმერს, ბადრი წითელაძეს, სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი გამოჰყავს. სათბურში შეშის ღუმელი დგას და მაშინ, როდესაც მერისში ტემპერატურა რვა გრადუსზე ნაკლებია, ფერმერი მარწყვს ღუმელს უნთებს. „ცივ ამინდში მარწყვი დამწიფებას ვერ ახერხებს, მინიმუმ რვა გრადუსი სითბო უნდა იყოს სათბურში და როდესაც ტემპერატურა ეცემა, ღუმელს ვანთებ, ასე …

„ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირა მხარეს, სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ხის ორსართულიანი სახლია. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელში, აივანი ნახევრად ჩამოშლილია, მორყეულია აივანთან დამაკავშირებელი ხის კიბეებიც.  მეორე სართულზე შენობას კარ-ფანჯარა არ აქვს და სიცარიელეს ალაგ-ალაგ მიფარებული ხის ძელები ფარავს. გაუმართავი და ნახევრად ჩამოშლილია მეორე სართულზე შენობის მთავარი საყრდენი კედლებიც. ამ სახლში თინა თებიძე ქმართან და მცირეწლოვან …

როგორ აღნიშნავენ ქედაში 26 მაისს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში დილით 10 საათიდან დაიწყო. გაიმართა მარათონი სირბილში, ახლა ახალგაზრდები ბირთვის კვრაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც შეჯიბრი ჩატარდება კალათბურთში. დღეს ქედაში ასევე დაგეგმილია ხატვა თემაზე – „დამოუკიდებელი საქართველო“ და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში გამარჯვების პარკში კონცერტით დასრულდება. 26 მაისის აღსანიშნავად ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 100 ლარია …

ქედა, სოფელი პირველი მაისი [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის და მასში შემავალი სოფლების კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. საწყისი ღირებულება 41 115 ლარია. ტენდერი 13 ივნისს დასრულდება. პირველ მაისში დაგეგმილია: [checklist] პირველი მაისის თემის ცენტრში საპირფარეშოს რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 2734 ლარი; პირველი მაისის თემის ცენტრში მოსაცდელის რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 1316 ლარი; …

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თემატური ღონისძიებები იგეგმება, მათი განრიგი ასე გამოიყურება: ხელვაჩაურში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათზე მოეწყობა სპორტული შეჯიბრი სიმძიმეების აწევაში, 12:00 საათზე – შეჯიბრი დარცში, 13:00 საათზე კი –  მკლავჭიდში. 13:00 საათზე  აქვე მოეწყობა რეწვის ოსტატების ნამუშევრებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. გამოიფინება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. მსურველებს საშუალება ექნებათ სახეზე მოიხატონ საქართველოს დროშა. …

მერისელი ლოტბარი ფონდმა „ქართულმა გალობამ“ დააჯილდოვა

ფონდმა „ქართული გალობა“ მერისის ფოლკლორული ანსამბლ „მოყვარეს“ ლოტბარი ამირან თურმანიძე, ადგილობრივი ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის „ქართული ფოლკლორის მოამაგის“ ნომინაციაში, „ქართული გალობის“ რიგით მეხუთე, საიუბილეო კონცერტზე, 2 000 ლარით დააჯილდოვა. „ქართული გალობის“ საიუბილეო კონცერტზე – „მოყვარემ“ მერისული ფოლკლორული სიმღერა „თირინი“ და ცეკვა „ფათიკო“ შეასრულა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მერისის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ …

ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. „30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 …

ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში

დღეს, 22 მაისს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, სპორტულ მოედანზე, თანამედროვე გამოგონებებსა და ტექნიკურ შემოქმედებაზე ლექცია-სემინარი და პრაქტიკული ჩვენება მოაწყვეს. ახალგაზრდა გამომგონებლებმა მერისის სკოლის მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი ტექნიკური მოწყობილობები აჩვენეს. „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან არის შემოთავაზება, რომ ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გადაამზადებენ, რომელიც შემდეგ ჩვენს …

700 აბონენტს ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის [ 16 მაისის 18 საათისთვის], ქედის მუნიციპალიტეტში შუქი 700 აბონენტს არ მიეწოდება. შუქი ქედის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად ითიშება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ შუქის მიწოდებაში შეზღუდვები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, …

მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ  მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის. მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან …

სოფელ ვაიოში მცხოვრები: ელექტროსისტემა ჩემი საკუთრების უკანონოდ გამოყენებას ცდილობს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ კომპანია ელექტროსისტემა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებას უკანონოდ ცდილობს. „როცა სოფელში ელექტროგადამცემი ხაზის დამპროექტებელი ჩამოვიდა, ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ანძა ჩემს ნაკვეთში განთავსებულიყო.  მითხრეს, აგაცილეთ და თქვენთან შეხება არ გვექნებაო. ანძა მეზობლის ნაკვეთში ჩასვეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაკვეთში უნდა გავიდეს ელექტროგადამცემი ხაზი, რეალურად დაფარვის ზონაში აღმოვჩნდი …

13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ველოკლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა არასამთავრობო ორგანზაცია  „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და ამ ორგანიზაციაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით მომუშავე მოხალისეს, ამერიკელ  დენიელ სპარკმენს ეკუთვნის. პროექტი, რომელიც  ველოკლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხალისესთან ერთად მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – შეიტანა და 2 000-დოლარიანი გრანტიც მიიღო. „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ …

ქედის საკრებულომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი შესაძლოა გაზარდოს

ქედის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით გამოთხოვის სტანდარტის შემუშავებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის განსასაზღვრავად, ახალ ინიციატივას განიხილავს. დადგენილების პროექტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და იმ შემთხვევაში, თუ ქედის საკრებულო დადგენილების პროექტს, აღნიშნული ფორმით დაუჭერს მხარს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება მოქალქემ მუნიციპალიტეტის …

კოკოტაურის მცხოვრები: სასაფლაოები გადათხარეს და მაღალი ძაბვის სადენები გაჰყავთ

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სოფელში კომპანია „საქართველოს ენერგოსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სოფლის სასაფლაოზე გაყვანას აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გათხრების დროს სასაფლაოები დაზიანდა და ბოძების ჩასამაგრებელ ადგილზე მიცვალებულების ძვლები  გამოჩნდა. „99 წლის კაცი ვარ და არავინ არ მისმენს. ადგილები არის იმისთვის, რომ ელექტროსადენები გაიყვანონ, მაგრამ პრინციპულად არ …

ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ქედაში სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად ვასაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ოთხი წევრი ცხოვრობდა, ღამით, დაახლოებით ორ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. როგორც ქედის გამგეობაში აღნიშნეს, ოჯახის დახმარების საკითხს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან, დაზარალებულ ოჯახს კი ბინის ქირის გადახდას მანამდე შესთავაზებენ, ვიდრე სამთავრობო კომისია ოჯახთან დაკავშირებით დახმარების თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას …

აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტი – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ გასულ წელს დაასრულა, თუმცა სოფლებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი დღემდე არ გაუმჯობესებულა. თემებში ერთიანი ქსელის მოწყობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, თვითმმართველი ორგანოებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ქედის საკრებულომ ორგანიზაცია „ინტელექტის“ თანაავტორობით დაწერილი პროექტი წარადგინა. …

ავტოავარიით ქედაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოავარიას ქედის ცენტრალურ გზაზე მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 5 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მძღოლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, არ მიმალულან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამ დროისთვის რომელიმე მათგანი დაკავებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე დღეს, ქედაში მოსახლეობას შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ 2017 წელს განსახორციელებელი და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრთან შეხვედრაზე ქედელმა ფერმერებმა ძირითად პრობლემადუხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული  შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს. „მოსახლეობის უმრავლესობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, …

ქედასა და შუახევში სოფლის რწმუნებულებს ბავშვზე ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შუახევსა და ქედაში გამგებლის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ტრენინგებს უტარებს. ასოციაციის წარმომადგენელი და ტრენერი ნათია მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტრენინგის ძირითადი მიზანია საჯარო მოხელეებს, მათ შორის, სოფლის რწმუნებულებს გააცნონ, რას ავალდებულებს მათ კანონი, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. „საზოგადოებაში ბავშვი პირად საკუთრებადაა აღქმული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანები ძალადობრივ …

დასუფთავების აქცია ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში დღეს, 6 აპრილს, დასუფთავების აქცია მოეწყო. რუსთაველის ქუჩაზე არსებული „გამარჯვების პარკი“ და მიმდებარე ტერიტორია ქედის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და ქედის კომუნალური სერვისის თანამშრომლებმა ახალგაზრდებთან ერთად დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია დაბიდან დილის 10 საათზე დაიწყო და ქედის ყველაზე შორ სოფელში – ხარაულაში გაგრძელდება, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის კონტეინერები განთავსდება და სოფელში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი გაიწმინდება. …

წონიარისში ხუთსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა

ქედის მუნიციპალიტეტს სოფელ წონიარისში, ხანძრის შედეგად გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ხის საცხოვრებელ სახლს, სადაც ხუთი წევრი ცხოვრობდა, ღამით გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. როგორც ქედის გამგეობაში თქვეს, დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას შესთავაზებენ მანამდე, ვიდრე გამოძიება დაადგენს, თუ რის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი.  

სოფელ ვაიოში კომპანია ელექტროსისტემას გზა გადაუკეტეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას სამედიცინო დასკვნას სთხოვს, რომელიც დაადასტურებს, რომ ვაიოში მაღალი ძაბვის 220-კილოვოლტიანი ხაზის გაყვანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით კომპანიას დღეს, 31 მარტს,  გზა გადაუკეტა და ტექნიკა სოფელში არ შეუშვა. „ზუსტ ინფორმაციასა და კოორდინატებს არ გვაწვდიან. მართალია, ანძა ჩემს ნაკვეთში არ იქნება, მაგრამ ხაზები მიწის ნაკვეთებს სრულად გადაფარავს, ხომ შეიძლება სხვა …

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს  მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და …

ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ  31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გამგებლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 835 ათას 500 ლარი, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 462 ათას 572 ლარი, სპეციალური ტრანსფერის სახით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად კი – 589 ათას 517 ლარი მიიღო. ანგარიშის …

ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქედაში, მერისი-ოქტომბრის მიმართულებით, საავტომობილო გზის გაფართოება მიმდინარეობს. დაბის ტერიტორიაზე გზის გაფართოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ქედის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც გზის მიმდებარედ მწვანე ნარგავები მოჭრეს. ქედის გამგეობის ინფორმაციით, სულ შვიდი ნაძვის ხეა მოჭრილი. „აღნიშნული მონაკვეთის გაფართოების საჭიროება იყო, რადგანაც ამ ზამთარმა აჩვენა, რომ გზის ამ მონაკვეთზე შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სულ შვიდი ხე მოვჭარით ნებართვით, ეს სახეობა წითელ ნუსხაში …

გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, ეკნარას უბანში, 12- ბინიან სოციალურ სახლში ბინები, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიაში მყოფ 12 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფომ 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა, ნაწილი ახლა გაქირავებულია, ნაწილი კი – დაგირავებული. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ხელისუფლებამ ბინები ორი წლის წინ ეკომიგრანტებს ხელშეკრულებით გადასცა, რომლითაც ეკომიგრანტები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ბინის მიღების შემთხვევაში ისინი …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს. მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა  გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.  მეჩეთს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მეტალო-პლასმასის ფანჯრები გაუკეთეს და თუნუქით გადახურეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე საკულტო ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სააგენტომ მას შემდეგ შეიტყო, როცა …

რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული …

Exit mobile version