ცოლიკაურის რთველი ქედაში [ფოტო, ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობასა და მეთამბაქოეობას ეწევა. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან, აქ ძირითადად ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძენია გაშენებული. ზოგიერთმა ფერმერმა ყურძენი უკვე დაკრიფა, ზოგი კი მყიდველს ელოდება. 69 წლის ხასან გეგიძემ ცოლიკაური ათი წლის წინ მოაშენა. მეურნეობა 70 ძირი ვაზიდან დაიწყო და ახლა 700 ძირი აქვს გაშენებული. ვაზი დუმბაძეების ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამირან დუმბაძეს ცოლიკაური …

რატომ არ იბარებს ცოლიკაურს ქედის ღვინის საწარმო

ქედაში ყველაზე გავრცელებული საღვინე ჯიშის ყურძენი – ცოლიკაური, უკვე მოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ყურძნის კრეფაც დაიწყო, ქედის ღვინის საწარმოს კი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო, ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყია. მეტიც, საწარმოში ყურძნის ჩაბარების ფასიც კი არ არის განსაზღვრული. ქედელი ფერმერების თქმით, ქედის ღვინის საწარმო ადგილზე მოწეულ ყურძენს მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ იბარებს, …

არაყი, ხაშლამა და ფხალლობიო – ვახშმები ქედასა და ხულოში ბიუჯეტის ხარჯზე

ქედის მუნიციპალიტეტს კომერციული მომსახურება 9 984 ლარზე  სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომა ქედაში“ ჩასატარებლად აქვს გამოცხადებული. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  სადღესასწაულოდ ქედაში ცხრა სუფრა მოეწყობა, სადაც მთლიანობაში ცხრა კეცის მჭადი, 90 ცალი იმერული ხაჭაპური, 180 ნაჭერი აჩმა, ამავე ოდენობის ბაქლავა, 27 თეფში მწნილის ასორტი, 18 თეფში ნიგვზით შეკაზმულ ფხლის მწნილი, 9 კილოგრამი ყველი, …

ქედაში, სოფელ პირველ მაისთან, ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის, ქედის მონაკვეთზე, სოფელ პირველ მაისთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა ჩაკეტა. ქედის გამგეობის ინფორმაციით ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. სოფელ პირველ მაისთან მეწყრული პროცესები უხვი ნალექის დროს ვითარდება, ხშირია გზის ჩაკეტვის შემთხვევებიც. მეწყერმა გასულ წელს ამ მონაკვეთზე სპეციალურად მოწყობილი ბეტონის კედლის ნაწილიც კი ჩამოშალა. მთავარი ფოტო: მეწყერსაწინააღმდეგო …

ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში

29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების …

„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს

ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს. ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება? ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას …

როდის დაიწყება კორომხეთჰესის მშენებლობა ქედაში – ჰესი მდინარე აკავრეთაზეც აშენდება

ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება …

მედდები შუქისა და გათბობის გარეშე სოფელში

ქედის სოფლების სამედიცინო პუნქტებში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს  მედდები იხდიან. ქედის გამგეობას – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამულ ბიუჯეტში, ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, არც მედდების გათბობისთვის საჭირო თანხა აქვს გაწერილი, უფრო მეტიც, 39 სამედიცინო პუნქტიდან 11-ს ამ დროისთვის შუქი საერთოდ არ მიეწოდება. ცხრა სოფლის სამედიცინო ცენტრი მრიცხველზე მიერთებული არ არის, ხოლო ორში, ქედის გამგეობის ინფორმაციით, მრიცხველი …

ქედის მერობის ხუთი კანდიდატი

ქედაში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და საარჩევნო ბლოკმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“. ქედაში მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი ლევან გორგილაძეა, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების …

ქართული ოცნების სიის ათეული ქედაში

,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული  ასეა წარმოდგენილი:   1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე 2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე 3. მზია ბოლქვაძე 4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი …

დარჩება თუ არა წყლის მილები ქედის გამგეობის ეზოში

ქედის ბიუჯეტის თანხით სასმელი წყლისთვის  შეძენილი პოლიეთილენის მილები რამდენიმე დღეა ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული. ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე განმარტავს, რომ გამგეობამ წყლის მილები სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის შეიძინა და მაშინ დაურიგდება მოსახლეობას, როდესაც წყლის მილების განსათავსებლად სპეციალურ არხს მოაწყობენ. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად და ტექნიკის დახმარების გარეშე არხების გაყვანას ვერ შეძლებს. …

„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი

14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარუდგინა და  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა. ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე. ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები:  დაბა ქედა – კარლო თურმანიძე; მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე; მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე; ზვარე …

ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი

დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა. ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და …

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში

„ბათუმელების“ ინფორმაციით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის …

სოციალური მომსახურების სააგენტომ ქედაში სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. აღნიშნულ პოზიციაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 14 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. კონკურსანტს უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების [Word, Excel, PowerPoint ] ცოდნა და ოთხწლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, …

ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები? ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება? იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 …

უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ვიდეოთვლები უფუნქციოა. ქედის გამგებელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვიდეოთვლების ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა ქედის გამგეობამ უკვე მოიძია და ელექტრონული ტენდერიც ჩაატარა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია, პირველ ეტაპზე ვიდეოთვლები დავამონტაჟეთ. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო …

დამოუკიდებელი კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში – თვითმმართველობის არჩევნები 2017

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან ოთხი დიოკნისის, ერთი – დაბის და ერთიც თხილვანის მაჟორიტარული ოლქიდან. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, უპარტიოდ, დიოკნისის თემში მამუკა ღორჯომელაძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან მგელაძე და ლევან საგინაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება დაბა ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, აქ გელა თავართქილაძე იყრის კენჭს, ხოლო …

ქედაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მახუნცეთში აღნიშნავენ

12 აგვისტოს, დღის 17 საათზე,  მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ მინისპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ინფორმაციას  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატითაა დაგეგმილი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ტურისტებს შეეძლებათ ჩაერთონ მოწვეული ანიმატორების მიერ გამართულ სხვადასხვა გასართობ შოუპროგრამებში და კონკურსებში, ნახონ დიჯეის, ფრანებისა და ფეიერვერკების შოუები და ა.შ. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა …

ცვლილებები წინასაარჩევნოდ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ქედის თვითმმართველობამ ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო კორექტირება 30 ივნისს შეიტანა – ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა. ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი …

ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება. „თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც …

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის  შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652  ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ დაგეგმილი …

ხულოში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდეს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტში შემავალი თემების რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდა. რწმუნებულებისთვის სახელფასო სარგოს 10 ლარით მატებასთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საჯარო მოხელეების რანგირება შემოიღეს. კანონით კი, გამგებლის წარმომადგენლებს თემებში რანგი არ მიენიჭა. გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში ხელშეკრულებით არიან აყვანილნი, როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებლები. რანგირების წესის შემოღების შემდეგ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებად მიიჩნევიან გამგებლის …

ქედის გამგეობა ავტომანქანების სარეცხ დანადგარს ყიდულობს

ქედის გამგეობამ მის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“  ავტომობილის გამრეცხავი სპეციალური დანადგარის – „კერხელის“  შესაძენად 2 500 ლარი გამოუყო. ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ შპს „ქედის კომუნალურსერვისი“  სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას უზრუნველყოფს, შესაბამისად ავტომობილს ყოველდღიური გარეცხვა სჭირდება, რაც გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს. კითხვაზე – გამოიყენებს თუ არა მუნიციპალიტეტი მის ბალანსზე არსებული ავტომობილების გასარეცხად იმ დანადგარს, რომელსაც შპს-ს დროებით …

ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც …

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგნიდან ცხმორისამდე, დამატებით შვიდ ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ. კამერები ერთიან ბაზაში ჩაერთვება. ვიდეოკამერების დამონტაჟებასა და ახალი და არსებული კამერების ერთ ბაზაში მოსაქცევად, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოყო. „ვიდეოკამერები დაყენებული გვაქვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, ქედაში შემოსასვლელთან, სოფელ ევგენიძეებიდან ცხმორისის ჩათვლით მონაკვეთში; ვიდეოკამერებია დაყენებული დაბებშიც. გამოყოფილი თანხით არსებული ვიდეოკამერების ოპტიკურ-ბოჭკოვანი …

„საიდუმლო ოთახი“ ქედის გამგეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე „საიდუმლო ოთახი“ ფუნქციონირებს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ოთახში სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტები ინახება. ქედის გამგეობა  წელს ამ ოთახის კეთილმოწყობასაც გეგმავს. „საიდუმლო ოთახის“, გამგეობის შენობაში შესასვლელი სივრცისა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი უკვე გამოიყო. „საიდუმლო ოთახები“ არ არის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ხულოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აპარატის უფროსის, ალბერტ ბოლქვაძის …

ქედის ბიუჯეტი 1,9 მილიონი ლარით გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა. მუნიციპალურ ბიუჯეტში კორექტირების შეტანის საკითხი ქედის საკრებულომ დღეს, 30 ივნისს, განიხილა. ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი შემოსავლით …

ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

700 ათასი ლარი ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის

ზუნდაგის ბაგა-ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. თემის ადმინისტრაციული შენობის, სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, თემის ადმინისტრაციული ოფისი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და სასოფლო კლუბი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 270 ლარი გაწერა, რეაბილიტაციისთვის წელს  400 000, ხოლო 2018 წელს – 391 270 …

64 სოფლის კეთილმოწყობაზე ქედაში 420 ათასი ლარი დაიხარჯება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე წელს 420 000 ლარს დახარჯავს. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, თანხის დიდი ნაწილი სოფლებში გარეგანათების, საცალფეცხო ბილიკების, სანიაღვრე არხებისა და საპირფარეშოების მოწყობას მოხმარდება. „რადგანაც ცენტრალური ბიუჯეტიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელს არ დაფინანსდა, გადავწყვიტეთ კეთილმოწყობითი სამუშაოები სოფლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა და ამისთვის  420 000 ლარი გამოვყავით, კრებები  ჩავატარეთ, მოსახლეობამ პრიორიტეტად …

ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში

ქედის გამგეობა დაზიანებული სახურავების შესაცვლელად მოსახლეობას თუნუქის ფურცლებით დაეხმარება.  სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო და სულ 1900 ცალი თუნუქის ფურცელი შეიძინა. ვინ მიიღებს სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ ქედაში? – ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობის ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია მიიღებს. კომისიის თავმჯდომარე ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძეა, კომისიის შემადგენლობაში კი ადმინისტრაციული თემების …

გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია  ქედის გამგეობას 2016 წელს 60 128 ლარი დაუჯდა. კიბეების რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში, სპეციალური საღებავი ჩამოიშალა და ერთ მხარეს ჩამოსხმული საყრდენი კედელიც კი დაიბზარა. ბეტონის კიბეები დაზიანებულია. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „მშენებელი -5“-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით აცნობეს. გამგეობის …

კიტრი კოკოტაურიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარაში ხარისხით განსაკუთრებით ქედაში მოყვანილი ბოსტნეული გამოირჩევა. მასზე მოთხოვნა ბათუმის ბაზარშიც მაღალია. წლების განმავლობაში კიტრს დიდი ოდენობით  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში აწარმოებდნენ. ოჯახებს სეზონის განმავლობაში ტონობით კიტრი მოჰყავდათ, თუმცა ბოლო წლებში კიტრის წარმოება შემცირდა. ახლა სოფელ კოკოტაურში კიტრი სარეალიზაციოდ მხოლოდ რამდენიმე ფერმერს აქვს გაშენებული, მათ შორის ერთ-ერთი ლუთბიე არძენაძეა. კიტრის ჩითილები სათბურში გამოჰყავთ, შემდეგ ღია გრუნტში გადააქვთ და …

ინგლისურენოვანი ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის

ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, მამია გვარიშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ინტერნატის შენობაში მოეწყობა და ერთი კვირის განმავლობაში ბანაკში 50 მოსწავლე დაისვენებს. ბანაკის მოსაწყობად საორგანიზაციო საქმეებს ქედის რესურსცენტრი უზრუნველყოფს, ინგლისურენოვან პედაგოგებსაც რესურსცენტრი მოიწვევს. რაც შეეხება დაფინასებას, ქედის …

სოფელი კოკოტაური [ფოტორეპორტაჟი]

სოფელი კოკოტაური ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 545 კაცი. სოფელ კოკოტაურში არის მინერალური წყალი. სოფელში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს თამბაქო. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ კოკოტაურიდან

Exit mobile version