ორსულ ქალს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ, 7 სექტემბერს, საკეისრო კვეთა გაუკეთეს ორსულ ქალს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, დედაც და ბავშვიც ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, დაიტესტა თუ არა ახალშობილი კორონავურისზე, შავიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა. „ბათუმელები“ საუნივერსიტეტო …

„აჭარის ჩაკეტვაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე არ არის“ – მარინა ეზუგბაია

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ინციდენტობის მაჩვენებელი გაზრდილია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში  რვას აღწევს: „მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, იმიტომ, რომ ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა …

აჭარაში გარემოს ზედამხედველობის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს 8 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც ადასტურებს. ინფიცირებული პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ხოლო შენობაში სრული დეზინფექცია ტარდება. PCR ტესტების პასუხების მიღების შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული …

ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს, კი, წინასწარი ჩაწერაც [ონლაინდაჯავშნაც] შეჩერებულია. „ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების, ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, …

აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“. ეზუგბაიას თქმით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, აჭარაში საჭირო იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარება: „ეს არის რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და კონტროლის გაფართოება. …

3 შემთხვევა „ხოფის ბაზრობაზე“, 21 ახალი ინფიცირება ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი. გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უკავშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, მათ შორის მამა-შვილია ინფიცირებული. ამ ბაზორბაზე დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება. „ხოფის ბაზრობაზე“ დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას. 12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად …

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა – 8 სექტემბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 363 ადამიანს მკურნალობენ. დღესვე, მალევე, გახდება ცნობილი ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა ბათუმში. საქართველოში კორონავირუსის სულ 1729 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო …

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია …

ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა [სწორედ ამ კლინიკაში იღებდნენ კოვიდპაციენტებს – ავტ], დღეს, 7 სექტემბერს, ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. მისი შეფასებით, „ოცნების“ მთავრობა პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. „ქართულმა ოცნებამ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო …

ბათუმში 89 ინფიცირებულს მკურნალობენ, ორი პაციენტი რეანიმაციაშია – კორონავირუსი აჭარაში

7 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 89 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. კლინიკაში ძირითადად ახალი პაციენტები არიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 15 პაციენტს პნევმონია აქვს, ორი პაციენტი კი, რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან. გია კიკაბიძე ამბობს, რომ ხვალ …

„აჭარაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა“ – გახარია კონტროლის გამკაცრებაზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა თქვა, მსგავსი სოციალური ღონისძიების დროს ინფიცირების გავრცელების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა. “აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი იყო აჭარაში, სადაც ბოლო თვეების …

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელიც ორ სკოლაში ასწავლის

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის. როგორც აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ორი სკოლის პედაგოგების სიას გადაუგზავნიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ანუ დანარჩენ პედაგოგებსაც ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე. სკოლებში ასამდე მასწავლებელი მუშაობს. სამუშაო პროცესი სკოლებში 20 აგვისტოდან განახლდა. დღეს, 7 …

აჭარაში აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 156 შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სტატისტიკა მზარდია, თუმცა ქვეყანა მწვანე ზონად რჩება. „ინციდენტობის მაჩვენებლებით, რაც ნიშნავს …

ბათუმში „ხოფის ბაზრობა“ ერთი დღით იკეტება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბათუმში ხვალ, 8 სექტემბერს, ხოფის ბაზრობა დაიკეტება. „ხოფის ბაზრობას“ აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო კეტავენ, ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა სწორედ „ხოფის ბაზრობას“ უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეს ბაზრობა დაკეტილია, რადგან სანიტარული დღეა და დაკეტილი იქნება ხვალაც. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებს კვლევები ჩაუტარდებათ. „ხოფის ბაზრობა“ …

სავალდებულო კარანტინი მხოლოდ 8 დღე გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა. მე-9 დღეს კარანტინში მოთავებულ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება, მე-12 დღეს კი ტესტი განმეორდება. პრემიერის განცხადებით, არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება. გიორგი გახარიასვე თქმით, …

ბათუმსა და ქობულეთში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან. „ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში …

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები

აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში – ამის შესახებ დღეს, 7 სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსუდან შავიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ახალი შემთხვევები უკავშირდება უკვე ინფიცირებული პირების ოჯახურ კონტაქტებს, მისივე თქმით, 20-დან 2 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. მანვე აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევები არ უკავშირდება „დონას“ კლასტერს.  ერთი შემთხვევა …

მსოფლიოში კორონავირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა, გარდაიცვალა 883 529 ადამიანი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, 7 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 27 114 051 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და პერუ. ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა ინდოეთში, ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. ინდოეთში დადასტურებულია კორონავირუსის 4 204 613 შემთხვევა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად …

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა – 7 სექტემბრის მონაცემები

7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. დღესვე, მალე გახდება ცნობილი ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა ბათუმში, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ამჟამად „დონას“ კლასტერია. საქართველოში კორონავირუსის სულ 1684 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1315 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, რვა დაინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 4 „დონას“ კლასტერს უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია, თუმცა ჯერ ნიმუშების კვლევა არ დასრულებულა. რუსუდან შავიშვილის თქმით, 8 ახალი შემთხვევა პოლიკლინიკებში, ასევე კარვებში ჩატარებული ტესტირების შედეგად …

ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

„რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა…. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბათუმში ახალი …

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ცნობით, 6 სექტემბერს, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. ბოლო დღეებში აჭარაში კორონავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა. 5 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსზე 58 პაციენტს მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში შექმნილ სიტუაციას …

მოაწესრიგეს თუ არა აჭარაში სკოლებმა სველი წერტილები სწავლის დაწყების წინ

ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 95 პროცენტს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილების მოწესრიგება დასჭირდა. აჭარის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სკოლების უმეტესობა შრომის ინსპექციისგან დადებით შეფასებას მიიღებს. „ჩვენ სველი წერტილების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში ჯერ კიდევ იანვრიდან დავიწყეთ, შევადგინეთ ცხრილი, თუ რომელ სკოლას რა პრობლემა ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 20-მდე სკოლაში …

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელი მას შემდეგ დაიტესტა, რაც მისი ოჯახს წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ კავშირის გამო. დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. აქედან 9 შემთხვევა „დონას“ კლასტერს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით …

უფასო PCR ტესტირება ბათუმის პოლიკლინიკებსა და კარვებში შაბათ-კვირასაც ჩატარდება

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ. ბათუმში ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლება: N1 პოლიკლინიკაში N4 პოლიკლინიკაში საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ევექსის ბათუმის ამბულატორიაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ამავე …

აჭარაში ინვესტორებს პანდემიის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს

აჭარაში ინვესტორებს, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები პანდემიის გამო ვერ შეასრულეს ან ვერ ასრულებენ, საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს. რეგიონის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მიეცემოდათ დამატებითი 6 თვე ვალდებულების შესასრულებლად და ამ პერიოდში სრულად გათავისუფლდებოდნენ დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან. აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნული ვადა 6 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზარდა. ცვლილება, …

13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის …

ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს – „დონას“ კლასტერი

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ცნობით, ორივე თანამშრომელი იმყოფებოდა ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“. ინფიცირებულები „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის, „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან. „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდ-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან …

დადასტურდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა – 4 სექტემბრის მონაცემები

4 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 15 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის სულ 1596 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1294 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6144 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292. ________________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია. „ოაზისი“ ჩაკეტილი იყო, რადგან გუშინ, 2 სექტემბერს, სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროში იმყოფებოდა 400 ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ. კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ სასტუმროში Covid19-ზე 924 ნიმუში აიღეს, ყველა პასუხი  უარყოფითია.

ბათუმის ბულვარის ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის. Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონზე ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.

ბათუმში 4 კლუბს შეუჩერეს საქმიანობა და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერა და დააჯარიმა. შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ღამის კლუბები 2-3 სექტემბერს შეამოწმა. ინსპექციის ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი კლუბი: „კონტე“, „UP2U“, „სოჰო“ და „სექტორი 26“ არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. „მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს …

ჯანდაცვის სამინისტროზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა დაფიქსირდა, მოიპარეს გარკვეული ინფორმაცია

შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული …

„არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა“ – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებულია 600-ზე მეტი ტესტი და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. „დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა ერთი შემთხვევა, რაც არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 3 …

Exit mobile version