კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა საქართველოში – 26 აგვისტოს მონაცემები

26 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1436 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1150 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6018 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. ამავე თემაზე:  ბათუმში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა

ბათუმში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა ქობულეთის ე.წ. “ჰავანას” კონტაქტია, ხოლო მეორე ინფიცირებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში დაბრუნდა. ბოლო 24 საათში აჭარაში ჩატარდა 776 ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 29 …

სად შეგიძლიათ კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება ბათუმში – 214 კვლევის პასუხი უარყოფითია

ოთხი დღეა ბათუმსა და ქობულეთში COVID19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში ორ ადგილზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე უფასო PCR ტესტი  214-მა ადამიანმა ჩაიტარა, მათგანის კვლევის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, აჭარაში ასევე მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების …

2 ქობულეთის კლასტერი, 2 მძღოლი – კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბათუმში – 25 აგვისტო

ბათუმში covid-19 კიდევ 4 პაციენტს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქობულეთის გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი – საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლი. მძღოლებიდან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. ამჟამად, 25 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ბათუმში დაუდასტურეს კორონავირუსი, სამკურნალოდ ქუთაისში გადავიდა. ის ქუთაისში …

კორონავირუსით მე-19 ადამიანი გარდაიცვალა – 25 აგვისტო

stopcov.ge-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, 25 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 1 150. კარანტინში იმყოფება 7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქე რჩება. stopcov.ge-ს ინფიცირებულების შესახებ გუშინდელი მონაცემები ჯერჯერობით არ განუახლებია. კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა გუშინ, 24 აგვისტოსაც.

კორონავირუსით მე-18 მოქალაქე გარდაიცვალა – 24 აგვისტო

stopcov.ge-ის მიერ ახლახან განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ინფიცირებულია 1 421 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 1 137. კარანტინში იმყოფება 7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქე რჩება.

Covid 19-ით მსოფლიოში 23 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 809 349

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი, 24 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში ჯამში კორონავირუსის 23 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 809 349 ადამიანი. ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი აშშ-შია, სადაც დაინფიცირდა 6 მილიონი და გარდაიცვალა 176  808 ადამიანი. აშშ-ს გარდა მაღალი მაჩვენებლით ქვეყნების ხუთეულშია ბრაზილია, [3 605 783]; ინდოეთი [3 106 348]; რუსეთი [959 016] და სამხრეთ აფრიკა [609 …

6 თვეში 185 ათასით ნაკლები მოქალაქე წავიდა უცხოეთში, ვიდრე შარშან

2020 წლის იანვარ-ივნისში [პანდემიამდე და პანდემიის დროს], ქვეყნიდან 163 100 საქართველოს მოქალაქე გავიდა უცხოეთში, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 348 600 ადამიანმა იმოგზაურა საზღვარგარეთ. შესაბამისად, უცხოეთში ვიზიტორთა რაოდენობა წელს, გასულ წელთან შედარებით, 185 500-ით შემცირდა. პენდემიის პერიოდში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 2020 წლის აპრილი-ივნისში [მეორე კვარტალი] ქვეყნიდან საზღვარგარეთ მხოლოდ 12 200 საქართველოს მოქალაქე …

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში …

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყაროები დადასტურებულია – სამი პირი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი, ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი იყო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს covid 19-ზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1421 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინშია – 7005 …

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის …

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1411 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1132  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6848 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

აჭარაში კორონავირუსი 3 მძღოლს დაუდასტურდა – 23 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს. სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ქართველი მძღოლი მკურნალობისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადავიდა, ხოლო თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავისი სურვილით საქართველო უკვე დატოვა და მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, მეორე მძღოლი კი …

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი – 22 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 1100 ლაბორატორიული კვლევის შედეგად აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 პირს. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, მათ კლინიკა დატოვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან, ერთი გახლავთ ქობულეთში გუშინ, 21 აგვისტოს, გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი, ხოლო მეორე იმყოფებოდა კარანტინში. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამინისტროს ინფორმაციით, გუშინვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან …

როგორ აისახა კორონავირუსი ბავშვთა სიღარიბეზე – unicef-ის ახალი კვლევა

„მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დღეს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაა …

როგორ გეგმავენ სწავლის დაწყებას სკოლის დირექტორები – მოსწავლეები ონლაინ და კლასებში

2020 – 2021 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციები ამოქმედდა. როგორ შეძლებენ სკოლები ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას, იძლევა თუ არა საშუალებას საკლასო ოთახების სივრცე განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით, იქნება თუ არა საჭირო დამატებით ახალი მასწავლებლების მიღება სკოლაში და დაწესდება თუ არა შაბათი სასწავლო დღედ – ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვებით „ბათუმელებმა“ ბათუმის ოთხი …

ლევან ანთაძე: გაუქმდეს უაზრო კარანტინი და გაიხსნას საზღვრები მწვანე ქვეყნებთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ დღეს, 21 აგვისტოს, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა პანდემიას წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ იყენებს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ბიუჯეტზე და, შესაბამისად, ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ლევან ანთაძე კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის  ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრია. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ბათუმში, მარტი-ივლისის პერიოდში, სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდნენ. ლევან …

ქობულეთში covid 19 სასტუმროს მესაკუთრეს დაუდგინდა – 18 პირი კარანტინში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირება დღეს, 21 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ის თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება და PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებული 60 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალი შემთხვევის გამო ქობულეთში 18 კონტაქტირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 2 – თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის …

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ქობულეთში – 21 აგვისტო

ქობულეთში კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. 60 წლის კაცი ქობულეთიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადმოიყვანეს. პაციენტს, ექიმების თქმით, მაღალი სიცხე არ აქვს. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. კაფე „ჰავანაში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. ის „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა. მეორე დღეს მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR …

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და გადასახადის გადაუხდელობისთვის გათვალისწინებული საურავისგან, თუ ისინი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფენ ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, …

აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა

ფერმერებს, რომლებმაც აჭარაში თანადაფინანსებით ნივრის სათესლე (სარგავი) მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიიღეს და ფული დღემდე ვერ გადაიხადეს, ამ ვალს აღარ გადაახდევინებენ. ფერმერები არც დარიცხულ პირგასამტეხლოს გადაიხდიან. ეს ვალები აჭარის მთავრობამ ჩამოწერა. შესაბამისი კანონი 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში. „აჭარის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში …

ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ

ბათუმსა და ქობულეთში დღეს, 20 აგვისტოს, კარვები გაიშლება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებაყოფლობით კორონავირუსზე უფასოდ შემოწმება შეეძლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსის წყარო უცნობი დარჩა. კარვები ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან, ასევე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ, სანაპიროს მხრიდან გაიშლება. ტესტირებას ჩაატარებენ ქობულეთშიც, აქ კარავს ქობულეთის პარკში გაშლიან. …

 ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ

ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის. აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები: [checklist] …

20 აგვისტო: აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი აჭარაში ჩაუტარდა 1235 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID დადებითი 25 პაციენტი. 19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი …

გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოში/ღია სივრცეში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით. რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება. ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა …

500 ჩინელი სპეციალისტი ავტობანის მშენებლობაზე მოიწვიეს, ისინი კარანტინს გაივლიან – დეპარტამენტი

ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს  ჩამოვლენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. საუბარია რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი  პერსონალის ჩართვაზე. „საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე  ჩაერთვება …

აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს

პლატფორმა „სალამი/salam“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს თუ მათ მშობლებს 200-ლარიან სახელწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან. „სალამის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამის განხორციელება ხარვეზით დაიწყო. სახელმწიფო დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე -https://daxmareba.moh.gov.ge/რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ვებგვერდი ამ დროისთვის მხოლოდ ქართულენოვანია. „სალამი“მიიჩნევს, რომ ეს „საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების …

ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ს, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ანტისხეულები აღმოაჩნდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსთან მიმართებაში. ასე გამოეხმაურა ჯანმო კითხვას იმ ვარაუდის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა მეცნიერმა სულ ახლახან გამოთქვა და რომლის მიხედვითაც, COVID 19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის …

გამყრელიძე: ვფიქრობთ, ბათუმის ბულვარში დაიდგას 2 კარავი ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ბათუმის ბულვარში ორი კარვის მოწყობის საკითხს, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე  ნებაყოფლობითი ტესტის ჩატარების  შესაძლებლობა ექნებათ. „იმისთვის, რომ გვქონდეს ინფორმაცია ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარის რეგიონში“. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში, სადაც სეზონი აქტიურია. ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ …

სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც ბევრი ტურისტი ჩავიდა, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, კაფე-ბარებში მომუშავე პირები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტურისტებთან აღნიშნულ დაწესებულებათა თანამშრომლების ხშირი კონტაქტით ხსნის. “როგორც მოგეხსენებათ, ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობას, განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს …

აჭარაში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის. ეს პირი კაფე „ჰავანას“ კლასტერთან არ არის დაკავშირებული. ნონა ეფაძის თქმით ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით გრძელდება. თვითიზოლაციაშია ამ პირთან კონტაქტში მყოფი 23 პირი და …

„ზაფხული ბათუმში“ 26 აგვისტოდან – მუსიკალური არტპროექტისთვის მერია 250 600 ლარს ხარჯავს

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მუსიკალური არტპროექტის – „ზაფხული ბათუმში“ ფარგლებში, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებების გამართვა 2020 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. ამ ღონისძიების ორგანიზებისა და გასართობ მომსახურებას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს, რისთვისაც განაცხადით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობის მისაღებად. …

18 აგვისტო: ბათუმში კორონავირუსისგან 6 პირი განიკურნა

18 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. 18 აგვისტოს ბათუმში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურში [კოვიდცენტრში] მკურნალობას აგრძელებს 25 პაციენტი. ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 3014 პირი. ამ თემაზე: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა აჭარაში – 18 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 927 პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთ მოქალაქეს. ახალი შემთხვევებიდან ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. სამი იმყოფებოდა კარანტინში, ხოლო მეხუთე პაციენტი სართაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს ცხელების ცენტრიდან. გამოჯანმრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. სტაციონარში მკუნალობას აგრძელებს 25 პაციენტი. …

ქობულეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან [კაფე „ჰავანას“ კლასტერი] კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს. გუშინ, 17 აგვისტოს, ეპიდემიოლოგიურად მოკვლეული და კარანტინში გადაყვანილი იყო კაფე „ჰავანას“ კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული იყო დამატებით 110 პირისგან. 18 აგვისტოს მონაცემებით კი, ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. …

უფასო ტესტირება მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID19-ის შემთხვევებთან – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში: [checklist] მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2 “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30 [/checklist] ტემპერატურის და სხვა …

Exit mobile version