ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ. ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა …
Tag Archives: კორონავირუსი
ბათუმსა და თბილისს შორის მატარებლების მიმოსვლა არ შეჩერდება – საქართველოს რკინიგზა
თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას და 25 სექტემბრიდან მიმოსვლა არ შეჩერდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს. „ხვალიდან, აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. შეზღუდვების ვადა უცნობია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან …
აჭარაში რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ
ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში რესტორნები საღამოს 22 საათზე დაიკეტება – ამის შესახებ დღეს, 24 სექტემბერს, განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობაში განმარტეს, რომ რესტორნები აჭარაში იმუშავებენ დღის განმავლობაში, თუმცა დაიკეტებიან საღამოს 22 საათიდან დილამდე. მთავრობას ჯერ არ დაუსახელებია შეზღუდვების ვადა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში …
Continue reading “აჭარაში რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ”
აჭარაში ისევ უნდა ამოქმედდეს „დარჩი სახლში“ პრინციპი და დისტანციური მუშაობა – გამყრელიძე
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში კვლავ უნდა ამოქმედდეს „დარჩი სახლში“ პრინციპი. „აჭარაში რადგან ჩვენ მაღალი გვაქვს ინფიცირების მაჩვენებელი, ის, რაც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის – „დარჩი სახლში“ პრინციპი ავამოქმედოთ ისევ აჭარაში და მაქსიმალური დისტანციური მუშაობა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, სანამ აჭარაში სიტუაცია …
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრიდან მკურნალობდა. „გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა”
ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა
„აჭარაში ხვალიდან, 22 საათიდან, რესტორნები აღარ იმუშავებენ, ამაზე დაწესდება შეზღუდვა, თუმცა დღის განმავლობაში რესტორნები იმუშავებენ, შეზღუდვა ეხება მხოლოდ ღამის საათებს. ასევე, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. არ დასახელებულა შეზღუდვების ვადა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. …
Continue reading “ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა”
ხელვაჩაურის სასამართლოში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხელვაჩაურის სასამართლოს აპარატში 5 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ისინი საკარანტინო სივრცეში მკურნალობენ, როგორც უსიმპტომო პაციენტები. კორონავირუსი არ დაუდასტურდათ მოსამართლეებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სასამართლოში დისტანციის წესის დაცვით მუშაობენ, სასამართლომ გადადო იმ საქმეების განხილვა, რომელთა ვადებიც შეზღუდული არ იყო. ხელვაჩაურის სასამართლოში ამ დროისთვის სულ ორი მოსამართლე მუშაობს – გოჩა ფუტკარაძე …
Continue reading “ხელვაჩაურის სასამართლოში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა”
რა შემთხვევაში დარჩება კოვიდპაციენტი სახლში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა. ამ ალგორითმის მიხედვით, COVID 19-ის PCR კვლევით დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას, ან სტაციონარში მოთავსებას, შემდეგი სქემით: COVID 19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აწვდის „112“-ს; „112“, პაციენტის …
Continue reading “რა შემთხვევაში დარჩება კოვიდპაციენტი სახლში”
ბათუმში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა
24 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 4000-მდე PCR ტესტი. დღეის მონაცემებით აჭარაში სტაციონარში მკურნალობს 497 პაციენტი, მათ შორის – 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 694 პაციენტი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა, საკარანტინო სივრციდან …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
დადასტურდა კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა – 24 სექტემბრის მონაცემები
stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 24 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 4399 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1705 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 25 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5584 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 563 პირი. გუშინ, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის, უნდა დაბრუნდნენ კლასებში – გახარია
დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს გაიმართება ასევე საბჭოს სხდომა და განიხილავენ იმ ეტაპებს, რომელთა გათვალისწინებითაც საქართველოში დაიწყება სასწავლო პროცესის აღდგენა. „რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში უნდა აღდგეს ნორმალური ცხოვრება, მათ შორის უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“ …
Continue reading “ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის, უნდა დაბრუნდნენ კლასებში – გახარია”
იქნება აფთიაქში ვაქცინა სეზონური გრიპის წინააღმდეგ? სად ვიყიდოთ?
„საქართველოში გრიპის ვირუსი ძირითადად ჩნდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ჩვენ ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს, რადგან იქნება თანხვედრა ორი ინფექციის – კოვიდის და გრიპის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ. გრიპის სეზონი წელს განსაკუთრებით ბევრს აშფოთებს, რადგან ამ დაავადების მთავარი სიმპტომები – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და საერთო …
Continue reading “იქნება აფთიაქში ვაქცინა სეზონური გრიპის წინააღმდეგ? სად ვიყიდოთ?”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლებში სწავლის დაწყებაზე – დაველოდოთ ეპიდსიტუაციას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შენობებში სასწავლო პროცესის დაწყება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა. „სასწავლო პროცესი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და უნდა დაველოდოთ, ბათუმში განსაკუთრებით, როგორ იქნება მოვლენები და ამის მიხედვით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ჯერჯერობით ის გადაწყვეტილება, რაც დაანონსდა [სასწავლო პროცესის სკოლებში დაწყება პირველ ოქტომბერს], …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლებში სწავლის დაწყებაზე – დაველოდოთ ეპიდსიტუაციას”
რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდსიტუაციის მართვის პრობლემებს არ აღიარებს და მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობს, კოვიდპაციენტები არაერთი მძიმე პრობლემის შესახებ ჰყვებიან, მათ შორის, ფეისბუქში. ზოგიერთი პაციენტი წერს იმასაც, თავად რომ არ მოეკითხა ტესტის პასუხი, ვერც კი გაიგებდა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ამ დროს ისინი სხვებთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ. ტესტირების დაგვიანებული პასუხები, კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში დაგვიანებით გადაყვანა, საკმარისი ადგილების არქონა… …
Continue reading “რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან”
ბათუმის სამშობიაროში ორმა კოვიდინფიცირებულმა შვილი გააჩინა
ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 23 სექტემბერს, ორმა ქალმა იმშობიარა, ვისაც კორონავირუსი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსი ახალშობილებს. ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდგანყოფილებაში სულ სამი ახალშობილია – კიდევ ერთი ახალშობილი კლინიკაში დედასთან ერთად ორი დღის წინ მიიყვანეს. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კლინიკაში სულ 23 კოვიდინფიცირებულია, დილით აქ 24 ფეხმძიმე იყო, თუმცა 2 …
Continue reading “ბათუმის სამშობიაროში ორმა კოვიდინფიცირებულმა შვილი გააჩინა”
საქართველოში 25-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით
დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. დღეს ეს უკვე კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 23 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კოვიდით დაინფიცირდა
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. აქედან 7 მასწავლებელია, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა – გიული თელია ამბობს, რომ ფსიქოლოგი ბინაზე მკურნალობს და ექიმების დაკვირვების ქვეშაა, დანარჩენი ინფიცირებულები კი კლინიკებში არიან გადაყვანილი. აჭარაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული სკოლების პედაგოგებში …
Continue reading “ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კოვიდით დაინფიცირდა”
ანტირეკორდი ბათუმში – 165 შემთხვევა ბოლო 24 საათში
აჭარაში დღეს, 23 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – 165 ახალი შემთხვევა 24 საათში. აჭარაში ეს რიცხვი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. ბოლო ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. აქამდე ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 16 სექტემბერს – 144 ახალი შემთხვევა და 18 სექტემბერს – 129 ახალი შემთხვევა. ბოლო …
Continue reading “ანტირეკორდი ბათუმში – 165 შემთხვევა ბოლო 24 საათში”
ბათუმში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა
23 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, აჭარაში, კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით, კოვიდკარანტინებში კი – 660. მისივე თქმით, გუშინ 82 პაციენტი გაეწერა კოვიდკარანტინებიდან. აჭარაში 24 ფეხმძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
საქართველოში კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით
საქართველოში კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 23 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 სექტემბრის მონაცემები
stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 23 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 4140 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1643 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განახლებული ინფორმაციით კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისად საქართველოში კორონავიურისით 24 ადამიანია გარდაცვლილი. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836 გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის …
Continue reading “კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 სექტემბრის მონაცემები”
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას და ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ. აქამდეც დაუდასტურდა აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი, თუმცა, მაშინ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა. stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა”
ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი
„ისეთ მდგომარებაში ვიმყოფებით, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას“, – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მისი თქმით, კორონავირუსის მასშტაბების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავენ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 ადამიანი, სიტუაცია …
Continue reading “ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი”
კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები
stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3913 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი – ბოლო 24 საათში. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. გუშინ, 21 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა …
Continue reading “კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები”
აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში აჭარაში 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, აქედან ერთეული შემთხვევებია დაკავშირებული მუნიციპალიტეტებთან და ახალი შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში რჩება 578 პირი. ნონა ეფაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კოვიდკარანტინებიდან …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში
საქართველოში დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ერთი 77 წლის ქალია, მეორე კი 67 წლის მამაკაცი. ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, კაცი კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი …
Continue reading “დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში”
ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით, თუმცა მას კოვიდთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. „ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის …
ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია
კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორჯერ იზრდება – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა. მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელად გააგრძელებს ზრდას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება დღეში 50 000 ახალი შემთხვევა, რამაც ნოემბრისთვის „შეიძლება მიგვიყვანოს 200 გარდაცვალებამდე დღიურად“, – თქვა ვალენსმა დღეს, 21 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ლონდონში. „თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვირუსი …
2 სკოლაში სწავლება შეწყდა – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კოვიდი დაუდგინდათ
დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს ორ სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში შეწყდა კორონავირუსის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების გამო. ოზურგეთში, სოფელ შრომის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე, დისტანციურად გააგრძელეს სწავლება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის სკოლის მოსწავლეებმა. სოფელ შრომაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს პირველკლასელს.როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, რუსუდან ცეცხლაძემ გვითხრა, მისი ინფორმაციით, ბავშვს ორჯერ აუღეს ტესტი კორონავირუსზე, მოსწავლე …
Continue reading “2 სკოლაში სწავლება შეწყდა – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კოვიდი დაუდგინდათ”
ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კოვიდინფიცირებულის მონახულებაა, რომლის საშუალებაც ექიმმა კლინიკაში მისულ კაცს არ მისცა. „…ეს ამბავი შუაღამით მომხდარა, მე ახლა გავიგე. ეს კაცი იყო ნასვამი და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას… ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყეს რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ …
Continue reading “ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს”
„ევექსის“ პოლიკლინიკამ ბათუმში მუშაობა განაახლა
„ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკამ, სადაც კორონავირუსზე უფასოდ ტესტირებაა შესაძლებელი, ბათუმში პაციენტების მიღება განაახლა. ამ პოლიკლინიკამ მუშაობა 17 სექტემბერს შეაჩერა, როცა სამედიცინო პერსონალიდან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა. „სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ კლინიკის თანამშრომლებს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექციაც. ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა აგრძელებს საქმიანობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ …
Continue reading “„ევექსის“ პოლიკლინიკამ ბათუმში მუშაობა განაახლა”
კორონავირუსის ახალი 193 შემთხვევა დადასტურდა – 21 სექტემბრის მონაცემები
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 193 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 3695 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40 – ით გაზარდა და 1534 -ს მიაღწია. 21 სექტემბრის მონაცემებით საკარანტინო სივრცეში 4988 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა.
შსს-ს 11 თანამშრომელს კოვიდი დაუდგინდა, მათგან ათი აჭარიდანაა
შს სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 – შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, 1 – ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს …
Continue reading “შსს-ს 11 თანამშრომელს კოვიდი დაუდგინდა, მათგან ათი აჭარიდანაა”
კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა
20 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და რეგიონი ამ დროისთვის საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია. აჭარა მწვანე ზონა იყო მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქობულეთის კლასტერი გაქრა და დღეების განმავლობაში რეგიონში ტესტირების შედეგად ახალი შემთხვევები არ ვლინდებოდა. ივნისში სიტუაცია შეიცვალა და კორონავირუსი რეგიონში ისევ გამოჩნდა, თუმცა ეს იყო თითო-ოროლა და ძირითადად …
Continue reading “კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა”
კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები
20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-მდე PCR ტესტი. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 377 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი, სტაციონარი კი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. …
Continue reading “კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები”
საქართველოში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 სექტემბრის მონაცემები
stopcov.gov.ge-ს ცნობით, 20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3502 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5014 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.