ქობულეთის რეფერალურში მხოლოდ covid19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ

ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც დღეს, 19 სექტემბერს, „ევექსში“ გვითხრეს,  საავადმყოფოში 70 საწოლია ამ დროისთვის მომზადებული. „ევექსის“ განცხადებით, ჰოსპიტალში მხოლოდ ინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი მიიღონ მომსახურება გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო პროცედურებზე. 19 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 3500-ზე …

ბათუმში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი განიკურნა

19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 3500-ზე მეტი PCR ტესტი. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 486 პაციენტი, კოვიდკარანტინში კი იმყოფება 347 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა. ასევე, ახალი კორონავირუსი აქვს თბილისში, ამავე სამსახურის გლდანის განყოფილების მეხანძრე-მაშველს. „მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი. ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილნი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე …

დადასტურდა კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა – 19 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1481 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5014 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.  გუშინ, 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ბათუმის სამშობიაროში 16 ორსულს მკურნალობენ კოვიდ 19-ზე

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 16 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, ინფიცირებული ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოთხი პაციენტი გუშინ, 17 სექტემბერს, შეიყვანეს სამშობიარო სახლში, დანარჩენი კი – უფრო ადრე. რაც შეეხება ახალშობილებს, როგორც დირექტორი ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ ქალს ჯერ არ უმშობიარია. დღეს, 18  სექტემბერს, …

ისრაელი უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს – იხურება სკოლები, იზღუდება გადაადგილება

ისრაელი წელს უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო. 16 სექტემბერს ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 სექტემბერს კი – 4 791 ახალი შემთხვევა. სულ ისრაელში ინფიცირების 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია 1 169 ადამიანი. საყოველთაო კარანტინი ისრაელში დღეს, 18 სექტემბერს შევიდა ძალაში, მინიმუმ სამი კვირით. …

როგორ გადანაწილდა კორონავირუსის 129 შემთხვევა აჭარაში – 18 სექტემბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: ბათუმი – 114 შემთხვევა ქობულეთი – 11 შემთხვევა ქედა – 3 შემთხვევა შუახევი – 1 შემთხვევა. ბათუმის კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 223 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000-მე მეტი PCR ტესტი. გასული დღის განმავლობაში კლინიკაში მყოფი ორი …

დღეს ბათუმში კორონავირუსის 129 შემთხვევა გამოვლინდა

18  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 114 ბათუმში დაფდიქსირდა, ხოლო 11 ქობულეთში, 3 ქედაში და ერთი შუახევში –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა – 18 სექტემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ვებგვერდის, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435 -ია. ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. გუშინ, 17 სექტემბერს, ქვეყანაში 179 ახალი შემთხვევა გვქონდა,

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

„იმ დღეს ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ადრე წასვლა გადავწყვიტე სახლში. სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს,“ – გვიყვება ადვოკატი როინ აბაშიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ბათუმელები“ კოვიდ19-ით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ესაუბრა ამ დაავადების სიმპტომებზე – რას გრძნობენ ისინი. „…დამირეკეს თუ არა, რესპუბლიკურის ცხელების ცენტრში …

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს და ბაღების გაერთიანების უფროსს covid19 აქვთ

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს, კახაბერ ფუტკარაძეს და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს – ნატო შერვაშიძეს კორონავირუსი აქვთ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა. ხელვაჩაურის მერის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ამ თანამდებობის პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. კახა ფუტკარაძე კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, ნატო შერვაშიძე – ორი დღის წინ. ჯუმბერ ვარდმანიძე განმარტავს, რომ მერიის ყველა …

როდის დაიწყება კოვიდით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა სახლში მალე დაიწყება და ამისათვის უკვე ემზადებიან. „სახლში, ბინაზე მკურნალობა, განსაკუთრებით უსიმპტომო შემთხვევებში, მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ აჭარიდან ვიწყებთ ამას. ხვალ-ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ამასთან დაკავშირებით და მალე დაიწყება“, – განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. …

2 ადვოკატს კოვიდი დაუდასტურდა – ბათუმის სასამართლოს დამსწრე პირები ვეღარ დაესწრებიან

მხარეების გარდა სასამართლო პროცესს ბათუმში დაინტერესებული პირი ვეღარ დაესწრება – ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესების დიდი ნაწილი გადაიდო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ბათუმში ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა. „პროცესებს ვატარებთ დისტანციურად, მაგრამ თუკი ეს ვერ ხერხდება, შესაძლებელია, სხდომა ჩატარდეს დარბაზში მხოლოდ მხარეების მონაწილეობით, დამსწრე პირების გარეშე…“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ. მისი განმარტებით, …

როგორ ნაწილდება აჭარაში ახალი შემთხვევების სტატისტიკა – 17 სექტემბრის მონაცემები

17 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს 18-ით ნაკლებია გუშინ დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით. დღეს, 17 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაასახელა, როგორ ნაწილდება ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული ახალი შემთხვევები აჭარაში: ბათუმი – 121 ახალი შემთხვევა  ქედა – 1 ახალი შემთხვევა ქობულეთი – 3 ახალი შემთხვევა  ხულო – 1 …

შეიძლება თუ არა კანდიდატი ჩაეხუტოს ამომრჩეველს – ამირან გამყრელიძის პასუხი

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, აკრძალვები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე. კანდიდატები საარჩევნო აგიტაციის დროს ხშირად არ იცავენ დისტანციას, ზოგ შემთხვევაში კი, არ უკეთიათ პირბადე და კარგად თუ დაათვალიერებთ, მათივე ფეისბუქის გვერდებზე ნახავთ ამომრჩეველთან ჩახუტების კადრებსაც, მათ შორის, ბავშვებთან. შეიძლება თუ არა კანდიდატი ჩაეხუტოს ამომრჩეველს? – ამაზე დღეს „ბათუმელების“ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

იკვეთება კლება, მაგრამ გვჭირდება სულ ცოტა 7-დღიანი კლების ციკლი – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შეინიშნება კლების ტენდენცია, თუმცა, მინისტრის თქმით, საჭიროა დაფიქსირდეს შვიდდღიანი კლების ციკლი. „იკვეთება კლება რიცხვებში, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, ეპიდემიოლოგებს, იმისათვის, რომ მათ განსაზღვრონ თუ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ სულ მცირე შვიდდღიანი კლების ციკლი, რაც შემდეგ უკვე მოგვცემს იმის საშუალებას, …

ბათუმში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმის „ევექსის“ პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა – 3 თანამშრომელს covid 19 დაუდასტურდა

კომპანია „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკაში გეგმური ტესტირების შედეგად 3 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა. კომპანია „ევექსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული თანამშრომლები უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება, მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება და უკვე იდენტიფიცირებული პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. კლინიკაში ტარდება დეზინფექცია. უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია …

კოვიდი დაგვიდასტურდა, 2 დღეა სასწრაფოს ველით და არ მოდის – მოქალაქე ბათუმიდან

ბათუმში მცხოვრები არჩილ გოგუაძე ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და 12 სექტემბერს კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. დაიტესტა მისი მეუღლე, სალომე სულაბერიძეც. გუშინ, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან შეატყობინეს, რომ კოვიდდადებითი იყვნენ. თუმცა ამ დრომდე, ის და მისი მეუღლე სასწრაფოს არ გადაუყვანია. მათ ჰყავთ პატარა შვილი, რომელიც, ცხადია მათთან ერთად ცხოვრობს და მას ტესტირება არ ჩატარებია. მათთან ერთად …

ჯანმო: სკოლების დახურვა უნდა იყოს ყველაზე ბოლო საშუალება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სკოლებთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს ყველაზე ბოლო ზომა, ისიც ადგილობრივ დონეზე, იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ინტენსიურია. „ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბავშვები მალე დაბრუნდნენ სკოლაში. გვინდა ასევე ვიცოდეთ რომ სკოლები უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოა. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლები გაიხსნა, სხვაგან ისინი რჩება დახურული. …

„ჩვენ გვჭირდება პური“ – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო აქცია მთავრობასთან

„6 თვის განმავლობაში 300 ლარი გადმოგვიგდეს“, „დატოვონ კაბინეტები“, „არ მაინტერესებს ბიუჯეტში რა აქვთ, ჯიბეებში და ბანკებში ხომ აქვთ, ამოიღონ და მისცენ ხალხს“, – მსგავსი შინაარსის და კიდევ უფრო რადიკალური განცხადებები კეთდება ამ წუთებში აჭარის მთავრობასთან. ქალებთან შესახვედრად მთავრობის წევრები არ გამოსულან. თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ საზღვარს და დღის ბოლოს სახლებში ბრუნდებოდნენ, არსებული შეზღუდვების …

„ერთადერთი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადე“ – ამირან გამყრელიძე

„ჩვენ ყველა მოვეშვით. არ ვატარებდით პირბადეს დახურულ შენობებში, არ ვიცავდით ხშირად დისტანციას“ – განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარების მნიშვნელობას. „გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჯერჯერობით კორონავირუსული ინფექციის შემაკავებელი, საწინააღმდეგო არც ვაქცინაა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი. ერთადერთი იარაღი არის პირბადე. ბევრი მონაცემებია …

ამ ერთი წლის განმავლობაში თავი შევიკავოთ ქორწილებისა და დიდი თავშეყრებისგან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სჯობს მოსახლეობამ თავი შეიკავოს ისეთი დიდი თავყრილობისგან, როგორიცაა ქორწილი. „ამ პერიოდში, სანამ პანდემიაა, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. ღმერთმა ქნას ბევრი ქორწილი და ბევრი ბავშვი დაიბადოს საქართველოში, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, სანამ ეს კორონავირუსული ინფექციაა, ამ დიდი თავშეყრებისგან შევიკავოთ თავი, აღვნიშნოთ ეს ჩვენი ბედნიერება შედარებით …

ბათუმის შემოსასვლელში ყველგან იქნება პოსტები, თერმოსკრინინგი სავალდებულოა – გამყრელიძე

ბათუმში ყველა დაწესებულებაში, აფთიაქში, მოლში, რესტორანში, ყველგან აუცილებელია მკაცრი თერმოსკრინინგის ჩატარება. ამ ვალდებულების შესახებ დღეს ბათუმში მყოფმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, აჭარიდან გასულ ნებისმიერ ადამიანს ასევე ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმის შემოსასვლელებში იქნება შესაბამისი ბლოკპოსტები, რომლებსაც აკომპლექტებენ შს სამინისტროს თანამშრომლები. დღეს ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ტესტების პასუხების დაგვიანების შესახებაც. ამირან …

170 საწოლი დაემატება, შესაძლოა საჭირო გახდეს მედპერსონალის მობილიზება- ბრიფინგი ბათუმში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში უკვე მობილიზებულია 400-მდე საწოლი კოვიდპაციენტებისათვის და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, რათა მოხდეს პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა – ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, განაცხადა ბათუმში. „განვიხილავთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ქალბატონი თამარ გაბუნია [ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე] იმყოფება ჩემთან ერთად, რომელიც დარჩება აჭარაში და მისი …

ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი არ იგეგმება – მთავრობა

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის, სრული კარანტინი არც ბათუმში იგეგმება. ამიტომ, ამ მხრივ რაიმე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 16 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მეზვრიშვილის თქმით, არსებული შეზღუდვების კონტროლი გამკაცრებულია, მათ შორის, ბათუმშიც. „თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად, იქ, სადაც ამის …

ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს. გუშინ, 15 სექტემბერს, საბერძნეთში კორონავირუსის 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი რეგულაციები ამოქმედდა ატიკის რეგიონში, რომელშიც შედის ქვეყნის დედაქალაქი, ათენი. ახალი შეზღუდვების თანახმად, იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ და ღია სივრცეებში, საჯარო თავშეყრის ადგილას, მაღაზიებში, ოფისებში და ა.შ. ბერძნული მედიის ცნობით, 14 დღით …

321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, დღეისათვის ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 კოვიდინფიცირებული პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში. სასტუმროში გადაყვანილი პირების შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ამ ადამიანებს იზოლირება აუცილებელია, ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ნონა ეფაძის თმით, ინფიცირებულია მედპერსონალიც, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენი პირია ჯანდაცვის სფეროდან ინფიცირებული. ერთ-ერთი ბოლო …

ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებებში, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ______________ ამავე თემაზე:  აჭარაში …

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ვებგვერდის, stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამჟამად 1412-ია. ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს საკარანტინო სივრცეების გარდა, ბინაზეც, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით უმკურნალებენ. „დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა და შემდეგ მე-3, მე-4 დღიდან საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე აჭარაში მალე დაიწყება უკვე სახლში ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების …

„ბათუმში ხარ ნამყოფი” – მარტვილში მეოთხეკლასელი სკოლაში არ შეუშვეს

„ჩემი შვილი ჩემთან ისვენებდა ბათუმში ერთი კვირით, მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. მივიდა დღეს სკოლაში და უკან გამოაბრუნეს, ერთ კვირაში მოდი, ბათუმში ხარ ნამყოფიო – უთხრეს. გამოპრანჭული წავიდა, ყვავილებით. თვეები ელოდა კლასელებთან შეხვედრას, ძალიან მოწყენილი დაბრუნდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ირაკლი კუკანია. მან ამის შესახებ დღეს ფეისბუქზეც დაწერა. ბათუმის ბულვარში განთავსებულ …

15 სექტემბერს სკოლის შენობებში სწავლა 730-მდე სკოლამ ვერ განაახლა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, სწავლა საკლასო ოთახებში 1 577-მა სკოლამ განაახლა, დისტანციურად კი  – 730-მდე სკოლამ. დისტანციური მეთოდით დაიწყო სწავლა ბათუმში და აჭარაშის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით, ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთაც მოსწავლეებს …

ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული პირი 8-დღიან იზოლაციას გაივლის. შესაძლოა ეს იყოს კარანტინი ან  თვითიზოლაცია. მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტირება და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს დატოვოს საიზოლაციო სივრცე. იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია ჩაიტაროს PCR ტესტი განმეორებით – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის …

ბათუმში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2700-ზე მეტი PCR ტესტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 414 პაციენტი, აქედან 285 – სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ___________

დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა – 15 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.  პირველი სექტემბრიდან საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

Exit mobile version