კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა – 30 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა. მთავრობის ოფიციალური საიტის stopgov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი, გარდაიცვალა – 36, კარანტინის რეჟიმშია 5413, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 სექტემბერს, ბოლო საათებში გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი აჭარიდანაა. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 79 წლის კაცი. „დიაგნოზი: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, …

საქართველოში დღეს მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ქალი, დღეს ცნობილი გახდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში 65 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ. ბოლო ორი გარდაცვილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. 29 სექტემბრის 18:55 საათის მონაცემებით …

მოხუცთა თავშესაფარს ბათუმში მოხალისეები სჭირდება

ბათუმში მოხუცთა თავშესაფარს მოხალისეები სჭირდება. თავშესაფრის ხელმძღვანელის, იოანე ბარამიძის თქმით, მოხალისეობის მსურველებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გადაამზადებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მუშაობას. „ჩვენ გვჭირდება სრულწლოვანი ახალგაზრდები, უფრო მეტად ქალები, რომლებიც დაეხმარებიან მოხუცებს კვების პერიოდში. დაგვპირდა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ დაგვეხმარება მსურველების გადამზადებაში. გვაქვს სათანადო ეკიპირება, რომ მოხალისეებმა უსაფრთხოდ შეძლონ მუშაობა თავშესაფარში,“ – ამბობს იოანე ბარამიძე. მოხალისეებს …

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

29 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბინაზე მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი პროტოკოლით დაუშვა. „ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რას ითვალისწინებს ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი, როგორ უნდა მოიქცეს ინფიცირებული და როგორ უნდა დაეხმარონ მას სხვა პირები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, ბინაზე დასაშვებია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების მართვა. რას ნიშნავს კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა? …

საქართველოში 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ ჯერ უცნობია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ქალი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან …

უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ #1 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი – Covid 19

კორონავირუსზე უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. ეს პოლიკლინიკა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარეობს. დღეიდან, 29 სექტემბრიდან, უფასო ტესტირება სხვა პოლიკლინიკებში აღარ ჩატარდება. გუშინ, 28 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება.“ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მიზნობრივი ტესტირების რაოდენობას გაზრდიან. „…არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ …

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 20 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 13 თავშესაფრის ბინადარია, 7 კი ადმინისტრაციის თანამშრომელი. კიდევ ხუთი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში …

ბათუმში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გუშინ, ღამით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი დიაგნოზი იყო: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. ის 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის …

ბათუმში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი, აქედან – 32  არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციაშია 24 პაციენტი. დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 957 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-ზე მეტი ადამიანი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად სტაციონარი და …

კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა – 29 სექტემბრის მონაცემები საქართველოში

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 300-ზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 5866 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 2324 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 33 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი – ბოლო 24 საათში. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5637  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – …

მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 29 სექტემბერის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 1 001 644 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 205 070 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 142 058 – ბრაზილიაში, 96 318 კი – ინდოეთში. 29 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 33 353 614 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ეპიცენტრია აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, …

საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გარდაცვლილის შესახება დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ბოლო 24 საათში საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა, მათგან ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 5552 შემთხვევაა, რომელთაგან 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უფასო PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი 3 საათი და რიგები ბათუმის პოლიკლინიკებთან

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმში რიგები გაჩნდა იმ პოლიკლინიკებთან, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება შეეძლოთ. აქამდე ბათუმში მოქალაქეებს 5 პოლიკლინიკაში შეეძლოთ უფასო ტესტირება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ტესტირება უფასოდ მხოლოდ ორ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი: ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრსა და ბათუმის #1 პოლიკლინიკაში, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარეობს. „ბათუმელები“ რამდენიმე მოქალაქეს ესაუბრა, ვინც დღეს უფასო ტესტირება გაიარა. …

შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-მდეც შეიძლება იყოს – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ზრდა. „სწავლა იწყება, ეს დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაცვა იმ რეკომენდაციებისა, რაზეც ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება. ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება, მთავარია, რომ სისტემა მართავს ამ ეტაპზე და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რჩება სრულად მართვადი. შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით …

უნივერსიტეტების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, მაგრამ არა აჭარაში

უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში სტუდენტები 19 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ. განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარაში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს. დღეს, 28 სექტემბერს, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 175 ბათუმში.

საკონდიტრო „დონა“ მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო “დონა”, რომელიც კორონავისურის გამო ერთი თვეა დახურულია, მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს. „ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საკონდიტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში …

ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 492 პაციენტი, აქედან – 40 ბავშვი და 14 ორსული. დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 998 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-მდე ადამიანი. კოვიდკლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებული, ხოლო საკარანტინო სივრცეებიდან – 38. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ერთ-ერთი მათგანი, 65 წლის კაცი, 22 სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში დიაგნოზით – კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.  პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, …

კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5552-მდე გაიზარდა. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, გამოჯანმრთელდა 148, კარანტინშია 5650 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 800 პირი.

კოვიდპაციენტის ზარი 112-ში შევიდა და არა ჩვენთან – სასწრაფოს განმარტება მოქალაქის პრეტენზიაზე

დღეს, 27 სექტემბერს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ, იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახური და  კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები კოვიდპაციენტებთან მისვლას აგვიანებენ. პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა, როდესაც კოვიდპაციენტი სასწრაფო დახმარებამ რეაგირების გარეშე დატოვა, არ დაფიქსირებულა. „ბათუმელებმა“ სასწრაფო …

საავადმყოფოში როცა მოვხვდი, მაშინ დავიჯერე ვირუსის არსებობა – კოვიდპაციენტი

24 წლის გიო ჩავლეიშვილი კოვიდინფიცირებულია. ის თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ ვირუსის არსებობა. „14 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სიმპტომები მქონდა (ყელი მქონდა გაღიზიანებული, სიცხეც მომცა) გადავწყვიტე წავსულიყავი ტესტის ჩასაბარებლად. ტესტი ჩავაბარე რურუას ქუჩაზე, კარავში. 16-ში ღამე დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითი იყო ჩემი ტესტის პასუხი. კერძო სახლში ვცხოვრობ და ორი დღე …

„ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი

ბათუმში მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ, სამედიცინო სისტემის მიღმა – დამოუკიდებლად მკურნალობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათ ვერანაირ სერვისს ვერ სთავაზობს. მოქალაქეები დღეების განმავლობაში ელიან ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს, თუმცა მათ არავინ ურეკავს. 29 წლის ნანა [რესპონდენტის მოთხოვნით სახელი შეცვლილია] „ბათუმელებს“ უყვება, რომ 9 დღის წინ აღებული ტესტის პასუხი ოფიციალურად მისთვის ამ დრომდე არავის უცნობებია. „18 …

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

„ვრეკავ და არავინ მოდის“ – ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქში ხშირად და ღიად წერენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულები არიან. ზოგი მათგანი წერს, რომ ექიმთან მოხვედრას 3 დღეა ცდილობს, ზოგი – 5 თუ 8 დღეა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ცოტა ხნის წინ ექიმმა სოფიო ბერიძემ დაპოსტა იმ პრობლემების შესახებ, …

ბათუმში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 სექტემბერი

27 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500 -ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 22 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პირი. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის …

ამირან გამყრელიძე ბათუმში დღეს არსებულ ვითარებაზე

„3 შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება აჭარას“, – თქვა დღეს ამირან გამყრელიძემ, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბოლო კვირაში კოვიდინფიცირებული 7 პირის გარდაცვალების, ანუ სიკვდილიანობის მატების შესახებ. ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ გარდაცვლილებს შორის 2 პირი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო. „თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილთა საერთო პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 0.57%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია …

კაზინოებსა და რესტორნებში დასაქმებულები ბათუმში სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვენ

დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა გამართეს. კაზინოებში, სასტუმროებისა და რესტორნებში დასაქმებულები საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვენ. მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და მისგან გამოწვეულ უმუშევრობას აპროტესტებენ. “გახსენით სკოლები”, “უმუშევრობა კლავს, როგორც კოვიდი“, “კომპენსაცია 200 ლარი არ არის საკმარისი “, “გახსენით სამორინეები”, “დაგვაბრუნეთ მუსიკოსები …

ქუთაისში კორონავირუსით ბათუმიდან ჩაყვანილი ქალი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავამყოფოში ბათუმიდან იყო გადაყვანილი. როგორც “ნეტგაზეთს” ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მას არაერთი თანმდევი დაავადებაა აღენიშნებოდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი. 26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა. კორონავირუსით საქართველოში დღეისათვის 28 პაციენტი გარდაიცვალა.

ბათუმში კოვიდზე უფასო ტესტირება შაბათ-კვირას შეჩერებულია

ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ორი დღით შეჩერდა. პოლიკლინიკები, სადაც აქამდე ტესტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ორშაბათამდე ისვენებენ. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორშაბათიდან ტესტირება განახლდება და ნებისმიერ მსურველს ისევ შეეძლება ტესტის გაკეთება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების კონტაქტების კვლევა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ის პირი, რომელიც კონტაქტში …

კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა საქართველოში – 26 სექტემბერი

დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. დღესვე გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო  რაოდენობა კი 1819-ია.  გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში კი 781 ადამიანი გადის მკურნალობას.

კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი

ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ უშუალოდ ვირუსზე, თუმცა საზოგადოებაში ჯერაც არსებობს დამოკიდებულება, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასაკობრივი პროფილი ზაფხულის პერიოდიდან საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. სპეციალისტები ამას 40 წელს ქვევით ასაკის ადამიანების გახშირებულ სოციალურ კონტაქტებს უკავშირებენ, …

გადადის თუ არა COVID-19 ორსული დედიდან ნაყოფზე?

ბათუმში კოვიდდადებითი სტატუსის მქონე უკვე მესამე დედამ გააჩინა ბავშვი, თუმცა აქვთ თუ არა ახალშობილებს კორონავირუსი, ჯერ უცნობია, ტესტის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, მიიჩნევა, რომ COVID19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ახალშობილებს ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში, დედასთან ან სხვა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტისას, რესპირატორული წვეთებით გადაეცემა. რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში გამოთქმულია …

აჭარის მუნიციპალიტეტები მგზავრთა გადასაყვანად სპეცრეისებს განსაზღვრავენ

აჭარის მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, კომპანიებს ან საჯარო დაწესებულებებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანისთვის სპეციალური მარშრუტები განუსაზღვრონ. მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული მარშრუტით კი, კერძო ან საჯარო დაწესებულებას, უფლება ექნება მგზავრები [ძირითადად თანამშრომლები] რეგულარულად გადაიყვანონ ავტოტრანსპორტით. სპეციალური რეისების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებმა უნდა შეუთანხმონ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბს. „მუნიციპალიტეტებს ოპერატიულ შტაბთან …

ბათუმში გარდაიცვალა 54 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი

საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული კაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილება. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა …

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 25 სექტემბერი

დღეს, 25 სექტემბერს, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 1759 , გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.    

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

„ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაზუსტებული განცხადებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში ჩერდება მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების  მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას …

Exit mobile version