დაგვახრჩო ვალებმა, გაგვეცით პასუხი – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან [LIVE]

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, ბათუმის კაზინოებში დასაქმებულები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ და კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები. მათი მთავარი მოთხოვნებია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება. „დაგვახრჩო ვალებმა“ „გაგვეცით პასუხი“ „დავიღალეთ უმუშევრობით“ „გამოდით მთავრობის სახლიდან, რომელი მოხვედით დღეს …

აჭარაში Covid19-ით სიკვდილიანობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელ ქვეყანაში

აჭარაში Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ქვეყანაში, 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს 6 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებეული 6 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაიცვალა 58 პაციენტი „ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე საქართველოში გამოდის, დაახლოებით, 16 ინფიცირებული (ანუ სიკვდილიანობა 1 მილიონ …

კოვიდით ინფიცირებული 55 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა – დღევანდელი მონაცემები

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 4358 პირს მკურნალობენ – ამის შესახებ დღეს, დილას ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა.  „აქტიური ქეისი გახლავთ 4358“ – განაცხადა მან. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 9 მათგანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. ენდელაძემ ასევე ისაუბრა რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევების განაწილებაზე. დღევანდელი მონაცემები ასეთია: …

ბათუმში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ბოლო 24 საათში ბათუმში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, 68 წლის კაცი, 64 წლის ქალი და 84 წლის კაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 68 წლის კაცს COVID 19-თან ერთად ჰქონდა პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასეთივე დიაგნოზი ჰქონდა 64 წლის ქალს –  COVID 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლებ დაავადებთან ერთად: ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა. …

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა

6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა. ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში პირველად ფიქსირდება ახალი შემთხვევების კლება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 209 კოვიდ დადებითი პაციენტი. დღეის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 470 პაციენტი, …

საქართველოში 4 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ბოლო 24 საათში

6 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 58 ადამიანია გარდაცვლილი კოვიდით. stopcov.gov.ge-ს 6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ______________ ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

ბათუმში შავი ზღვის ფესტივალი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე ფესტივალი, რომელიც 16-18 ოქტომბერსაა დაგეგმილი, შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე წელს მაყურებლის გარეშე ჩატარდება. „ფესტივალი ჩატარდება პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებისა და სანიტარული წესების გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე, როგორც ადაპტირებული პროექტი, სატელევიზიო და სოციალური მედიის ტექნოლოგიების გათვალისწინებით“, – ამბობენ სამინისტროში. როგორც …

ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა – კორონავირუსი მის შვილს დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა, მის 8 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტიტე აროშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაშია. „დროებით შევაჩერე საარჩევნო კამპანია, რადგან ჩემს შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი. ანალიზის პასუხი მივიღეთ 6 დღის წინ და მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა 37 გრადუსი და ამიტომ გავუკეთეთ ტესტი“, …

ბათუმში 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინორმაციით, 80 წლის ქალი 23 სექტემბერს შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტს ჰქონდა კორონავირუსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტი. ქალი 4 ოქტომბერს გარდაიცვალა. ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა 65 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსთან ერთად ჰქონდა პნევმონია, „ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, …

აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა

5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან. გუშინ, 4 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 370 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 474 პაციენტი, მათ შორის: 16 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი.Covid სასტუმროებში იმყოფება 861 პირი; …

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 8696 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4619 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 52 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი.  გუშინ, 4 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 554 …

ბათუმის ციხე ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა – კორონავირუსი აჭარაში

ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს და ტექნიკურ პერსონალს გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც …

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ბიუჯეტიდან წელს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება

ახალი კორონავირუსის სამართავად და პანდემიის გამო გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისთვის 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის გათვლებით, 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯება. „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, რომლის მთლიანი ეფექტიც ხარჯვით ნაწილზე 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, თუმცა 547 მილიონი ლარის …

აჭარის Covid კლინიკებში 61 თავისუფალი საწოლია – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებსა და სასტუმროებში სულ 520 თავისუფალი საწოლი და ადგილია. აქედან: [checklist] Covid კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობაა – 61, Covid სასტუმროებში კი, 459 თავისუფალი ადგილია. [/checklist] 4 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 370 – აჭარაში. აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ კლინიკებსა და სასტუმროებში ჯამში …

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 370 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 4 ოქტომბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 211 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი. „90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. …

ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი და გარდაიცვალა 2 პაციენტი. შესაბამისად, საქართველოში, 2020 წლის 4 ოქტომბრის დილის მონაცემებით: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ არის – 8118, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა – 4244, ხოლო გარდაიცვალა 50 პაციენტი; კარანტინის რეჟიმშია – 5392 პირი; სტაციონარში მეთვალყურეობის …

პრობაციონერები ბათუმსა და ქობულეთში 1 თვით გათავისუფლდნენ ბიუროში გამოცხადებისგან

ბათუმსა და ქობულეთში რეგისტრირებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში გათავისუფლნი არიან პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებას ხელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე აწერს. ამავე ბრძანებით, აჭარისა და გურიის პრობაციის ბიურო ვალდებულია პერიოდულად, გარკვეული …

48 მილიონი ლარი კოვიდის სამართავად დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან 48 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გამარტივებულად დახარჯვას ათანხმებს. აღნიშნული თანხა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, საჭიროა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სამართავად დამატებითი საწოლი ადგილების მობილიზებისთვის. თანხა გათვლილია 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით [84 დღე] პერიოდზე. „ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა …

კორონავირუსით აჭარაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა -3 ოქტომბრის მონაცემები

დღეს, 3 ოქტომბერს აჭარის ჯანადაცვის სამინიტრომ აჭარაში კორნავირუსით კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ დაადასტურა ინფორმაცია – ეს იყო ბოლო 24 საათის მონაცმები. მოგვიანებით კი კიდევ ერთ გარდაცვალების შესახებ დაადასტურეს. გარდაცვლილია ქალი, რომელიც  სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანა 26 სექტემებერს დიაგნოზით COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის …

კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა საქართველოში – 3 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  471 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში, 3 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 7564  შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3992 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით სულ გარდაიცვალა 48 ადამიანი. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836 კოვიდსასტუმროში იმყოფება  1100  პირი.  გუშინ, 2-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის …

სასურველია აჭარაში პირბადე გამოვიყენოთ ღია სივრცეშიც – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში უკვე სასურველია პირბადის არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ღია სივრცეებში, ქუჩებში ტარებაც. მან აღნიშნა, რომ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულოა, ღია სივრცეებში ტარება კი – რეკომენდაციაა. „რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია და რეკომენდებულია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ ხმარობს, ეს დასჯადი …

ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ქალი, 57 და 90 წლის. სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. 90 წლის პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბრიდან იმყოფებოდა, 57 წლის ქალი კი კლინიკაში 30 სექტემბერს შეიყვანეს. დღეს, ამ დრომდე [12:00] საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. საქართველოში …

აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში აჭარაში 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. გუშინ, პირველ ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. საქართველოში, 2 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 7093 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3714 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით სულ გარდაიცვალა 43 ადამიანი. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი.  გუშინ, …

რა პრობლემებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელების შემდეგ – კვლევის შედეგები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის, მაიკ რაინის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ზოგიერთ შემთხვევაში გრძელვადიანად ტოვებს კვალს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმზე და ეს ახალგაზრდებსაც ეხება. “გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს რჩებათ სუნთქვის გაძნელება, შეიძლება მწყობრში იყვნენ სიარულისას, ოფისში მისვლისას, მაგრამ, მაგალითად, ვარჯიშის ან სხვა დატვირთვისას აღმოაჩენენ, რომ სუნთქვის ეფექტურობა ნაკლებია. ადამიანები წლებს ანდომებენ იმას, რომ …

კორონავირუსით ბათუმში დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში დღეს, 1-ელ ოქტომბერს, მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 82 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ყველაზე მეტი – 241 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. საქართველოში კორონავირუსით სულ 41 პაციენტია გარდაცვლილი. ამავე თემაზე: ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ჯანმოს ეპიდემიოლოგი: რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა ეპიდემიოლოგმა  მარია ვან კერჰოვმა 30 სექტემბერს ჯანმოს ფეისბუქგვერდზე მორიგი პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის პანდემიის პიკის თავისებურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალ კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს, რომ იგი ყველა ტიპის პირობებში, კლიმატსა და რეგიონში ცირკულირებს, თუმცა მისი კონტროლი ჩვენს ხელშია. მოდერატორის კითხვაზე, იმყოფება თუ არა მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის …

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი, 81 წლის კაცი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 სექტემბერს გადაიყვანა. „დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული …

ბათუმში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა. გუშინ, 30 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  

კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა – პირველი ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 6640 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3419 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 39 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი.  გუშინ, 30 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

2970 ინფიცირებული და 12 გარდაცვლილი ერთ თვეში – კორონავირუსი აჭარაში

სექტემბერში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2970 შემთხვევა დადასტურდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბათუმში შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო სექტემბრის დასაწყისში.  პირველ სექტემბერს – 6, ხოლო 30 სექტემბერს კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება: 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა 6 …

როდის მოიხსნება შეზღუდვები აჭარაში – მინისტრის მოადგილის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დაწესებული ახალი შეზღუდვების მოხსნის თარიღი შესაძლოა ერთ კვირაში გადაიხედოს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. „ყველა შეზღუდვიდან ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ შეზღუდვის ეფექტი გამოიკვეთოს. ერთი კვირა გავიდა, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე არის, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად ეფექტურია ეს შედეგები. მოლოდინი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი გვაქვს, რომ …

ბათუმში დღეს მეორე პაციენტი, 60 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილი 60 წლის ქალია. ეს საქართველოში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების უკვე 39-ე შემთხვევაა. მათგან ორი პაციენტი დღეს გარდაიცვალა ბათუმში. ამავე თემაზე:  ბათუმში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით  

ბათუმში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით. „ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. დიაგნოზით – კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია …

ბათუმში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175-მა პაციენტმა. აქედან კოვიდსასტუმრო – 160-მა, კლინიკა კი 15-მა პაციენტმა. ასევე, დღეს სტაციონარიდან დაგეგმილია 5 …

კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის covid19-ით ქვეყანაში სულ 37 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

Exit mobile version