მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 5450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა

05.12.2020
საქართველოში კოვიდის 5450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  18 095 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2 306 პირი და გარდაიცვალა 37 პაციენტი. 

დღეს გამოვლენილი 5 450 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 2 053
  • აჭარა – 453
  • იმერეთი – 931
  • ქვემო ქართლი – 339
  • შიდა ქართლი – 528
  • გურია – 84
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 434
  • კახეთი – 386
  • მცხეთა-მთიანეთი – 104
  • სამცხე-ჯავახეთი – 105
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 27 456 ადამიანი. 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 621  პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში 1 116  კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: