მთავარი,სიახლეები

კოვიდის ვაქცინის შემქმნელი თურქი ემიგრანტი ექიმის ქონება 4 მილიარდით გაიზარდა

07.12.2020
კოვიდის ვაქცინის შემქმნელი თურქი ემიგრანტი ექიმის ქონება 4 მილიარდით გაიზარდა

გერმანული მედიის ცნობით კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი, კომპანია Biontech-ის თანადამფუძნებელი უღურ შაჰინი  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია. კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, შაჰინი მსოფლიოში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რიგებში შევიდა. 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე უღურ შაჰინის ქონება 1 მილიარდიდან 5.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე შაჰინის ქონება, რომელიც კომპანია Biontec-ის 17.3 პროცენტს ფლობს, 5,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გლობალურ რეიტინგში ის 493-ე, გერმანიაში კი სულაც 34-ე პოზიციაზეა.

გერმანული მედიის ვარაუდით, მეცნიერს პირადად დიდად არ უნდა აინტერესებდეს ის ფაქტი, რომ ის ახლა სუპერმდიდრების ელიტარულ კლუბშია. მას სურს კაცობრიობა გაათავისუფლოს კიბოსგან და ამ მიზნით შექმნა კომპანია Biontech. მას შემდეგ კი, რაც ამ წლის იანვარში, შაჰინმა და მისმა მეუღლემ წაიკითხეს ვუჰანში ვირუსის გავრცელების შემაშფოთებელი მონაცემები, გადაწყვიტეს დროებით გადაეტანათ ყურადღება Covid 19-ის დამარცხებაზე.

კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ მინიმუმ 12-12 მილიარდი დოლარით გამდიდრდა კომპანია Biontech-ის კიდევ ორი აქციონერი.

______________

ფოტოზე: უღურ შაჰინი. ფოტო: „დოიჩე ველე“

ამავე თემაზე:

____

თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: