მთავარი,სიახლეები

კოვიდის 2501 ახალი შემთხვევა საქართველოში

07.12.2020 • 1057
კოვიდის 2501 ახალი შემთხვევა საქართველოში

7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა   9 442  ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  2501 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 988 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 540 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 1 060
  • აჭარა – 337
  • იმერეთი – 397
  • ქვემო ქართლი – 175
  • შიდა ქართლი – 108
  • გურია – 32
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 177
  • კახეთი – 80
  • მცხეთა-მთიანეთი – 90
  • სამცხე-ჯავახეთი – 45
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 25 911 ადამიანი.  6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 15 204  პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში  1 135  კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 55 165 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: