მთავარი,სიახლეები

არაკოვიდკლინიკამ კოვიდის მართვაში ჩართულ პერსონალს ხელფასი უნდა გაუზარდოს

05.12.2020 • 1751
არაკოვიდკლინიკამ კოვიდის მართვაში ჩართულ პერსონალს ხელფასი უნდა გაუზარდოს

მთავრობამ სტაციონარული დაწესებულებები [არაკოვიდკლინიკები] ნოემბერში დაავალდებულა თავადვე, ადგილზე უმკურნალონ მათ პაციენტებსა და მედპერსონალს, თუ კორონავირუსი დაუდასტურდებათ. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ასევე ვალდებულია დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს იმ პერსონალს, ვინც კოვიდის მართვაში ჩაერთვება.

მთავრობის 3 დეკემბრის დადგენილებით, „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის [რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი] დამატებითი ანაზღაურება, რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში“.

დადგენილების მიხედვით, კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის დამატებითი ანაზღაურება უნდა იყოს „საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%“.

პანდემიის გამო, ქვეყანაში ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებით გათავისუფლებულია ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის ნებართვის ფლობის ვალდებულებისგან.

ამავე თემაზე:

კლინიკებს ევალებათ, თავად მართონ კოვიდით ინფიცირებული თავიანთი პერსონალი ან პაციენტები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: