მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 4673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პირი გარდაიცვალა

08.12.2020
საქართველოში კოვიდის 4673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პირი გარდაიცვალა

8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  16 646  ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 893 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 576 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 1 729
  • აჭარა – 339
  • იმერეთი – 673
  • ქვემო ქართლი – 419
  • შიდა ქართლი – 354
  • გურია – 126
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 388
  • კახეთი – 384
  • მცხეთა-მთიანეთი – 109
  • სამცხე-ჯავახეთი – 111
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 26 655 ადამიანი.  6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 067 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში  1 123 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 51 709 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: