მთავარი,სიახლეები

სად შეგიძლიათ ბათუმში კოვიდზე უფასო სწრაფი ტესტირება შაბათ-კვირას

05.12.2020 • 6076
სად შეგიძლიათ ბათუმში კოვიდზე უფასო სწრაფი ტესტირება შაბათ-კვირას

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შაბათ-კვირას, 5 და 6 დეკემბერს, ბათუმში არსებული პოლიკლინიკები 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ.

მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი და 20 წუთში მიიღონ პასუხი.

ბათუმში შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

  • ბათუმის N1 პოლიკლინიკა. ტელ: 0422 29 30 47 მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი.  ტელ: 0422 27 73 03 მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი. ტელ: 0422 25 20 08 მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4
  • ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა. ტელ: 0322 55 05 05 მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
  • ბათუმის N4 პოლიკლინიკა. მობ: 577 96 30 50 მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7
  • საზღვაო ჰოსპიტალი. ტელ: 0422 27 25 88 მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის N102 ბ
  • ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი. მობ: 568 88 85 02 მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: