მთავარი,სიახლეები

სად შეგიძლიათ კოვიდზე სწრაფი ტესტის უფასოდ გაკეთება აჭარაში

04.12.2020 • 5477
სად შეგიძლიათ კოვიდზე სწრაფი ტესტის უფასოდ გაკეთება აჭარაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება უფასოდაა შესაძლებელი.

პაციენტებს სწრაფი ტესტის გასაკეთებლად მიმართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, პაციენტებს ასევე თვითდინებით შეუძლიათ მიმართონ სწრაფი ტესტისთვის ამბულატორიებს კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში.

ბათუმი
  • სს საზღვაო ჰოსპიტალი – მის: ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ
  • ევექსის პოლიკლინიკა – მის: ხიმშიაშვილის 20
  • „ენმედიცი“ – მის: ჯავახიშვილის 3 ა
  • ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის 2
  • „ვია ვიტა“ – მის: ტბეთის №5ა
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი – მის: ტბეთის ქუჩა №4
  • საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი – მის: ბარათაშვილის 30
  • ბათუმის №4 პოლიკლინიკა – ტაბიძის 2ა
ქობულეთი
  • „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალი – მის: ქავთარაძის 23
  • ქობულეთის სამედიცინო ცენტრი – მის: თბილისის 31
  • „ევექსის“ ჩაქვის პოლიკლინიკა – მის: დაბა ჩაქვი, თამარ მეფის 40
ქედა, ხულო, შუახევი
  • „ევექსის“ ქედის კლინიკა – მის: ქედა, რუსთაველის 14
  • „ევექსის“ შუახევის პოლიკლინიკა – მის: შუახევი, რუსთაველის 32
  • „ევექსის“ ხულოს პოლიკლინიკა – ხულო, აღმაშენებლის №1

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: