განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

ბრალდებულ ილია ხ.-ს გამოძიება სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას ედავება. მას ნარკოტიკის მოხმარების გამო პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ავტომანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს. რამდენიმე დღის წინ ილია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პოლიციამ მანქანის მართვის დროს დააფიქსირა. პროკურატურამ იგი ხელახლა მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე ვიოლეტა …

პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად. „სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს. „არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“. კითხვები ბრალდებულთან …

სასამართლომ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ორივე მათგანი 23 აპრილს დააკავეს 11-12 მარტის აქციის საქმეზე. ბრალდებულებს მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი. საბრალდებო დასკვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრის აღწერით იწყება. ამის შესახებ ბუხრაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ …

მოსამართლე ოჯახში ძალადობაზე: ზუსტად იგივე განმეორდა

ცოლის ცემა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ვ.კ.-ს ედება ბრალად. გასული წლის 28 ოქტომბერს მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანალოგიურ ვითარებაში ოჯახში ძალადობა დაუდასტურა და პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სასჯელის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ისევ სცემა. საქმეს ამჯერად მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. „ზუსტად იგივე განმეორდა განაჩენის შემდეგ…“- თქვა მოსამართლემ, როცა აღმკვეთი ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის შეცვლის საკითხს განიხილავდა. ამ არგუმენტით მან …

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსლან ჩიქოვანს, ხოლო 8 წლით – კაკო ტუღუშს. ორივეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. კაკო ტუღუშის ადგილსამყოფელი უცნობია, მას დღემდე ეძებენ, ხოლო რუსლან ჩიქოვანი გასული წლის აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები, დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში …

მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ სასამართლოში ვერ მიიყვანა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მერაბ ღოღობერიძის საქმის გადადება მოუწია. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია, რის გამო ვერ მოხერხდა მერაბ ღოღობერიძის წარმოდგენა. დარბაზი უკომენტაროდ დატოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, წესით, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა …

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

ვიდრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაასრულებდა კითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნიდან ფეხზე წამოდგა და თქვა: „თავს დამნაშავედ ვცნობ და სრულად ვეთანხმები წარდგენილ ბრალს“. „გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგესაჯოთ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ. ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად. ის …

რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე

ღამის კლუბ „ვოგში“ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღეს, 21 აპრილს, სასამართლოს ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, ვინც 25 იანვრის საღამოს დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები დაკითხეს და ფოტოსურათებით ამოცნობა მოაწყვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის 6 მოქალაქის თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა …

„ბათუმის აქციის” ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

11-12 მარტის აქციის მონაწილე ორი არასრულწლოვნის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაიწყო. მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით პროკურატურას ამ საქმეზე სულ 19 პირი ჰყავს დაკავებული. დღეს, 21 აპრილს, პირველად არასრულწლოვანი ბრალდებულების პროცესი გაიმართა. არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთი 16 წლისაა და მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული. ის სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს ამ დროისთვის გათავისუფლებული. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებისთვის …

პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, რომელიც იაგო ც.-ს საქმეში გაიშიფრა, სასამართლოს ჩვენება ხელახლა მისცა. იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, იარაღზე ბრალდებულის ნაცვლად, ე.წ. კონფიდენტის – აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდი ამოვიდა. იაგო ც.-ს ისტორიაზე „ბათუმელები“ გასული წლის მაისში წერდა. იაგო ც.-ს მანქანაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი 2015 წლის 20 მარტს აღმოაჩინა. …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 28 წლის ვიტალი გ.-ს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი. საუბარია ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნ ცხედარზე,  გამოძიების ვერსიით, მამაკაცი თებერვალში მოკლეს და იმავე ღამეს მდინარეში ჩააგდეს. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი აფხაზეთიდან დევნილია. გარდაცვლილს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა ნაგირავები  და მარტო ცხოვრობდა. …

ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი

თურქეთის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით ფულის ქურდობისთვის მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოპარული ფული მსჯავრდებულებს ბათუმში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში ჰქონდათ გადამალული. დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესშია ჩართული. მსჯავრდებული ქალი და კაცი კი, მისი მეგობრები იყვნენ. დაზარალებულმა მოსამართლეს მოუყვა, რომ მეგობრები თურქეთიდან ესტუმრნენ რამდენიმე დღით. ფულის …

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა. „მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ …

ბათუმის სასამართლოსგან დასჯილი სააპელაციომ გაამართლა

მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ ძარცვაში მსჯავრდებული პირი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გამამართლებლით შეცვალა. ძარცვის შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა ოთხმა პირმა დედა-შვილი გაძარცვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის …

მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, 23 წლის გურამ ს.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურისგან წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მეგობრები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „კონფლიქტი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა …

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს

პოლიცია 11-12 მარტის აქციის მონაწილეებთან წაგებულ სასამართლო პროცესებს ასაჩივრებს. ამ ეტაპზე 79 ადმინისტრაციული საქმიდან ასეთია 9 შემთხვევა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციისგან სამართალდამრღვევად მიჩნეული პირები გაამართლა. „დღეს შეხვდა ჩემს შვილს ის პოლიციელი, ვინც ოქმი შეუდგინა და უთხრა, იცოდე, გავასაჩივრეთ უკვე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, იქ მოგიწევს გამოცხადებაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელზა ზაქარიაძემ, რომელიც სასამართლოში დღეს, …

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ სასამართლო დავა წააგო

ნათია ცინცაძის სარჩელი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა. ნათია ცინცაძე 2015 წელს გაათავისუფლა ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ნათიამ ბავშვის ცემის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო. „ვაიმე, თქვენ გაიხარეთ,“- ამ სიტყვებით გამოხატა ემოცია სასამართლო დარბაზში ნათია ცინცაძის დედამ, ლიანა თავაძემ. სწორედ მას უკავშირებდა საბავშვო ბაღის გაერთიანება მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღში. ლიანა თავაძე 2013 …

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 31 მარტს, უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ. „მე მითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ჰქონდა განხილული ჩემი შემთხვევა, თუმცა საკუთრების კომისიას არაფერი უკრძალავდა, ხელახლა შეესწავლა ჩემი საქმე. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გაჩნდება პოლიტიკური ნება და ისევ არ გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – …

„ბათუმის აქციის“ კიდევ ერთი მონაწილე გაამართლა სასამართლომ

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 29 მარტს, მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მამუკა ერთ-ერთი იყო იმ 80 პირს შირის, ვინც სამართალდამცველებმა 12 მარტს, დილით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „ჩვენ იმ საღამოს ღამის კლუბში ვიყავით ერთად. დილით სახლისკენ მივდიოდით, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე დაგვაკავეს, სპეცრაზმელებიც იყვნენ… არაფერი აუხსნიათ. რამდენიმე საათის შემდეგ გამოგვიშვეს, მამუკა იქედან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაქარი …

რა ეტაპზეა ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმე, რასაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას. მას პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საუბარია ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე, რამაც გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოისმინა პოლიციელებისა და რამდენიმე მოწმის ჩვენება, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის …

პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალხაზ ბერიძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე პოლიციელებმა გუშინ, 24 მარტს დააკავეს. სამივეს ქვებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის გარდა კონკრეტულად პოლიციელების ავტომანქანების განადგურება ედება ბრალად. “მე იმ დღეს სულ სხვა ტანსაცმელი მეცვა და არა ის, რაც აქ წერია… აშკარად რაღაც აერიათ,” – უთხრა …

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დღეს, 24 მარტს დააკავეს სამართალდამცველებმა. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო 25 მარტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ სამივე მათგანს ბრალად ედება მასობრივი არეულობის მოწყობა, ასევე პოლიციელსა და საჯარო უწყებებზე თავდასხმა. შსს-ს ცნობით, სამივე ბრალდებული სრულწლოვანია და ისინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში დააკავეს. “ბათუმის აქციის საქმეზე” …

მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქეთი პაპავას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ქობულეთში 20 ლარით დაჯარიმებულმა ქეთი პაპავამ პატრულს მაშინვე მოსთხოვა წარმოედგინა …

ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ. ეს პირები 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმეს და შემდეგ დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ბათუმში. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო ჯიმი ვარშანიძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა – 100 ლარი დააკისრა. ჯიმის …

11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა

გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა. პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა …

ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე

ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დააკავა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში. თავდაპირველად, 11 მარტს, საღამოს 5 საათზე, პატრულმა რამაზ ხიმშიაშვილი დააჯარიმა 50 ლარით, რადგან მას პლაზასთან მდებარე ლომბარდთან, აკრძალულ ადგილზე ჰქონდა მანქანა დატოვებული. პატრულ-ინსპექტორმა, გია ხალვაშმა …

სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 11 მარტის ბათუმის აქციის სამ მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა შეუფარდა. მანუჩარ მამულაძემ, ზაზა ბოლქვაძემ და გიორგი წოწორიამ სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს. სამივეს მიმართ პოლიციელებმა ერთი და იგივე თქვეს, რომ დაკავებულები ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამივე მათგანი პოლიციელებმა 12 მარტს, დილით დააკავეს, მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომამდე, ხელწერილით გაათავისუფლეს. “დაკავების დროს …

სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით …

სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. სამივე შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. სამივეს წინააღმდეგ ერთი და იგივე ტექსტი პოლიციელმა თენგიზ ქობულაძემ წაიკითხა: „აქციის დაშლის დროს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს…“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა: გურამ კიწმარიშვილმა, კონსტანტინე კვასკვაძემ და მამუკა მორთულაძემ უარყვეს აქციაზე ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი …

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა  11 მარტის აქციის მონაწილეების – 9 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დღეს არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება. დაკავებულების ახლობლები ახლაც სასამართლოს შენობის წინ დგანან. …

9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 19 მარტს, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო “ბათუმის აქციის საქმეზე” 9 ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. მათ მასობრივ არეულობაში, ასევე პოლიციელებისთვის და საჯარო უწყებებისადმი თავდასხმა ედებათ ბრალად. “გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი იქნება 4 წელი, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ მურმანიძის შემთხვევაში – 7 წელი. მას კონკრეტულ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად,”- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე …

ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა. ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. …

ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ. ბრალდებულებს კახა მახარაძეს, გენადი მალაყმაძეს, მინდია ბერიძეს, გიორგი ბერიძეს და ლაშა დეკანაძეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, …

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …

Exit mobile version