„მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“ – რა აჩვენა 26 მაისის აქციამ ოპოზიციას

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ. რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს. ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“  „თავისუფლების მოედნის“ …

„პროპაგანდას არ აქვს მორალი“ – ივანიშვილი ფოტოზე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად

„პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ისენი მოყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 26 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ბიძინა …

მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის …

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – ევროკავშირი წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო …

თიბისი – 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თიბისი ტრადიციულად გამორჩეული კამპანიით აღნიშნავს და საზოგადოებას მთავარ გზავნილს უზიარებს – დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა 1992 წელს – ბრენდი, რომლის ისტორია ქვეყნის თანამედროვე განვითარების გზას მიჰყვება და დამოუკიდებლობის იდეას საკუთარ საქმიანობაში, ინიციატივებში და …

ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს. მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“. აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და …

ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა. 35 …

„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ყველა მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან… ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რეალურად როგორ უქმნის „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, …

„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – 26 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხვალ საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქციები. 26 მაისთან დაკავშირებული აქტივობები დაგეგმილია ბათუმშიც. 3 საათზე (კარფურთან ხიდზე) გადმოიფინება ბანერი – „დაიცავი დამოუკიდებლობა“. 19:00 საათიდან დაიწყება შეკრება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 20:00 საათისთვის გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ისტორიულ ასპექტებზე. დაგეგმილია ასევე მსვლელობა „ბათუმელების“ რედაქციისკენ, სადაც აქციის მონაწილეები გამოხატავენ …

26 მაისს ფიცის დადების ღონისძიებაში თავდაცვა 2 მილიონს დახარჯავს

26 მაისს ჩასატარებელ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტრო 2 მილიონ 200 ათასამე ლარს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს. თავდაცვის სამინისტროს თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების ჩატარება, ტექნიკის გამოფენა, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა, ავიაციის საჩვენებელი გადაფრენის მოწყობა და ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება ევალება. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება თავდაცვის სამინისტროს „26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების …

სალომე ზურაბიშვილი: 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას

დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი გამოეხმაურა „მეგობარი აქტის“ მიღებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და საქართველოში მიმდინარე უახლეს ამბებს. „წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის სურათი ჩვენი დღევანდელი ქვეყნის და კიდევ უფრო …

რა ღონისძიებებით აღინიშნება 26 მაისი ბათუმში

კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ბათუმის მერია აქვეყნებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც 26 მაისს ბათუმში დაგეგმილი. საზეიმო ღონისძიებები ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 07:00-დან 18:00-მდე – სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა 12:00 – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო კუთხე 12:00 – კულტურის ცენტრის სასულე ორკესტრი 13:00 – ბენდი Catfish 14:00 – …

რას ამბობდა პატრიარქი კირიონი 105 წლის წინ, როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – ინტერვიუ

„გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“ – 105 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პატრიარქ კირიონ მეორის ფრაზა ახსენდება თეოლოგ შოთა კინწურაშვილს, როცა მას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრეთ. რატომ ხდება ეს დღეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან? თეოლოგი პირველ რესპუბლიკას იხსენებს …

კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას სპორტდარბაზში ყოფნის გამო არ ესწრება – „ფორმულა“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას არ ესწრება, იგი სპორტდარბაზში ვარჯიშობს – ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ მოკლე ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს. „ბატონო ირაკლი, მთავრობის ღონისძიებას რატომ არ ესწრებით? არ გსურთ დასწრება?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტის შეკითხვა, რასაც კობახიძე ხელის აქნევით პასუხობს. გუშინ, 25 მაისს, ირაკლი კობახიძემ …

„გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ იტაცებს?“ – პრეზიდენტი

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთის ფაქტორსა და ხელისუფლების საგარეო კურსს. „ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე, გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? …

26 მაისს ბათუმში „ლელო“ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობას გეგმავს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარტია „ლელო“ მსვლელობას გეგმავს. პარტიის განცხადებით, მსვლელობა 15:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყება და მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით გაგრძელდება ევროპის მოედნისკენ. „შევიკრიბოთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში, კოლონადებთან და მოვაწყოთ მსვლელობა ევროპის მოედნისკენ – ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი! საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ …

როგორ აღნიშნავს ბათუმი 26 მაისს – ევროკავშირის დროშა არც აქ გამოფინეს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, თუმცა ბათუმში ეროვნული სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად იგრძნობა. სახელმწიფო დროშები, როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, მხოლოდ რამდენიმე წრიულზეა განთავსებული, ასევე მემედ აბაშიძის, რუსთაველის და ბაქოს ქუჩების განათებებზე იგეგმება დღეს პატარა დროშების დამაგრება,  დიდი დროშების გამოფენა გათვალისწინებული არ არის. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ბათუმში 26 მაისს, ნაშუადღევს, 14:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი მეწარმეების …

რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

26 მაისი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ამ დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რა გზა, რა გამოწვევები გადალახა საქართველომ, როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო რუსული, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან და საბოლოოდ მოეპოვებინა ის თავისუფლება, რომელიც მას არსებობის მანძილზე გააჩნდა. სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტებია დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში …

ივანიშვილი ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ დამოუკიდებლობის იდეას – ინტერვიუ

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ კომენტარზე საზოგადოების მწვავე რეაქცია გაახსენდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, როცა მას ვკითხეთ, სად ხედავს საზოგადოების მზაობას, დაიცვას დამოუკიდებლობის იდეა? ის პრემიერის ფრაზას იხსენებს: „ომი უკრაინაშია“, რაზეც საზოგადოებას მკაფიო პასუხი ჰქონდა, რომ ეს საქართველოს ომიცაა და პრემიერი „თავის საქმეებს“ ვეღარ დაუბრუნდება უკრაინის გვერდის ავლით. ზვიად ქორიძისთვის ხალხის რეაქცია ამ კომენტარზე იყო გზავნილი, რომ საქართველოში …

26 მაისის აღსანიშნავად ბათუმში სამხედრო ტექნიკა გამოფინეს – ფოტო

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. ბათუმში ტრადიციული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

26 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. მსურველებს ბოტანიკური ბაღის მონახულება შეუძლიათ დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე. პირველი მაისიდან ბოტანიკურ ბაღში შესვლის ტარიფი გაიზარდა და 8 ლარის ნაცვლად 10 ლარი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა გარკვეულ დღესასწაულებზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს, ბაღში შესვლა უფასოა. თუმცა უცხოელი ვიზიტორები …

23-26 მაისს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შსს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. 23 მაისს,  24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება  რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. 25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. შსს ინფორმაციით, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის …

როგორ ულოცავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს 26 მაისს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ულოცავს. დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა ბაქოში. თხევადი ფორმების შენობა ცნობილი ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ არის დაპროექტებული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში ცნობილი ქანდაკება დღეს საქართველოს ეროვნულ სამოსში – ჩოხაშია გამოწყობილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში …

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტადიონს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ

პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვროცლავის სტადიონი ქართული დროშის ფერებით განათდება. ვროცლავი პირველი ქალაქი იქნება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, რადგან ღონისძიება დღეს, 25 მაისს, ღამის 10 საათზე დაიწყება, ანუ საქართველოს დროით ღამის 12 საათზე. სტადიონზე შესრულდება საქართველოს ჰიმნიც. „ჩვენ ამას ვაკეთებთ იმის საჩვენებლად, რომ ვროცლავსა და პოლონეთში ყოველთვის ახსოვთ …

7 მიზეზი, რატომაც არ ვართ დამოუკიდებელი – თამთა მიქელაძე

„დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. ჩვენი დამოუკიდებლობა დღეს პირველი რესპუბლიკის იდეალებით და ოცნებებით არის ნასაზრდოები, რომელიც სამართლიანობის, სოლიდარობის, თავისუფლების იდეებზე იდგა და ქართული სოციალ-დემოკრატიის უნიკალურ გამოცდილებას დაეფუძნა,“ – წერს სოციალ;ურ ქსელ ფეისბუქში თამთა მიქელაძე,  „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ინფორმაცია დღეს, 26 მაისს ამ ორგანიზაციამ გაავრცელა იმის შესახებ, თუ რატომ არ ვართ დამოუკიდებლები. …

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად: „მინდა გულთბილად მივულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავათ იმისა, რომ …

ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს  რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. …

მერაბ კოსტავას მემორიალთან შეკრებილები: ხელისუფლებას ამის გახსენება არ სურს

ბათუმში, მერაბ კოსტავას მემორიალთან, „ეროვნული მოძრაობის“ წევრები და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავი აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის, რომ ამ დრომდე მერაბ კოსტავასთვის ბათუმში ძეგლი არ დაუდგამთ. „სირცხვილია, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ქვასთან, რომელიც აქ 1994 წელს გაჩნდა… ქვაზე წერია, რომ აქ უნდა აღიმართოს მერაბ კოსტავას …

რვა ქვეყნიდან ბათუმის ქუჩებში – საზეიმო მსვლელობა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში რვა ქვეყნის სახელოვნებო ჯგუფებმა ჩაიარეს მემედ აბაშიძის ქუჩა, შემდეგ რუსთაველის ქუჩა და „საოცრებათა მოედანზე“ გაჩერდნენ. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა გამართეს პერფორმანსებიც. დღესვე მსვლელობის დროს რუსეთის დროშები გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსეთი ამ ფესტივალის მონაწილე არ არის და დროშები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჰქონდათ. ამ …

ინგა შამილიშვილი მის გათავისუფლებაზე: მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს

„მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ დროშების შესახებ. დანარჩენი კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკესთან მოიკითხოთ,“ – გვითხრა ინგა შამილიშვილმა. იგი აჭარის განათლების მინისტრის პოსტიდან დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაათავისუფლა. ინგა შამილიშვილის გათავისუფლების საფუძველი ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობის დროს რუსული დროშების გამოჩენა გახდა. მსვლელობა იმ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც აჭარის განათლების …

რა არის თავისუფლება? – ვაჟა-ფშაველა

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე სმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს. მაშასადამე უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. …

რუსეთის დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს

ბათუმში ქუჩებში 26 მაისს საზეიმო მსვლელობა 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მემედ აბაშიძის გამზირზე ჩავლის დროს მსვლელობაზე რუსეთის დროშები გამოჩნდა და ტრანსფარანტიც – Russia. “ეს იყო პროვოკაცია… რუსეთი არ მონაწილეობს ჩვენს ფესტივალში,”- გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ სამინისტროს ორგანიზებით უკვე მე-19 წელია ბათუმში ფესტივალი “ოქროს დელფინი” იმართება. ფესტივალის ფარგლებში იმართება საზეიმო …

რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

თბილისში – რუსთაველის ქუჩას, ბათუმში კი მემედ აბაშიძეს, ხვალ, 26 მაისი, ანუ დღესასწაული დაეტყობა – ეროვნულ დროშებს გამოფენენ. ამ ქუჩებს მიღმა ადამიანებისთვის 26 მაისი ერთი მორიგი დღე იქნება. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, სახელმწიფო ჩვენში ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც „მტერი“. შესაბამისად, „დამოუკიდებლობა კი არ მიხარია, არამედ მისგან თავს ვიცავ“. ოკუპაციის მიღმა ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ დღეს …

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის გამზირზე. ბათუმის მერიამ ღონისძიებათა ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა. მერიის ცნობით, ღონისძიებები ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება. მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ქართული ბაზარი, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა ნობელების მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა …

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2019 წლის 26 მაისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვას კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე გეგმავს. შესაბამისი თანხმობისთვის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც კულტურის ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, „სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ …

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ანბანის კოშკთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყო. ნებისმიერ მსურველს საღამოს რვა საათამდე ტექნიკის დათვალიერების საშუალება აქვს. გამოფენა აქვს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ანბანის კოშკთან ასევე შეგიძლიათ 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენის ნახვა.        

Exit mobile version