ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე“-ში დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან გენერალური დირექტორის პასუხს, რომელიც მათ ამ დილით შეხვდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი შეუმცირდათ და სამუშაო პირობები გაუარესდა. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი, შემცირდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინ, 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობა …
Tag Archives: შრომის ინსპექცია
ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება
ქობულეთში, საწარმო „თეთროსანში“ დასაქმებული შუახნის კაცი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა …
Continue reading “ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება”
„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია
შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყებამ დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში: „უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, …
Continue reading “„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია”
„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები
ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა. „აჭარული ხაჭაპურით“ ცნობილი რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია. „რეტროს“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ. თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, რომელმაც მიმტანზე იძალადა, დღეს, 5 ივნისს, დილით დააკავეს. …
შრომის ინსპექცია ექიმებისა და ექთნების ხელფასებს შეისწავლის
შრომის ინსპექციას ახალი მიმართულება დაემატა, 2023 წლიდან ინსპექცია ექთნებისა და ექიმების ანაზღაურების დადგენილ ზღვართან შესაბამისობას და მათი შრომის პირობებს გააკონტროლებს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას დააჯარიმებენ. ექიმების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საათში – 7, ექთნების კი, საათში – 4.4 ლარით განისაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს …
Continue reading “შრომის ინსპექცია ექიმებისა და ექთნების ხელფასებს შეისწავლის”
სამუშაოზე მსუბუქ უბედურ შემთხვევებს შრომის ინსპექცია აღარ მოიკვლევს – ახალი წესი
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან, აღარ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევას და ანგარიშგებას, თუ ის წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას. ამასთან, ინსპექცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მოკვლევას, თუ „გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით“. ანუ, ახალი წესის მიხედვით, მსუბუქი უბედური შემთხვევა არ ექვემდებარება მოკვლევას [აღრიცხვას, ანგარიშგებას] თუ „არ არსებობს ეჭვი იმის …
Continue reading “სამუშაოზე მსუბუქ უბედურ შემთხვევებს შრომის ინსპექცია აღარ მოიკვლევს – ახალი წესი”
გავლენიანი „ორბის“ ბეტონის ქარხანა ზღვისპირას ისევ ამუშავდა – რას ამბობს მთავრობა
ბათუმში, ზღვისპირას, ბულვართან ახლოს, „ბეტონის ქარხანა“ ისევ მუშაობს. კომპანია „ორბის“ ბეტონის ქარხნის მუშაობას განსაკუთრებით ღამის საათებში ხმაურისა და მტვრის გამო მოსახლეობა 5 წელია უშედეგოდ აპროტესტებს. ეს ქარხანა შრომის ინსპექციამ 2022 წლის 10 ივნისს გააჩერა და 50 ათასი ლარით დააჯარიმა. „დარღვევების გამოსწორების შედეგად სუბიექტს მიეცა სამუშაოების განახლების უფლება,“ – გვიპასუხეს შრომის ინსპექციაში, საიდანაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ: …
Continue reading “გავლენიანი „ორბის“ ბეტონის ქარხანა ზღვისპირას ისევ ამუშავდა – რას ამბობს მთავრობა”
„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს
„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა,“ – განაცხადეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში ბათუმის ბეტონის ქარხნის შესახებ, სადაც მუშაობა უკვე შეაჩერეს. შრომის ინსპექციამ კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ზღვის პირას მოწყობილ ბეტონის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დაადასტურა პრობლემის არსებობა. „დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა შრომის უსაფრთხოების კუთხით, დაჯარიმდა 50 ათასი ლარით… სამუშაოები შესაძლოა თუ გამოსწორდება მითითებული პრობლემები, რის გამოც კომპანიას მიეცა …
Continue reading “„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს”
დამსაქმებელმა 15 წლის მოზარდს სცემა და შეურაცხყო – შრომის ინსპექცია
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს იძულებით ამუშავებდა. „არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი, 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.). არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, …
Continue reading “დამსაქმებელმა 15 წლის მოზარდს სცემა და შეურაცხყო – შრომის ინსპექცია”
“სასიამოვნო გარეგნობის მდივანი” – დისკრიმინაცია ვაკანსიების განცხადებებში
შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა. შრომის ინსპექციამ შეამოწმა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. განცხადებები შემოწმდა როგორც მოქალაქის მიმართვის, ისე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით. …
Continue reading ““სასიამოვნო გარეგნობის მდივანი” – დისკრიმინაცია ვაკანსიების განცხადებებში”
მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტები შემოწმებისას – შრომის ინსპექციის გაფრთხილება
შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს საცნობ ნიშნებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მოტყუებით ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით სძალავენ ფულს. შრომის ინსპექციის სამსახურში შესულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი, ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენის თაობაზე, რაც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს …
Continue reading “მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტები შემოწმებისას – შრომის ინსპექციის გაფრთხილება”
შრომის ინსპექციამ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა
შრომის ინსპექციის სამსახური აცხადებს, რომ წუხელ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა. „ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.“ – აცხადებს სამსახური. სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ობიექტი დაილუქა. „შრომის …
Continue reading “შრომის ინსპექციამ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა”
ბათუმში საქორწინო დარბაზები დააჯარიმეს
აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. აკრძალვების მიუხედავად გუშინ, 10 აგვისტოს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე სარიტუალო დარბაზში, სადაც „ბათუმელები“ მივიდა, ქორწილი იყო. „შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი …
საქორწინო დარბაზებს დღეიდან შრომის ინსპექცია გააკონტროლებს
ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების შესაბამისად შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას გააძლიერებს. სამსახურის ინფორმაციით, შრომის ინსპექტორები ობიექტებს დღეიდან შეამოწმებენ. ინსპექტორთა ჯგუფები სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით იმუშავებენ. ინსპექციის განმარტებით „სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება“. დღეიდან განსაკუთრებით გაკონტროლდება სარიტუალო დარბაზები და სხვა, მსგავსი ტიპის თავშეყრის ობიექტები. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2 …
Continue reading “საქორწინო დარბაზებს დღეიდან შრომის ინსპექცია გააკონტროლებს”
ბიზნესი დასაქმებულებს ზიანს ვეღარ აანაზღაურებინებს ბრალის დადასტურების გარეშე
შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა. მსგავსი პრაქტიკა საქართველოში გავრცელებულია. მაგალითად, სუპერმარკეტებში კონსულტანტებს შეიძლება მოსთხოვონ ზარალის ანაზღაურება მაშინაც კი, თუ არ არის დადასტურებული, რომ ზარალი კონკრეტული კონსულტანტის ან კონსულტანტების მიზეზით არის გამოწვეული. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს. შრომის ინსპექციის ცნობით, ინსპექტირების …
Continue reading “ბიზნესი დასაქმებულებს ზიანს ვეღარ აანაზღაურებინებს ბრალის დადასტურების გარეშე”
დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია
შეისწავლეთ თუ არა საჯარო მოხელეების მიერ გამართული წვეულებები, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების დროს გაიმართა? გამოვლინდა თუ არა დარღვევები და დააჯარიმეთ თუ არა რომელიმე დამრღვევი? – ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა. შრომის ინსპექციის სამსახურს „ბათუმელებმა“ 11 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით. თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ უწყებამ არც ერთ კითხვას არ გასცა კონკრეტული პასუხი. შესაბამისად, …
Continue reading “დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია”
ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ
სამშენებლო ბადის გარეშე მიმდინარე ეს მშენებლობა ბათუმის პროფკავშირის წარმომადგენელმა 30 იანვარს გადაიღო. სტატიის მთავარ ფოტოზე აეროპორტის გზატკეცილის 73-ია ასახული, სადაც მშენებარე ობიექტის მე-11 სართულიდან 34 წლის მამია ბერიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. კომპანია „სუპერ გრუპში“ ამ დრომდე არაფერი უთქვამთ მუშის დაღუპვის გამო. 30 იანვარს მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელახლა დაიწყო საქმისწარმოება, რადგან მანამდე „სუპერ გრუპს“ ხარვეზის გამოსასწორებლად მიუთითეს. მერია …
Continue reading “ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ”
ვის და რას შეამოწმებს შრომის ინსპექცია – კანონი ამოქმედდა, რა შეუძლია ახალ სამსახურს
2020 წლის 5 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური. ახალი სამსახური რჩება სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დანიშნოს. ამავე პერიოდში უნდა დასრულდეს დეპარტამენტის ფუნქციების და უფლებამოსილებების …
ბათუმში გავაფრთხილეთ 600 და დავაჯარიმეთ 15 ბიზნესობიექტი – შრომის ინსპექცია
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში კვების ობიექტების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების, ქსელური მარკეტების შემოწმებისას ინსპექციამ ხარვეზები გამოავლინა, რის შედეგადაც გაფრთხილება მიეცა ექვსასი ობიექტის მეპატრონეს, ხოლო დაჯარიმდა 15. ასევე გააფრთხილეს 300 მძღოლი. „ქსელური მარკეტების მიმართ მოგვიხდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, დაფიქსირდა ასევე სოციალური ღონისძიებები, რის გამოც შვიდ შემთხვევაში იურიდიულ …
Continue reading “ბათუმში გავაფრთხილეთ 600 და დავაჯარიმეთ 15 ბიზნესობიექტი – შრომის ინსპექცია”
ბათუმში ვილმარტი, კარფური და სხვები 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს
ბათუმში შრომის ინსპექციამ 13 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები 10 სექტემბერს შეამოწმეს. რვა შემოწმებული სასტუმროდან პირობები ვერ დააკმაყოფილა ორმა სასტუმრომ. ესენია: სტამბული გალოგრე შემოწმდა 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, …
Continue reading “ბათუმში ვილმარტი, კარფური და სხვები 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს”
როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი
როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ჩვეულებრივი ქეიფია თუ ქორწილი? – ვკითხეთ შრომის ინსპექციის უფროსს ბექა ფერაძეს დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. ბექა ფერაძე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების გაძლიერებაზე საუბრობს – შრომის ინსპექცია დღეიდან ბათუმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად კერძო და სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგის გააქტიურებას გეგმავს. „შინაარსობრივი მხარე იქნება მნიშვნელოვანი, კოორდინირებულად უნდა …
Continue reading “როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი”
ბათუმში 4 კლუბს შეუჩერეს საქმიანობა და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერა და დააჯარიმა. შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ღამის კლუბები 2-3 სექტემბერს შეამოწმა. ინსპექციის ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი კლუბი: „კონტე“, „UP2U“, „სოჰო“ და „სექტორი 26“ არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. „მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს …
Continue reading “ბათუმში 4 კლუბს შეუჩერეს საქმიანობა და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს”
ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ
ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის. აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები: [checklist] …
Continue reading ” ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ”
რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა
რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, …
Continue reading “რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა”
შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]
მშენებლობებზე დაღუპულთა თუ დაშავებულთა სტატისტიკა ისევ მძიმეა. ასეა იმის მიუხედავად, რომ კანონი შეიცვალა, შეიქმნა შრომის ინსპექცია, მშენებარე ობიექტებზე კი, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გამოჩნდნენ… მხოლოდ 2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო. ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ …
Continue reading “შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]”
მშენებარე კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, სამუშაოები შრომის ინსპექციამ შეაჩერა
შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა იმ მშენებარე კორპუსში, საიდანაც 29 ივლისს სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტით 6 ადამიანი გადაადგილდებოდა და აქედან 3 დაშავდა. შრომის ინსპექცია მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა მშენებლობის პროცესი სამშენებლო უსაფრთხოების სტანდანტებთან კრიტიკულად შეუსაბამოა. ეს შემთხვევა აღმაშენებლის 2ა-ში მოხდა, სადაც კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლის …
„ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან“ – შრომის ინსპექცია მშენებლობაზე, სადაც ლიფტი ჩავარდა
„ეს ობიექტი შემოწმებული არ იყო… შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღესვე შევა ობიექტზე უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ თუკი შრომის უსაფრთხოების ნორმები კანონმდებლობასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, შესაძლებელია, ინსპექციამ მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს. საუბარია დღეს, 29 ივლისს, დილით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – აღმაშენებლის 2-ში დაახლოებით …
ოჯახები შიმშილისგან გამოსავალს ბავშვების შრომაში პოულობენ – მიმართვა ხელისუფლებას
„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა – არაადეკვატური“, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). ისინი 16 ივლისს თბილისში, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის მშენებლობაზე დაღუპვას ეხმაურებიან. გიორგი ბეშკენაძე დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის …
Continue reading “ოჯახები შიმშილისგან გამოსავალს ბავშვების შრომაში პოულობენ – მიმართვა ხელისუფლებას”
#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე
ჯგუფი #არამონობას მას შემდეგ შეიქმნა ფეისბუქზე, რაც ორი თვის წინ მარიამ გვალიას ცნობილი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოში მარკეტების პოპულარული ქსელის ერთ-ერთ ფილიალში გაუსაძლის შრომით პირობებსა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობდა. მარიამის ვიდეოს ორიათასამდე კომენტარი, ოციათასი რეაქცია და თორმეტიათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. მარიამი თავად იყო ამ მარკეტის თანამშრომელი. ფეისბუქჯგუფში #არამონობას ყოველდღიურად წერენ საკუთარ შრომით გამოცდილებაზე, …
Continue reading “#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე”
ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორებს ეძებს
„პრობლემა არის კადრები, პროფესიონალი კადრები არ გვყავს,“ – აღნიშნა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ელგუჯა მელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნესმენებს შეხვდნენ. კომპანიებს, სადაც უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკი არსებობს, უსაფრთხოების მენეჯერი უნდა ჰყავდეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფოც ეძებს. „დეფიციტურია, კი. 30 ინსპექტორი უკვე გვყავს და მალე …
Continue reading “ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორებს ეძებს”
დეპუტატი და პროფკავშირის ხელმძღვანელი მძიმე შრომაზე: სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ
„უნდა მიმართოს სასამართლოს, სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ“, – ასე პასუხობს უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფკავშირების რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დასაქმებულს, რომელიც სამუშაო ადგილზე „მძიმე სამუშაო პირობების გამო“ დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულმა შრომის პირობების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. უწყებიდან მოქალაქემ პასუხი მიიღო, რომ „ინსპექტირება მხოლოდ კომპანიის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი“. რამდენიმე …
დასაქმებულის პროტესტი მძიმე შრომით პირობებზე და სახელმწიფოს უარი რეაგირებაზე
„ინსპექტირების განხორციელება ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია დამსაქმებლის თანხმობაზე,“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებულს, რომელმაც სამინისტროს წერილობით მიმართა და სამუშაო ადგილზე მძიმე შრომითი პირობები გააპროტესტა. მოქალაქის პრობლემის შესახებ და სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხი სოციალურ ქსელში „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეგი ბაკურიძე გვიყვება, რომ შრომის პირობები კონკრეტულ კომპანიაში …
Continue reading “დასაქმებულის პროტესტი მძიმე შრომით პირობებზე და სახელმწიფოს უარი რეაგირებაზე”
მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ბათუმში 20-მდე ადამიანი მივიდა
ამ წუთებში ბათუმში, მთავრობის სახლთან მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები შრომის პოლიტიკის გამკაცრებას და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 2011- 2017 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1209 ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა. დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევების მიღმა მედიისთვის შეუმჩნეველი რჩება სამუშაო ადგილებზე არსებული მავნე პირობების გამო განვითარებული პროფესიული დავადების შემთხვევები. აქცია სახელწოდებით 1209 ბათუმის პარალელურად თბილისშიც გაიმართა. …
Continue reading “მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ბათუმში 20-მდე ადამიანი მივიდა”