მთავარი,სიახლეები

მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტები შემოწმებისას – შრომის ინსპექციის გაფრთხილება

28.10.2021
მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტები შემოწმებისას – შრომის ინსპექციის გაფრთხილება

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს საცნობ ნიშნებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მოტყუებით ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით სძალავენ ფულს.

შრომის ინსპექციის სამსახურში შესულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი, ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა  ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენის თაობაზე, რაც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას.

შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს’’ კონტროლისადმი დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს აღსრულებას.

ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე.

შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს მოსთხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: