„აქ არავინ გვიცნობს. გთხოვთ, დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით, გთხოვთ“, – ამ შინაარსის შეტყობინებებს ამიდი დღეში რამდენჯერმე აგზავნის „ბათუმელების“ რედაქციაში. ის 43 წლის კაცია, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს, არც დოკუმენტები და არც სამუშაო. ის ავადმყოფი დედის და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის. ამიდი ფოტოებს გვიგზავნის, რითაც გვიზიარებს დედის დიაგნოზს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო არც მას შეუძლია მუშაობა. …
Tag Archives: ქველმოქმედება
„თვეში 1500 ლარის წამალი სჭირდება, რომ ისუნთქოს“ – მარიამის დედა დახმარებას ითხოვს
„მარიამი რომ გადარჩეს და სუნთქვა შეძლოს, თვეში მინიმუმ 1500 ლარის მედიკამენტი გვჭირდება. მთავრობა არაფერში არ გვეხმარება, იქნებ თქვენ, ადამიანები დაგვეხმაროთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ჭეიშვილი. იგი 1 წლის და 3 თვის მარიამის დედაა. თამუნა გვიყვება, რომ მარიამი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა, უკვე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პერიოდულად ჟანგბადის აპარატის გამოყენება სჭირდება, ბავშვმა სუნთქვა რომ შეძლოს. …
„არაფერი გვაქვს, ყოველი დღე ტანჯვაა“ – დედა-შვილი დახმარებას ითხოვს
„არაფერი გვაქვს, რომ რაიმე ვიყიდოთ, ჩაი და „დოშირაკის“ სუპი რომ გვქონდეს. დედა სუსტადაა, არავინ გვეხმარება,“ – გვითხრა ახალი წლის წინა დღეს, 30 დეკემბერს, 43 წლის ამიდ მამედოვმა, რომელმაც გვთხოვა, „ბათუმელების“ მკითხველებისთვის მისი ამბის შესახებ გვეამბო. ამიდი უზბეკეთის მოქალაქეა, მას საქართველოში ბინადრობის მოწმობა აქვს და როგორც გვიყვება, დედასთან, 63 წლის სივილ მამედოვასთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა 8 …
Continue reading “„არაფერი გვაქვს, ყოველი დღე ტანჯვაა“ – დედა-შვილი დახმარებას ითხოვს”
ორი მცირეწლოვანი შვილის მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება
31 წლის ვეფხია მამულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ვეფხიას 24 ნოემბერს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა რეაბილიტაციაა საჭირო. ვეფხიას მეუღლემ, მედეა გოგსაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვეფხია, რომელსაც პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს, ბავშვობიდან ერთი თირკმლით ცხოვრობდა, ბოლო წელია დიალიზზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და საბოლოოდ, ოპერაცია გახდა საჭირო. ახლა ოჯახი ცდილობს საჭირო …
Continue reading “ორი მცირეწლოვანი შვილის მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება”
„შვილის წამლებისა და კვლევებისთვის დახმარება მჭირდება“ – 9 წლის გიორგის დედა
ჩოხატაურში მცხოვრები, სამი შვილის დედა, ეთო ბარამიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს შვილისთვის წამლების შესაძენად. მან გვითხრა, რომ მისმა შვილმა, 9 წლის გიორგი ბერიშვილმა კეთილთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ამჟამად ნევროლოგიური პრობლემების სამკურნალოდ მედიკამენტები და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვა ესაჭიროება. ეთო ბარამიძემ გიორგის სამედიცინო დოკუმენტაციაც წარმოგვიდგინა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „ბომონდშია“ გაცემული. გიორგის ფორმა 100-ში ვკითხულობთ, რომ ბავშვს აღენიშნება …
Continue reading “„შვილის წამლებისა და კვლევებისთვის დახმარება მჭირდება“ – 9 წლის გიორგის დედა”
1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს
1 წლის და 2 თვის მარიამ წიკლაურს გულის მანკი აქვს და ოპერაცია სჭირდება. მარიამის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და როგორც დედა, თამარ ჭეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ოპერაცია თურქეთში, კლინიკა „მემორიალშია“ დაგეგმილი პირველ დეკემბერს. „როცა დაიბადა, სუნთქვა უჭირდა, საავადმყოფოებში ვიყავით დღე და ღამე. წავიყვანეთ თურქეთშიც. პირველ ვიზიტზე თურქეთში რომ ვიყავით, გვითხრეს, რომ ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც პერიოდი …
Continue reading “1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს”
5 წლის დაჩის დედა დახმარებას ითხოვს – „მხედველობის 20% აქვს დარჩენილი“
5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს შველა სჭირდება. დაჩის დედის, ნათია თანდაშვილის თქმით, ბავშვს თვალის ფსკერის მოტეხილობა აქვს და თუ დროულად არ უმკურნალებენ, შეიძლება ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს. 5 წლის დაჩის სამედიცინო დახმარებისთვის თანხა სჭირდება. მისი დიაგნოზია: მარჯვენა თვალბუდის ფსკერის შეძენილი დეფორმაცია. დაჩი ფეიქრიშვილი რამდენიმე თვის წინ სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო, მათ შორის, …
Continue reading “5 წლის დაჩის დედა დახმარებას ითხოვს – „მხედველობის 20% აქვს დარჩენილი“”
რეჟისორი ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია – მას დახმარება სჭირდება
ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ [ოთო] ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც რეჟისორის მეგობრები „ბათუმელებს“ უყვებიან, ოთო ქათამაძეს რამდენიმე დღის წინ ანევრიზმა გაუსკდა, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ოთო ქათამაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის გადასარჩენად მეგობრები თანხას აგროვებენ. მათ ფეისბუქზე შექმნეს სპეციალური გვერდი, სადაც ოთო ქათამაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლდება. „ჩვენი უსაყვარლესი …
Continue reading “რეჟისორი ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია – მას დახმარება სჭირდება”
6 წლის გაბრიელს დახმარება სჭირდება – „აუცილებელია მედიკამენტი, რისთვისაც თანხა არ გვყოფნის“
6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის ბებია, ეკატერინა ბოსტანჯიევა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელს საბერძნეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად მას ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სასწრაფო და აუცილებელია დაავადების დასამარცხებლად. „ბავშვს კისრის არეში აქვს ხრტილოვანი სიმსივნური წანაზარდები და ამაზე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ახლა სჭირდება აუცილებელი მედიკამენტები (ნემსები), რომელსაც აშშ-იდან ვიწერთ და ძვირი გვიჯდება. 6 …
22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“
22 წლის ანრი მახარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს – ანრის სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას ელოდება. „ის ჩემი ერთადერთი შვილია და ახლა მისი ცხოვრება დიდ საფრთხეშია. ანრი ამჟამად სტამბოლში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანრის სჭირდება არა მხოლოდ თირკმლის, არამედ შარდის ბუშტის გადანერგვაც, რაც პროცედურას …
Continue reading “22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“”
34 წლის გიორგი კაკაბაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
34 წლის გიორგი კაკაბაძე თურქეთის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა საქართველოში, თუმცა მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რის გამოც გიორგი კაკაბაძე თურქეთში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ გიორგის დეიდას, მარი თურმანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გიორგის თავში დიდი ოდენობით სისხლი ჩაექცა და ამიტომ გახდა ოპერაცია აუცილებელი. „ჩემს დისშვილს 18 თებერვალს სისხლი …
Continue reading “34 წლის გიორგი კაკაბაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება”
„არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ჭამა მაინც ხომ მჭირდება და წამლები“ – 65 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
65 წლის ბათუმელი ნანული ჯაშის ცხოვრება დაახლოებით 14 წლის წინ შეიცვალა, როცა შვილი დაეღუპა. „უკვე 9 წელი სრულდება, რაც ტვინში სისხლი ჩამექცა, ინსულტი მივიღე. წამალს ვსვამ მარცხენა ხელ-ფეხის შესანარჩუნებლად. ეს დამემართა შვილის დაღუპვის გამო, 21 წლის ბიჭი მომიკლა მანქანამ. ოთხი წელიწადი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. შემდეგ ნელ-ნელა, როგორღაც წამოვდექი. ეტლით დავდიოდი გარეთ, თავი რომ მერჩინა. მოწყალებით …
„ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში
ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება, „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო. „ბათუმელების“ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნათიას დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა. ნათია იალაღიდან დაახლოებით 20 დღის …
„თამუნა ვერ დადის, ვერ საუბრობს… ხანდახან სასაფლაოს ვალაგებ“ – 15 წლის მოზარდის დედა
„თამუნა უკვე 15 წლისაა. ვერ დადის და ვერ საუბრობს. არაფერზე არ აქვს რეაქცია. ჩემი ხელით ვაჭმევ, ვუცვლი. ქმარს გაშორებული ვარ. მეუღლემ მიგვატოვა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე. მთელი ეს წლები ვცხოვრობთ ქირაში და ყველაფერს ვუმკლავდები მარტო”, – გვეუბნება ქრისტინე გაბუნია, 33 წლის მარტოხელა დედა ქუთაისიდან. იგი გვეუბნება, რომ მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბავშვის პენსიაა, 315 ლარი, თუმცა …
დათის სიცოცხლის გადასარჩენად – აშშ-ში ქართველი ემიგრანტები თანხას აგროვებენ
ავტორი: ნათია კაპანაძე ________________ დათი ქოქრაშვილი 2022 წლის 31 მარტს თბილისში, პეკინის ქუჩაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად დააზიანა 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობა და შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ბევრმა წამყვანმა კლინიკამ და ქირურგმა უარი თქვა მის მკურნალობაზე. საბოლოოდ, ავარიის შემდეგ დათიმ 26 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. საქართველოში, ისრაელსა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, …
Continue reading “დათის სიცოცხლის გადასარჩენად – აშშ-ში ქართველი ემიგრანტები თანხას აგროვებენ”
აჩის არ ესმის – მას ოპერაციისთვის 40 000 დოლარი სჭირდება
ფოტოზე, რომელსაც ხედავთ, წლის და 1 თვის აჩი დუმბაძეა, რომელიც ხულოში, სოფელ ხიხაძირში ცხოვრობს. აჩის ძალიან უყვარს სიცილი, საზამთრო და ბურთებით თამაში, მაგრამ აჩის არაფერი ესმის, მას დაბადებიდან ორივე ყურში სმენის სრული დაქვეითება აქვს. თუ აჩის სმენა არ ექნება, ის საუბარსაც ვერ დაიწყებს. მას ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის და იმპლანტის შედეგად …
Continue reading “აჩის არ ესმის – მას ოპერაციისთვის 40 000 დოლარი სჭირდება”
15 წლის იოსების ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს
15 წლის იოსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვს. იოსებს, რომელსაც დაბადებისას დაუზიანდა ნერვული სისტემა და გადაადგილებას და კიდურების გამოყენებას ვერ ახერხებს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მდებარე კლინიკაში დაჰპირდნენ ოპერაციას, რომლის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგრამ იოსების ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. 15 წლის იოსებ ერაძე ოჯახთან ერთად გორში, სოფელ ვარიანის მეურნეობაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად …
Continue reading “15 წლის იოსების ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს”
8 წლის გიორგი გულის გადასანერგად ინდოეთში გადაიყვანეს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
8 წლის ბათუმელ გიორგი დოლიძეს გულის გადანერგვა სჭირდება. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა, ოპერაციისთვის კი 225 000 დოლარია საჭირო. გიორგი საქართველოში ჯო ენის ჰოსპიტალში მკურნალობდა დიაგნოზით: კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ოჯახმა გიორგი 19 ივლისს სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანა ინდოეთში, სადაც საჭირო თანხის შეგროვებისთანავე ჩაუტარდება გულის ტრანსპლანტაცია. „ბათუმელები“ ესაუბრა 8 წლის გიორგი დას, …
22 წლის ნიკა ავარიის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა – მას ოპერაციისთვის 15 000 დოლარი სჭირდება
21 წლის მარიამ გოგიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მარიამის თხოვნა მის მეუღლეს ეხება, 22 წლის ნიკა ბერძენიშვილს, რომელიც ავარიის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა. ახლა მარიამი ცდილობს 15 000 დოლარი შეაგროვოს ნიკას ოპერაციისთვის, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს. „ნიკას ხერხემლის ტრავმა აქვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 2022 წლის 16 აგვისტოს მოჰყვა ავარიაში და დაუზიანდა ხერხემლის მალა. თავდაპირველი დიაგნოზი არის გულმკერდის …
3 000 ლარი მჭირდება შვილი სტამბულში რომ წავიყვანო სამკურნალოდ – 13 წლის ბიჭის დედა
13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან …
8 წლის გიორგის აპარატის გარეშე სუნთქვა უჭირს – დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს
8 წლის გიორგი ბერიშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ეთერ ბარამიძე რამდენიმე წელია გიორგის გამოსაჯანმრთელებლად იბრძვის. დედის თქმით, გიორგი სამ-წლინახევრის იყო, როცა სიმსივნე დაუდასტურდა. მკურნალობის პერიოდში კი რამდენჯერმე გადაიტანა კოვიდი, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. „სამ-წლინახევრის იყო, ჩივილები ჰქონდა, გადავუღეთ და დაუდასტურდა კეთილთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის ბოლო ეტაპზე იყო, როცა კოვიდი შეხვდა რამდენჯერმე. გიორგის, რაც კოვიდი შეხვდა, …
2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა
2 წლის სანდროს ძალიან მალე ორი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება – დედის თქმით, ერთი ოპერაცია თავზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორე შარდის ბუშტზე. სანდრო დედასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქალი ორ შვილთან ერთად თავს ირჩენს ფეისბუქშემწირველების დახმარებით. ზოგჯერ, როცა სანდრო კარგად არის, დედა დალაგებაზე გასვლასაც ახერხებს. ქალის თქმით, სოციალური დახმარება იმ მოტივით არ დაუნიშნეს, რომ არ …
Continue reading “2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა”
ოცნების ქალაქში მცხოვრები 13 წლის გიორგის ოპერაციისთვის დედა დახმარებას ითხოვს
ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოზარდის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თითქმის ერთი თვეა 13 წლის გიორგის დედა, მარინა ბერიძე ცდილობს შვილს საქართველოს კლინიკებში უმკურნალოს. თუმცა, მისივე თქმით, მოზარდის მდგომარეობა უკეთესისკენ არ იცვლება, ახლა მოზარდს რთული ოპერაცია სჭირდება. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 13 წლის გიორგის დიაგნოზი ახლა პნევმონია და პიოთორაქსია – ჩირქის დაგროვება პლევრულ ღრუში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, …
Continue reading “ოცნების ქალაქში მცხოვრები 13 წლის გიორგის ოპერაციისთვის დედა დახმარებას ითხოვს”
„თუ ხურჯინში ჩაეტევა, ბურთიც წამომიღე“ – ბათუმში ასამდე ღარიბი ბავშვი ელოდება საჩუქარს
ბათუმში 94 მზრუნველობამოკლებული ბავშვი საახალწლო საჩუქრებს ელოდება. ბავშვები დღის ცენტრის, „იალქნის“ ბენეფიციარები არიან. ცენტრმა მოგვაწოდა ბავშვების წერილები, სადაც ისინი თავიანთი ოცნებების ასრულებას ელოდებიან. ბავშვების ნაწილისთვის საჩუქრები შეგროვდა, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, საჩუქრის გარეშე დარჩნენ. ფონდი „იალქანი“ საზოგადოებას სთხოვს, გულთან მიიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საახალწლო ოცნებები და მათ საჩუქრების შეძენაში დავეხმაროთ. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ბავშვების საახალწლო სურვილები. …
პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვს დახმარება სჭირდება – მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს
პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ დაკბენილი ორწლინახევრის ლაზარე ნაკაშიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭირობა.. შემთხვევა გუშინ, 16 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მოხდა. „ბათუმელებს“ ლაზარეს ნათლია, ირინა ხოროშევა ესაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ლაზარე თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, თუმცა ხვალ კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ოპერაციისთვის. „კარაპს მედლაინში“ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, მაგრამ რადგან კლინიკა კერძოა, …
Continue reading “პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვს დახმარება სჭირდება – მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს”
„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს
„ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და თმით მითრია. მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ იძალადა ჩემზე“, – ამბობს 31 წლის ქალი „ბათუმელებთან“, რომლის რეალურ სახელს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ. ხატია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ქმრის გარდა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა დედამთილისა და მულისგანაც. „აღარ მინდა სოციალურ ქსელებში შემომივარდნენ …
Continue reading “„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს”
„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის
37 წლის თეონა ასლანიძე შვილის გადასარჩენად იბრძვის. თეონა გვიყვება, რომ მისი 6 წლის შვილი, ომარიკო, 2019 წლიდან ებრძვის იმუნოდეფიციტს: „მეორე დიაგნოზს ვერ ვიგებთ. არ ვიცით, რატომ უზიანდება ნერვული სისტემა. ვითარდება თავის ტვინის ატროფია. შარშანდელთან შედარებით უფრო გაუარესებულია მდგომარეობა. ლანდად ხედავს, სმენითაც ასე. ჯერჯერობით ვერ მივდივართ შედეგამდე. ვიბრძვით. ასეთი პაციენტის მოვლა ძალიან რთულია და მიჭირს. მერიდება …
Continue reading “„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის”
„გშია? აიღე საჭმელი“ – მერვეკლასელი გოგოს აქცია ბათუმიდან
„გშია? აიღე საჭმელი“ – ბათუმში, თამარის დასახლების ერთ-ერთ ქუჩაზე ეს განცხადება, საკვებით სავსე პარკთან ერთად, ხეზე გამოკიდეს. მერვეკლასელი ანა ჩანტლაძე ამბობს, რომ არ იცის, პირველად ვინ გამოაკრა ეს განცხადება მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ, ლესელიძის ქუჩაზე, თუმცა იდეა ძალიან მოეწონა და თავადაც ტოვებს საკვებს ხესთან. ამ სიახლის ამსახველი ფოტო „ბათუმელებს“ ანა ჩანტლაძემ გამოუგზავნა. „მორიგეობით ყველა ვტოვებთ …
Continue reading “„გშია? აიღე საჭმელი“ – მერვეკლასელი გოგოს აქცია ბათუმიდან”
50 სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდება – აქცია
სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ბათუმში მოქმედი დღის ცენტრი სასკოლო ნივთების შესაძენად თანხას აგროვებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, თეონა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის აქციის ფარგლებში მხოლოდ 700 ლარის შეგროვება შეძლეს, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი ყველა ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დახმარება სულ 50 ბავშვს სჭირდება. „ჩვენ გვყავს დღის ცენტრში მიუსაფარი ბავშვები. აქედან უმეტესობა არის …
Continue reading “50 სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდება – აქცია”
ბათუმში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად
18 აგვისტოს ბათუმში, საზაფხულო თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად. ბათუმელი რეჟისორი, საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში არ ფინანსდება ჯანდაცვის არსებული პროგრამებით. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ხალვაში, ASEA SOOL, …
Continue reading “ბათუმში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად”
„ბათუმელების“ მკითხველმა 15 485 ლარი შეუგროვა იმედას – ის საფრანგეთში მიდის სამკურნალოდ
იმედა ენდელაძის დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, რადგან ვერ გადარჩება. თუმცა ამავე კლინიკაში უთხრეს, რომ 90% აქვს გამოჯანმრთელების შანსი 2-წლიანი ინტენსიური მკურნალობით, რაც საფრანგეთში შესაძლებელია, თუ ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდება. ლტოლვილის …
ბათუმელი რეჟისორის ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ – „საზოგადოების დახმარება გვჭირდება“
ბათუმელი რეჟისორი, გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. გიორგის კარგად იცნობენ ბათუმში, როგორც რეჟისორსა და საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის [BIAFF] დამაარსებელსა და დირექტორს. უკვე ორი წელია გიორგი მკურნალობის კურსს გადის. მისი დიაგნოზია ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლსა და ფილტვზე. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც …
34 წლის ბექას ექიმებმა ლიმფომა დაუდგინეს – მას გადარჩენისთვის დახმარება სჭირდება
34 წლის ბექა ლეჟავას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, ის ახლა მძიმე დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკა„Florence“-ის ინტენსიურ განყოფილებაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ბექა ლეჟავას აგრესიული ფორმის ლიმფომა დაუდგინეს, B-უჯრედოვანი. მის მკურნალობის კურსს, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, 42 ათასი აშშ დოლარი სჭირდება. „რამდენიმე დღეა, რაც ინტენსიურ განყოფილებაშია, ის ძალიან მძიმედაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბექა ლეჟავას რძალი, თიკო …
Continue reading “34 წლის ბექას ექიმებმა ლიმფომა დაუდგინეს – მას გადარჩენისთვის დახმარება სჭირდება”
23 წლის მარიკას ავარიამ კიდურები დაუზიანა – მას თურქეთში ოპერაციისთვის 11 ათასი სჭირდება
23 წლის მარიკა ხოზრევანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ცხრა თვის წინ, ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც დაუზიანდა კიდურები, ფილტვი და მენჯის ძვლები. მარიკას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთის კლინიკაში აქვს დაგეგმილი, თუმცა ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნია. „11 ათასი დოლარია ამ ეტაპზე საჭირო. ოჯახში მხოლოდ მამაჩემი და მე ვმუშაობდით, მაგრამ, ახლა მე ვეღარ ვმუშაობ, ეტლში …
7 წლის ანდრია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის – მას დახმარება სჭირდება
7 წლის ანდრია გოგიტიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად თურქეთში, კლინიკა „მედიქალ პარკში“ მკურნალობს. „მეოთხე სტადია აქვს, მაგრამ როგორც ექიმებმა გვითხრეს, მკურნალობას ექვემდებარება. ბუნებრივია, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 16 ათასი დოლარი დაგვიჯდა გამოკვლევები და ბიოფსია, ახლა კი სხივურ და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 55 ათასი დოლარია საჭირო“ – …
Continue reading “7 წლის ანდრია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის – მას დახმარება სჭირდება”
თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები
თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარება რამდენიმე ადგილას გროვდება. ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ბათუმში ორგანიზებას უწევს „ლელოს“ ბათუმის ოფისი. დახმარება გროვდება ასევე „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში და ბათუმის ახალ მეჩეთში. გუშინ, 7 თებერვალს, თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებს სჭირდებათ. სასურველია, თუ შეწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი და ღია …
Continue reading “თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები”