მთავარი,სიახლეები

5 წლის დაჩის დედა დახმარებას ითხოვს – „მხედველობის 20% აქვს დარჩენილი“

23.09.2025
5 წლის დაჩის დედა დახმარებას ითხოვს – „მხედველობის 20% აქვს დარჩენილი“

5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს შველა სჭირდება. დაჩის დედის, ნათია თანდაშვილის თქმით, ბავშვს თვალის ფსკერის მოტეხილობა აქვს და თუ დროულად არ უმკურნალებენ, შეიძლება ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს.

5 წლის დაჩის სამედიცინო დახმარებისთვის თანხა სჭირდება. მისი დიაგნოზია: მარჯვენა თვალბუდის ფსკერის შეძენილი დეფორმაცია.

დაჩი ფეიქრიშვილი რამდენიმე თვის წინ სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო, მათ შორის, ყველაზე რთული თვალის დაზიანებაა:

„პირველი ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოში, ექიმმა თავად გვირჩია, წაგვეყვანა საზღვარგარეთ, რადგან ეს ურთულესი ოპერაციაა,“ – გვიყვება დაჩი ფეიქრიშვილის დედა, ნათია თანდაშვილი, – „მეორე ოპერაცია 20 ივნისს ჩაუტარდა თურქეთში, „მემორიალის“ კლინიკაში, დაჩის თავისივე ხრტილოვანი სხეული გადაუნერგეს. ახლა მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მიიღებს მისი ორგანიზმი ამას.

დაჩის ამ შემთხვევამდეც ჰქონდა თვალის პრობლემა. ცალ თვალში 20% აქვს მხედველობა დარჩენილი.

საჭიროა ახალი კვლევები, კორექცია და ამის მიხედვით გადაწყდება, სჭირდება თუ არა მას ახალი ოპერაცია. ამჯერად გვჭირდება 10 590 აშშ დოლარი. აქედან 10 ათასი ლარამდე უკვე შეგვიგროვეს ძალიან კეთილმა ადამიანებმა.

ჯანდაცვის სამინისტრო ამჯერად ვერ დაგვეხმარა, გვითხრეს, რომ ეს ოპერაცია საქართველოშიც კეთდება.

დაჩის ასევე აქვს მარჯვენა კიდურის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის მოძრაობაში, აქვს ღვიძლის გადიდება, რაც ძალიან საყურადღებოა,“ – გვითხრა ნათია თანდაშვილმა. მან დაჩის დიაგნოზი და სამედიცინო დოკუმენტები გვაჩვენა.

_________________________________

დაჩის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე: 

თბს ბანკი – GE66TB7561245063300016

საქართველოს ბანკი – GE49BG0000000534228883

მიმღები: ნათია თანდაშვილი, დაჩის დედა 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: