არ უნდა შეგვრცხვეს, უკრაინაში ხიდები გავანადგუროთ – რუსეთის თავდაცვის ექსპერტი

რუსი პროპაგანდისტები ღიად მოუწოდებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ხერსონის რეგიონში რუსი ოკუპანტების საწყობებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის საპასუხოდ უკრაინაში ხიდების განადგურებისკენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული არხის, „რასია 1“-ის ეთერში, გადაცემა “60 წუთში” ისაუბრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა, სამხედრო ექსპერტმა იგორ კოროჩენკომ განაცხადა, რომ “ჩადენილია დანაშაული და მას უნდა მოჰყვეს  სამართლიანი შურისძიება”, ამიტომ, მისივე …

რა შეიცვლება ჩეჩნებისთვის, თუ უკრაინა იჩქერიის სუვერინეტეტს აღიარებს – ინტერვიუ

„ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება ჩეჩნეთში, რუსეთისთვის და კავკასიაში იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებით? დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რაც იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნობას ითვალისწინებს. იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა …

უკრაინელმა საჯარო მოხელეებმა 5 მილიონი დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან – სააგენტო

უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, გამოავლინეს უკრაინელი საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 5 მილიონი დოლარისა და 100 ათასი ევროს [15 მილიონზე მეტი ლარი] ოდენობის ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანის ფაქტი. ოფიციალური უწყებას თანახმად, თანხის გატანის მოსურნეებმა, ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს. ოფიციალურმა ორგანომ გამოძიება შესაძლო უკანონო გამდიდრებისა და ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო. …

უკრაინელმა მათემატიკოსმა ფილდსის მედალი მიიღო, უმაღლესი ჯილდო მათემატიკაში

მათემატიკურმა საერთაშორისო კავშირმა დღეს, 5 ივლისს, გამოაცხადა ფილდსის პრემიის ოთხი გამარჯვებული, მათ შორისაა უკრაინელი მათემატიკოსი, მარინა ვიაზოვსკა. ვიაზოვსკა კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.  ამჟამად შვეიცარიაში, ლოზანაში მუშაობს, ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მის გარდა ჯილდო გადაეცა ფრანგ ჰუგო დიუმინილ-კოპენს, ბრიტანელ ჯეიმს მეინარდს და სამხრეთ კორეელ ჯუნ ჰას. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფილდსის მედალი მათემატიკოს ქალს გადაეცა. პირველად იგი გადაეცა …

8 ივლისს ბათუმში KALUSH Orchestra-ს კონცერტი გაიმართება

ბათუმში კონცერტს გამართავს „ევროვიზიის“ წლევანდელი გამარჯვებული, უკრაინული ჯგუფი KALUSH Orchestra. კონცერტი 8 ივლისს, ბულვარში მდებარე MONO HALL-ში გაიმართება. კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30, 40 და 50 ლარია. Kalush Orchestra 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული   გახდა სიმღერით – Stefania. როგორც ჯგუფი წერს იუთუბის არხზე, სიმღერა ავტორმა დედას მიუძღვნა, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ამ …

მელიტოპოლში რუსი ჯარისკაცები ბლით მოწამლეს – ქალაქის მერი

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუს სამხედროებს შორის მასობრივი მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება. მელიტოპოლის მერი,  ივან ფედოროვი ამბობს, რომ ამ გზით ადგილობრივი ფერმერები აპროტესტებენ ოკუპაციურ რეჟიმს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, იუწყება უკრაინული „24 კანალი“. მელიტოპოლის მერი ამბობს, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის 99% ეწინააღმდეგება ოკუპაციას. ფედოროვმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპაციის მიმართ …

კულება სამარცხვინოს უწოდებს მაკრონის მოწოდებას – „არ უნდა დავამციროთ რუსეთი“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც „როიტერსი“ წერს, მაკრონმა რეგიონულ გაზეთში 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიდევე ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთისთვის დამცირების არიდების აუცილებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინის „ისტორიული შეცდომის“ მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი. ჩვენ არ უნდა …

უკრაინაში ჩინოვნიკი სასწრაფო დახმარების მანქანებით მაქინაციის გამო დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჩინოვნიკმა ხელი შეუწყო იმ სასწრაფო დახმარების მანქანების კომერციულ გამოყენებას, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით იტალიიდან ჩაიტანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, მანქანები, რომლებიც იტალიიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩაიტანეს, კონკრეტული საავადმყოფოებისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა ჩერნივეცკის გამგებლის მოადგილემ სასწრაფო დახმარების 5 მანქანის მიმღებად ერთ-ერთი რეგიონული სამედიცინო დაწესებულება დაასახელა. საავადმყოფოს დირექტორმა, თავის …

რუსებმა 100 მილიონი დოლარის მარცვლეული მოიპარეს – უკრაინის აგრარული კომიტეტი

უკრაინის უმაღლესი რადა და რადას აგრარული და მიწის პოლიტიკის კომიტეტი განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად მსოფლიო სასურსათო წესრიგი დაირღვა. „უკრაინა მსოფლიოს მარცვლეულის უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაშია. გლობალური სასურსათო უსაფრთხოება დაირღვა, რაც რუსეთის აგრესიითაა გამოწვეული და არა იმიტომ, რომ უკრაინას არ სურს შეასრულოს საკვების ექსპორტზე საკუთარი ვალდებულებები. გლობალური სასურსათო უსაფრთხოების რღვევა არც ჩვენი …

სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დღიდან, რუსმა სამხედროებმა გაქურდეს სამი ადგილობრივი მუზეუმი. „ოკუპანტებმა მარიუპოლი „გაათავისუფლეს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. საბჭოსვე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვისა და დონეცკში გატანის ფაქტი. საუბარია მხატვრების: არქიპ კუინჯის [„წითელი მზის ჩასვლა”, „შემოდგომა” და „ელბრუსი”] და ივან …

არესტოვიჩი ამბობს, როდის შეძლებს უკრაინის ჯარი კონტრშეტევაზე გადასვლას 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, ТСН-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის არმიაზე კონტრშეტევას, ყველაზე ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დასავლელი პარტნიორებისგან დიდი რაოდენობის იარაღის დაგროვება მოხერხდება. ამის შესახებ წერს უკრაინული გამოცემა უნიანი. „ეს შეიარაღება საკმარისი უნდა იყოს სრულად აღჭურვილი, გაწვრთნილი, კოორდინირებული და …

რუსებს უკვე ელევათ შეტევითი პოტენციალი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები შეწყვეტენ შეტევას და შეეცდებიან გადავიდნენ თავდაცვაზე, რომ დაკავებული ტერიტორიები დაიცვან,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში. „რუსებმა თავისი მაქსიმუმი აჩვენეს უკვე,“ – ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ რუსები რამდენიმე დღეში ისევ ოპერატიულ პაუზას აიღებენ. გადამდგარი გენერლის აზრით, შემდეგ ეტაპზე უკვე „გარდამტეხი“ იქნება, რამდენად შეძლებს უკრაინა კონტრდარტყმას, რომ რუს …

ზელენსკი: პოპულარობა არ შთამაგონებს, რადგან მისი ფასი ომია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ის არ არის შთაგონებული თავისი პოპულარობით, რადგან ამის ფასი უკრაინის ომია. ამის შესახებ მან ავსტრალიურ ტელეარხ Nine Network-სთან ინტერვიუში განაცხადა. „პოპულარობა, რომელიც მე მაქვს – ეს ნამდვილად არ შთამაგონებს. ზუსტად ვიცი, რა არის ამ პოპულარობის ფასი და ფასი არის ომი. ომი, რომლის შედეგიც ვიცით, მსოფლიომ იცის, რა არის ომი და …

პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ G20-ის სამიტზე მიწვევას – Bloomberg

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები დათანხმდნენ ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას „დიდი ოცეულის“ (G20) 2022 წლის სამიტზე, რომელიც კუნძულ ბალიზე  15-16 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სამიტზე ორივე პრეზიდენტის მიწვევა ხაზს უსვამს იმ დელიკატური ბალანსის დაცვის მცდელობას, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა – ინდონეზია ცდილობს, როგორც G20-ის სამიტის წლევანდელი მასპინძელი. რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრი …

ნორვეგია 44 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად

ნორვეგია გამოყოფს 400 მილიონ კრონს (43,7 მილიონი აშშ დოლარი), რათა დააფინანსოს ბრიტანეთის ინიციატივა, შეიძინონ უკრაინისთვის იარაღი – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დღეს, 26 აპრილს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. ნორვეგიამ, ასევე, შესაძლოა პირდაპირ მიაწოდოს უკრაინას დამატებითი იარაღი – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტოერმა. 20 აპრილს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება გახანგრძლივდეს და …

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა: რუსეთმა დონბასში მცირე წინსვლას მიაღწია

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა უახლეს ცნობებს აქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამ ცნობების მიხედვით, ომში დაღუპული სამხედროებისთვის კომპენსაციის გაცემას რუსეთში სამხედროები გააკონტროლებენ და არა ოფიციალური პირები. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყურადღება დონბასის სრულ ოკუპაციაზე გადაიტანა, ზოგიერთ სფეროში მცირე წინსვლას მიაღწია. საკმარისი ლოჯისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გარღვევისთვის”, – წერს გაერთიანებული სამეფოს …

უკრაინამ ხარკოვში 200 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალების საწყობი აღმოაჩინა – ვიდეო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხარკოვის რეგიონში აღმოჩენილია საიდუმლო საწყობი, სადაც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა ინახებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ მთელი ეს ტექნიკა უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული დეტალები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის განადგურებული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას რუსი სამხედროები შეტევის დროს აპირებდნენ. „უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის შედეგად, ხარკოვს …

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინაში ბუჩის მერს შეხვდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოდან უკრაინაში ქალაქ ბუჩის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე ფეისბუქზე აქვეყნებს. შეხვედრას გია აბულაძის გარდა ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, ასევე, პარლამენტის წევრი ენმ-დან დავით ხაჯიშვილი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მათე გაბაიძე. უკრაინაში სხვადასხვა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის …

ათასზე მეტი გერმანელი ექიმი მზად არის უკრაინაში იმუშაოს

გერმანიის სამედიცინო ასოციაციამ დაიწყო იმ ექიმების განაცხადების მიღება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ორგანიზაციამ უკვე მიიღო 1100-ზე  მეტი განაცხადი. 1100-ზე მეტმა ექიმმა განაცხადა, რომ მზად არის დაზარალებულებისთვის დახმარების გასაწევად უკრაინაში ან მის მეზობელ ქვეყნებში წავიდეს – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. „ეს რიცხვი აჩვენებს, თუ რამდენად დიდია სამედიცინო მუშაკების სოლიდარობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ,“ – ამბობს …

„ჩემი საქმე რუსების თვითმფრინავების კონტროლია“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

„როცა საბავშვო ბაღები დაბომბეს, აღარ შემეძლო გაჩერება, უკრაინაში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მშობლებს ავუხსენი, რომ აქ საჭირო ვიყავი, უკრაინელ ხალხს უნდა დავხმარებოდი. გრძელი გზა გამოვიარე“, – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის თითქმის ერთი თვეა, უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონთან ერთად იბრძვის. მას ტელეფონით დავუკავშირდით. „როცა ვნახე, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა და არტილერიამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვთა ბაღების დაბომბვა …

ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით

„2014 წელს, ოკუპაციის პირველივე დღიდან, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენს ბინას ყუმბარა მოხვდა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ. მაშინ შედარებით პატარები იყვნენ. არ მინდოდა, ეს ყველაფერი ახლა თავიდან ენახათ, ეგრძნოთ, ამიტომაც ომის დაწყებიდან მალევე დავტოვეთ სევეროდონეცკი ოჯახმა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 52 წლის თემურ ბერიძე, …

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

„სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციმზსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია… “ – ეს ჯოხარ დუდაევმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, 27 წლის წინ, 1995 წელს თქვა, როცა რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებულ ომზე საუბრობდა. „თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს…, მსოფლიოს დიდი უბედურება ელის,“ – ამბობდა მაშინ ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ნათლად აღწერდა, რით განსხვავდება …

„ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ“ – ინტერვიუ კიევში მყოფ ჟურნალისტთან

ფედირ სიდორუკი უკრაინაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი მათთვის ინფორმაციის გავრცელებაა, ერთი მხრივ მოსკოვის პროპაგანდა რომ გადაიფაროს, ხოლო მეორე მხრივ „თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე“, მაშინ უკრაინის ომს დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, ის „როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელსო“. ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი …

უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილებს უკრაინიდან, რომლებმაც წუხელ ღამე ქუჩაში გაათიეს, არაერთმა ოჯახმა შესთავაზა საცხოვრებელი. მათი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს თბილისში, სადაც ისინი აპირებენ გამგზავრებას.  ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან, უკრაინიდან ჩამოსული სამი ავტომობილი დგას, ავტომობილში ღამეს ათევენ ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეები, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც 13 უფროსისგან და 9 ბავშვისგან შედგება. ეს ოჯახები ბათუმში ოთხი …

ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა

უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, კიევში 807 ბავშვი დაიბადა. დაბადებული ჩვილებიდან 427 ბიჭია, 380 – გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს. „ცხოვრება გრძელდება! რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში 807 ბავშვი დაიბადა: 427 ბიჭი და 380 გოგონა. ახალშობილთა შორის 15 ტყუპია. ახალშობილებსა და მათ ოჯახებს ვუსურვებ მშვიდ ცას და ჯანმრთელობას!“ …

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციას, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები არიან, ესწრებიან ბათუმში მცხოვრები უცხოელებიც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მატერიალური დახმარებისკენაც მოუწოდებენ. სოლიდარობის აქციაზე ბათუმის ევროპის მოედანზე სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათზე იკრიბებიან, დასვენების დღეებში – 4 საათზე. ————– რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას …

ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

„უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია უკრაინის მიწაზე მოკვდეს,“ – გვიყვება კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძე, როგორც მოხალისე, პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი, …

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა – ჩალაგაშვილი

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ გურამ ჩალაგაშვილმა დაუდასტურა, რომელიც უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძვის რუსული არმიის წინააღმდეგ. ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მებრძოლები დაბომბვის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ოჯახებისთვის მებრძოლების დაღუპვის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. „ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია …

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?

იცით თუ არა, ვინ არიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები? მაგალითად, მიხაილო პოდოლიაკი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინჩართვების დროს ხშირად ახსენებს ან თან ახლავს, ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა და ბელარუსიიდან გამოაძევეს. პოდოლიაკი ახლა ზელენსკის ძირითადად საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით აძლევს რჩევებს. პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ზელენსკის გარემოცვაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის …

15-წლიანი ან უვადო პატიმრობა – ღალატისა და მაროდიორობისთვის უკრაინამ კანონი გაამკაცრა

უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. საომარი მდგომარეობის დროს ღალატისა და საბოტაჟისთვის პირი დაისჯება 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით. ეს კანონი დაარეგულირებს ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გადაცემისა და დაბრუნების პროცედურას. ახალი …

„ბოლო 2 ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიული შეფასება ჩამოუყალიბა გურამ ჩალაგაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობამ, ორმა დღემ და ღამემ, როცა სამხედრო გამოცდილების არმქონე კაცს პირდაპირ ცხელ წერტილში მოუხდა ბრძოლა. „ბოლო ორი ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით,“ – გვიყვება გურამ ჩალაგაშვილი. – „ინტენსიურ სროლებში მოვყევით, არტილერია და ჰაერი მუშაობდა აქტიურად, ასეულობით ჭურვი გამოუშვეს ჩვენი მიმართულებით. ეცადნენ, …

საწყისი შენატანი 25 მილიონი დოლარი – სოროსი უკრაინის დემოკრატიის ფონდს ქმნის

„ღია საზოგადოების ფონდმა“ უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად „უკრაინის დემოკრატიის ფონდი“ დააფუძნა და საწყის შენატანად 25 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. „მოვუწოდებთ სხვა დამფინანსებლებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დემოკრატიაზე თავდასხმის საპასუხოდ, შემოგვიერთდით უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ეს ინიციატივა ეფუძნება „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ საქმიანობას უფლებადამცველი ორგანიზაციების, დამოუკიდებელი …

კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

ტკბილი დღე / Sweet Day – ასე ჰქვია კაფეს ბათუმში, სადაც როცა რამეს შეუკვეთავთ, შეგიძლიათ დამატებით 1, 2, 5 ლარი ან მეტი დატოვოთ იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა უსახსროდ არიან დარჩენილი ბათუმში და ვისაც შემდეგ თქვენგან დატოვებული ზედმეტი თანხის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან. კაფე ჭავჭავაძის №72-ში მდებარეობს. პატარა კაფეში, სადაც მხოლოდ 4 მაგიდა დგას, საღამოობით უკრაინის მოქალაქეები …

ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყნის დასაცავად – თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, „გავიდა გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე“ და უცხოეთიდან უკრაინაში საბრძოლველად უკვე 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. ისინი უკრაინის დასაცავად თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. რეზნიკოვის თქმით, უკვე 20 000-ზე მეტი უცხოელიც მზად არის ჩავიდეს უკრაინაში და „დაიცვას მსოფლიო უკრაინის ფრონტზე რუსი ნაცისტებისგან, კრემლის ბოროტება რომ არ გავრცელდეს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ …

უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში გადასაყვანად ავტობუსის რეისები დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ქალაქ ლვოვიდან ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა. ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით კი, …

„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა. ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის. ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. …

Exit mobile version