აჭარა, კახეთი და თბილისი „ევრონიუსზე“

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2015 წელს, „ევრონიუსზე“ 30-წამიანი რეკლამის განთავსებისათვის 353 016 ევრო აქვს გათვალისწინებული. სარეკლამო ბიუჯეტის ნახევარი ათვისებულია – ზაფხულის სეზონზე საქართველოს საიმიჯო რეკლამა „ევრონიუსზე“ უკვე გავიდა 159-ჯერ.  რეკლამის გაშვება დაგეგმილია ზამთრის სეზონზეც. 

„გაიცანი საქართველო“ – ტურიზმის დეპარტამენტის ტური ჟურნალისტებისთვის

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებისთვის სამდღიან ტურს მართავს. ტური გუშინ 17 ივლისს დაიწყო და დღეს და ხვალ  გაგრძელდება. მედია ტური სარეკლამო ხასიათს ატარებს და მისი მიზანი, აჭარის ცალკეული მხარეების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა. 

ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა

 

სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები – თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ.

ხუთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ბათუმში

 

რა ფასად შეიძლება ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება? – ფასები ტურისტული სეზონის დაწყების წინ ყველა სასტუმრომ მინიმუმ 50 დოლარით გააძვირა. ტურისტულ სააგენტო „კალიფსოს“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ხუთეული ასე გამოიყურება:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივნისის თვის დაიჯესტი

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ივნისის თვის დაიჯესტს აქვეყნებს. „გთავაზობთ დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ისე ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვლენებს, ვიდეო რგოლებსა თუ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს“ – აღნიშნულია დაიჯესტში.

ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

 

ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისა და ქუჩის ბორდიურების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადათხრილია ჯავახიშვილის, კომახიძისა და ჭავჭავაძის ქუჩები. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველზეც. განახლებული ინფრასტრუქტურით თუ მიმდინარე სამუშაოების რეჟიმში? – როგორ დახვდება ქობულეთი წელს დამსვენებელს. „ბათუმელების“ კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უპასუხა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის გეგმები

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე მამუკა ბერძენიშვილი  დაინიშნა. 2015 წლის  19 მაისიდან, მას შემდეგ რაც პოსტი ყოფილმა თავმჯდომარემ დემურ დიასამიძემ დატოვა,  ის ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, მანამდე კი თავმჯდომარის მოადგილე იყო.  რას შეცვლის ახალი ხელმძღვანელი რეგიონში ტურიზმის მიმართულებით? – მამუკა ბერძენიშვილმა „ბათუმელების“ კითხებს უპასუხა.

ახალი სასტუმროები ბათუმში

 

წელს, ტურისტულ სეზონზე, ბათუმს ექვსი ახალი სასტუმრო, თხუთმეტამდე აპარტამენტი და ორი ჰოსტელი შეემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ 819 სასტუმრო ნომერი და ასევე 1700 დამსვენებელზე გათვლილი ახალი სივრცე გაჩნდა. საერთო ჯამში, წელს აჭარაში დამსვენებელს 283 სასტუმრო, 6433 – სასტუმრო ნომერი და 14 286 განთავსების ადგილი დახვდება.

ყაზახური და უნგრული მედია აჭარის შესახებ

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სარეკლამო მასალებს მოამზადებენ.    

როგორ მოემზადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეზონისთვის

 

ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმში 2015 წლის საკურორტო სეზონისათვის მზადება დასასრულს მიუახლოვდა; ტურისტების მოზიდვისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისათვის კი ტურიზმის დეპარტამენტმა მაისის თვეში რამდენიმე ღონისძიება განახორციელა.

10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

 

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისათვის. „ბათუმელები“ გთავაზობთ ათ ადგილს, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ აჭარაში. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს, 25 მაისს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის ტურისტული სეზონის მომზადების პირველ და მეორე კვარტალში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. მომხსენებელი – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – მამია ბერძენიშვილი.

2015 წლის ტურისტული სიახლეები აჭარაში

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით შეხვდება.  „უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს როგორც მცირე და საშუალო ზომის ახალი განთავსების ობიექტები, ისე მაღალი კლასის სასტუმროები. მიმდინარე წელს აჭარის განთავსების ობიექტებს 819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე განთავსების ადგილს მოიცავს“.

აჭარა საქმიანი ტურიზმისა და ტურისტული ტექნოლოგიების გამოფენაზე

 

ოთხი მაისიდან შვიდი მაისის ჩათვლით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შუა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – ATM-2015, რომელიც ქალაქ დუბაიში გაიმართება.


მედიატური უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბათუმში

 

ხვალ, 26 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ლიტვის მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიებსა და სიუჟეტებს ლიტვის ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია შემდეგი მედია საშუალებები: წამყვანი ონლაინ პორტალი 15min.lt საინფორმაციო პორტალი Delfi.lt , საინფორმაციო ბიზნეს-პორტალი „ Versio Zinios “– Vz.lt, პოპულარული ჟურნალი “Savaite”, ლიტვის „National TV ”. ლიტველი ჟურნალისტების მედიატური 29 აპრილამდე გაგრძელდება.

დედამიწის დღე და ფასდაკლებათა პაკეტი ბოტანიკურ ბაღში

 

ხვალ, 22 აპრილს, 14 საათზე, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებისათვის დაგეგმილია სალექციო კურსი  თემაზე  – ბოტანიკური ბაღების როლი და მნიშვნელობა და მცენარეთა კონსერვაცია. ლექსციას ბათუმის ბოტანიკურ ბაღის მეცნიერ-თანამშრომლები ჩაატარებენ.

მაჭახელას თოფის ისტორია

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე …

აჭარა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონეთში

 

დღეს 28 მარტს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Katowice International Fair – GLOB 2015” ჩატარდება. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სილეზიის ვოივოდეს სპეციალური მოწვევით იქნება წარდგენილი. გამოფენა 30 მარტამდე გაგრძელდება.

მაიამის საკრუიზო გამოფენაზე აჭარაც იქნება წარმოდგენილი

 

16-19 მარტს ქალაქ მაიამში საკრუიზო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა “Cruise Shipping Miami” გაიმართება. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ცალკე სტენდში იქნება წარმოდგენილი და ოთხი დღის მანძილზე გაუწევს პოპულარიზაციას ბათუმს.  გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქმიანი შეხვედრები შავი ზღვის პარტნიორ პორტებთან. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე ჩაატარებენ სპეციალურ პრეზენტაციას ბათუმის საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიული გეგმების და პოტენციალის შესახებ, რომელსაც დაესწრება წამყვანი საკრუიზო კომპანიების ხელმძღვანელები.

„ჰილტონში“ დასაქმებაზე 600 განაცხადი შევიდა

 

 

გასაუბრება და განაცხადების მიღება დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარეობს. პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროისთვის „ჰილტონში“ დასაქმებაზე 600-მა ადამიანმა გააკეთა განაცხადი. დასაქმების მსურველთა უმეტესობა სტუდენტია. 

ჟან-პიერ ლამბოს აჭარაში მოგზაურობის დღიური

 

ბრიუსელში, ბელგიელი და უცხოელი ჟურნალისტების ასოციაციის იანვრის პერიოდულ გამოცემაში აჭარის შესახებ სტატია დაიბეჭდა. სტატიის ავტორია  ჟან-პიერ ლამბო, ვალონიის (ბელგია) ტურიზმის მთავარი კომისარი, რომელიც ბათუმში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა. ჟან-პიერ ლამბომ სტატია ყოველდღიური შთაბეჭდილებების სამოგზაურო დღიურის ფორმით წარმოადგინა და ბათუმის აღწერა ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის სიტყვებით დაიწყო. ბევრმა არ იცის, რომ პლეადის ცნობილ გამოცემაში შესული სიმენონის რომანის „ხალხი მოპირდაპირე სახლიდან“ („Les gens d’en face”) მოქმედება ბათუმში ხდება. ორ ომს შორის განვითარებულ ისტორიაში სიმენონი მაშინდელი ბათუმის ქუჩებსა და ადგილებს აღწერს.

ვალონიის ტურიზმის კომისარი აჭარაში ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა. ბელგიის რეგიონის ტურიზმის უმაღლეს თანამდებობას  ჟან-პიერ ლამბო უკვე 20 წელია ასრულებს. მისი სტატიის მოკლე თარგმანი „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა. 

2014 წელს ბათუმში 33 საკრუიზო გემი შემოვიდა

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს ბათუმში 33 საკრუიზო გემი შემოვიდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.  

2014 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან შემოვიდა

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონის ტერიტორიაზე ტურისტთა განთავსების ობიექტების მიხედვით, აჭარას 2014 წლის იანვარ-დეკემბერში 10.47%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა.  

მთავრობის თანადაფინანსება სესხის პროცენტის დასაფარად

 

ტურიზმის სფეროში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების პროცენტის ნაწილს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაფარავს. 2015-18 წლებზე გათვლილი შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი, მთლიანობაში, 1 378 000 ლარია.

სეზონის გახსნის ფასები და სეზონური ფესტივალები აჭარაში

 

აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით სხვადასხვა სეზონური ღონისძიებების (კონფერენციების, ფესტივალების, გამოფენების, სემინარების) ორგანიზებას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  განახორციელებს.

უცნობი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

 

აჭარის მაღალმთიანეთი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველია, თუმცა მისი პოტენციალი ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. მთებისა და ალპური ზონის გადავლით შუახევიდან  ხულოში, სამთო კურორტ ბეშუმში გადასვლაა  შესაძლებელი. იაილები საუკეთესო ადგილია დასალაშქრად. თუმცა, ამ მარშრუტს მოლაშქრეები იშვიათად თუ იყენებენ. გზა მარკირებული არ არის და, შესაბამისად, არც ტურისტულ რუკაზეა დატანილი. 

ექსტრემალური ტურიზმი მტირალაზე 15 ლარად

 

მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ახალი გასართობი ელის. ექსტრემალური ტურისტული სერვისი  „ზიპლაინი“  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა  და გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მოეწყო. „ზიპლაინი“ ხეებს შორის, დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომლითაც, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული „ზიპლაინის“  საერთო სიგრძე 250 მეტრია. 

რას ნახავთ კინტრიშის ნაკრძალში


დასახელება: კინტრიშის ნაკრძალი.

მდებარეობა: ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა, ზღვის დონიდან 350-2500 მეტრი, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის.

სანახაობა: ტურისტულ ბილიკებზე მდებარე ჩანჩქერი, 2500-წლოვანი უთხოვარი, ქვის თაღოვანი ხიდი, ეკლესია, ტბიყელის ტბა, ენდემური სახეობის მცენარეები, ბზის კორომი. 

ბათუმელების სარგებელი ტურისტულ სეზონზე

           

ზაფხულობით ტურიზმი ბევრი ბათუმელისთვის, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში და ზღვის პირას მცხოვრებთათვის, შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ბევრი მათგანი ბინასაც კი ცლის და სოფელში ან ნათესავებთან გადადის საცხოვრებლად, რათა ბინა ტურისტებს მიაქირავოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს, რადგან ბათუმში ჩამოსული დამსვენებლებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მაინც კერძო სექტორში დასვენება რჩება, როცა ფასი მოლაპარაკების საგანია და არჩევანიც დიდია. ნარგიზ ბერიძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზაფხულობით ბინას ტურისტებზე აქირავებს. 

ტურიზმი უცვლელი პრობლემებით

 

არაზუსტი სტატისტიკა და ფასთან შეუსაბამო სერვისი – აჭარა, რომელიც საქართველოში ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ რეგიონად მიიჩნევა, სეზონის პიკს კვლავ ძველი პრობლემებით ხვდება.  

ტურიზმი გზის გარეშე

 

 

აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა: მტირალას ეროვნული პარკი, ისპანის ჭაობები ქობულეთში, კინტრიშისა და მაჭახლის დაცული ტერიტორია. აქედან ორ დაცულ ტერიტორიასთან – მტირალასა და კიტრიშთან მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. კინტრიშის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არც წელს იგეგმება, მტირალასთან მისასვლელი ათკილომეტრიანი გზიდან კი, წელს მხოლოდ ორი კილომეტრი დაიგება. 

ბათუმში ვარშავიდან 180 ვიზიტორი ჩამოვიდა

 

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში ვარშავიდან სპეციალური ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ბათუმს 180 ტურისტი ეწვია. 

ლიტველი ბლოგერები ბათუმში

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბათუმს ლიტველი ტურისტები ესტუმრებიან. პრეს-ტურის ფარგლებში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად,   ცნობილი ბლოგერები და ფოტოგრაფებიც ჩამოვლენ.  ისინი ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. 

 

 

ტურიზმის დეპარტამენტის შეთავაზება ბიზნეს სექტორს

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ამაღლების მიზნით, 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ გადამზადების მორიგ ეტაპს იწყებს.

ბათუმში წელს კრუიზით პირველი იახტა შემოვიდა

 

 

100-კაციანი იახტა – “Variety Voyager” ტრაპიზონის ნავსადგურიდან ბათუმის პორტში დღეს, 27 აპრილს, დილის შვიდ საათზე შემოვიდა. იახტაზე 62 მგზავრი იმყოფება. ისინი ორი დღის განმვლობაში ბათუმისა და ქუთაისის ღირსშესანიშაობებს დაათვალირებენ.

 

გოდერძის უღელტეხილზე კოტეჯები აშენდება

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე ექვსი სასტუმროს ტიპის კოტეჯი აშენდება. 

Exit mobile version