საოჯახო სახლების მომზადება ტურისტული სეზონისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეთა მომზადება იწყება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრენინგო ცენტრში მათ სერვისის ძირითადი სტანდარტების შესახებ, გერმანელმა ექსპერტმა ტრენინგი ჩაუტარეს. „ულიხ ტროსიენმა, რომელსაც ტურიზმის დარგში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ სოფლად ტურიზმის კუთხით თანამედროვე მსოფლიოში დანერგილი ის ძირითადი ნორმები გააცნო, რაც აუცილებელია ტურისტების მოსაზიდად და მათი …

როგორ შეხვდება “ანბანის კოშკი” ახალ საკურორტო სეზონს

“ანბანის კოშკში” ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებიც კი არ ტარდება. მიუხედავად ამისა, კომპანიის მმართველი პარტნიორი [როგორც ის თავის თავს უწოდებს] შალვა მელაძე ირწმუნება, რომ “ბუსტ ჯორჯია” აღებულ ვალდებულებებს ამჯერად შეასრულებს. ახალი შეთანხმებით, ინვესტორს ამისთვის 2016 წლის მაისამდე აქვს ვადა – ამ დრომდე “ანბანის კოშკში” კაფე, გალერეა, გადმოსახედი და ლიფტები უნდა მოეწყოს. 15 მაისს აჭარის მთავრობა საკურორტო …

სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

დამსვენებლებს ზაფხულში პრობლემები სარფში არ შეექმნებათ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც აქ გზისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებს ასრულებს. კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოებში ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონამდე ლარი იხარჯება. სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა პლაჟზე ინფრასტრუქტურის დროულ მოწესრიგებას ითხოვს. სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, აუცილებელი გახდა პლაჟის გასწვრივ დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა და …

ხარისხის ნიშანი აჭარაში ტურისტულ ობიექტებს

ხარისხის ნიშნის – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა 30-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადად ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ – HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად ტურისტულ …

შსს მონაცემებით, საქართველოში ერთ თვეში 82 609 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მარტის თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 450 875 განისაზღვრა და 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია. აქედან,  170 281 პირი ტურისტის სტატუსით შემოვიდა, რაც სამინისტროს ინფორმაციით, …

350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის

ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ. აჭარის ტურიზმის …

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი? „იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. …

„გოდერძის“ განვითარების მიზნით ინვესტორების შეხვედრა იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 მარტს, სამთო-სათხილამურო  კურორტ „გოდერძის“ განვითარების ფარგლებში, კურორტზე ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართება.  ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბიზნესწრეების წარმომადგენლები საინვესტიციო პოტენციალსა და განაშენიანების რეგულირების გეგმას გაეცნობიან. „დაინტერესებულმა პირებმა პროექტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტებს ეკონომიკური გუნდი განიხილავს,“- ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ყაზახეთის 9 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები იგეგმება

2016 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით კომპანია Skybus-ი ყაზახეთის 9 ქალაქიდან ჩარტერული რეისების განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია ფრენებს კვირაში ერთხელ ყაზახეთის ყველაზე დიდი ქალაქებიდან: ასტანადან, ალმატიდან, აქტაუდან, ატირაუდან, ყარაღანდაშიდან, აქტიუბინსკიდან, კუსტანაიდან, ჩიმკენტიდან და ყიზილორდადან განახორციელებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, დეპარტამენტმა ავიაკომპანიისა და ტურისტული …

ტრენინგები სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოს თანამშრომლებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, სატრენინგო – საკონსულტაციო ცენტრში ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი,   სასტუმრო „დივან სუითი“-ს ტრენერმა ჯეირან ბეჟანიძემ სასტუმროებისა და კვების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარა. ძირითადი აქცენტი სასტუმროებსა და კვების ობიექტებში  დასუფთავების ხარისხის ამაღლებაზე და მინიმალური სტანდარტების დამკვიდრებაზე გაკეთდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ჩაატარებს. …

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – განაცხადების მიღება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ პროექტში – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Recommend.ge ამოქმედდა. ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტში მონაწილე კვებისა და განთავსების ობიექტებს, ასევე გიდებს საშუალება აქვთ საიტზე ონლაინრეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. Recommend.ge-ზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია …

შსს ინფორმაციით საქართველოში ერთ თვეში 116 369 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წლის იანვრის თვეში ასე გამოიყურება: 2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია. ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%); ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპრტამენტის პრესსამსახურის ცნობით, 22-24 იანვარს, დეპარტამენტმა აჭარა ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაზე გამოფენა – „Adventur 2016” წარადგინა. გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს სტენდთან, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელის დაგემოვნებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში „Adventur 2016” საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც …

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – ტურისტული ობიექტების ხარისხის ახალი ნიშანი

განთავსებისა და კვების ობიექტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროექტში –  „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – 2016 წლის 1 მარტამდე ტურიზმის დეპარტამენტში [ან სპეციალურ ვებ გვერდზე, რომელიც იანვრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება] უნდა შეავსონ განაცხადი. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. „განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც …

ტურისტული გიდების ლიცენზირება აჭარაში

  ვისაც გიდად აღიარების სურვილი აქვს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ან სპეციალურ ვებ გვერდზე [რომელიც 2016 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება], უნდა შეავსოს განაცხადი/ანკეტა. „შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას, მოაწყობენ საჩვენებელ ექსკურსიას, რის შემდეგაც მოხდება მათი ლიცენზირება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. 2016 წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  ახალი  პროექტი – „გიდების …

25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს

ხვალ, 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ნინო ქათამაში კონცერტის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე …

საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები

22 დეკემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. ფორუმზე პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებიც იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით. საუკეთესო …

ბათუმის საახალწლო საგზურები თბილისსა და სხვა ქალაქებში გათამაშდება

საახალწლოდ ბათუმში ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ქალაქებში სარეკლამო კამპანიას მართავს. სარეკლამო აქციების გასამართად, რომელიც ფლაერების დაბეჭვა-გავრცელებას და სხვა აქტივობებსაც მოიცავს, 163 855 ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტის ცნობით, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის უბნებში იწყება მსვლელობა ბრენდირებული ავტობუსით, რომელიც გამვლელების ყურადღებას მუსიკით მიიქცევს. ავტობუსიდან „საქართველოს ხმა 2015“-ის მონაწილე ბათუმელი ალექსანდრე ზედანია მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოტოვონ …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების მეორე ეტაპი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა. ტრენინგს ძირითადათ კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, …

რა ღირს სასტუმრო და კოტეჯი კურორტ “გოდერძიზე”

5 დეკემბერს, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გახსნა. კურორტზე საბაგირო გზის ყველაზე მაღალი სადგური 2 350 მეტრზე მდებარეობს. ხულოს გამგეობის ცნობით, კურორტზე ორი სახის საბაგიროა – გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია. კურორტის ზონაში აიგო და კეთილმოეწყო 380 კვ.მ ფართობის სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები. კურორტ ,,გოდერძიზეზე” სასტუმროს ტიპის …

მომავალ წელს ბათუმის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიის ფრენები იგეგმება

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, აეროპორტ პულკოვოს ბიზნესცენტრში, ავიაკომპანია „Ural-Airlines“-ის ინიციატივით,  სამუშაო შეხვედრა-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აეროპორტ პულკოვოს კომერციული დირექტორი, ადგილობრივი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. საქართველოდან კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა, ასევე ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. შეხვედრის დროს განხილული იქნა ავიაკომპანია „Ural-Airlines“-ის ფრენების აღდგენის საკითხი რუსეთის ფედერაციიდან საქართვლოს მიმართულებით, მათ შორის მომავალი წლის ზაფხულის პერიოდისათვის ბათუმის მიმართულებით.  

ეკოტურიზმი სამცხე-ჯავახეთში

 


  სამცხე-ჯავახეთი ცნობილია ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა: ვარძია, ხერთვისი, ზარზმა, საფარა, რაბათი და სხვა, თუმცა ეს რეგიონი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლებისა და ცნობილი კურორტებისა, სულ უფრო და უფრო მეტ ეკოტურიზმის მოყვარულს იზიდავს. მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ტურისტებს ჯავახეთის ულამაზესი პეიზაჟი მოსწონთ.

ტურიზმი შემოდგომაზე – სად წავიდეთ

 

ზაფხულის დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ ტურიზმისათვის ხელსაყრელი დრო ამოიწურა. პირიქით, თბილი შემოდგომა საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, მით უფრო, რომ ამ დროს შეგიძლიათ საქართველოს ლანდშაფტები სულ ფერებში დაინახოთ. სად შეიძლება წავიდეთ 2-3 დღით და რისი ნახვა სჯობს შემოდგომაზე საქართველოში? „ბათუმელებმა“  ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვა, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და კარგად იცნობენ ტურისტულ ადგილებს საქართველოში. 

ქობულეთში დამსვენებელთა სიმრავლეზე საუბრობენ

 

„იმდენი ხალხი გამოჩნდა, რომ ტურისტული სეზონი ფაქტობრივად თავიდან დაიწყო“- ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ტურიზმის  განყოფილების ხელმძღვნელი ნათია ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.  მისი თქმით,  ამ დროისთვის, გასულ წელთან შედარებით, ქობულეთში უცხოელ დამსვენებელთა რიცხვიც გაზრდილია.  

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

 

შავი ზღვის სანაპირო, უფრო ზუსტად კი ბათუმის შემოგარენი და ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლები მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია. აქ ყოველწლიურად 1000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ეს ადგილები ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მსოფლიოში მესამეა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მას `აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის~ სახელით იცნობენ. შემოდგომაზე, ამ მონაკვეთის გავლით, გამოსაზამთრებლად 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სკანდინავიის ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და რუსეთიდან.

მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი ქობულეთში

 

24 აგვისტოდან ქობულეთში – სასტუმრო „ჯორჯია პალასში“,  საქართველოში მექსიკის საპატიო კონსულისა და სასტუმროს მფლობელის, თემურ ჭყონიას, საქართველოში მექსიკის სრულუფლებიანი  ელჩის, მარტა ბარსენა კოკეს და რუმინეთში მექსიკის სრულუფლებიანი ელჩის, გუტერიაზ კანეტის ორგანიზებით  მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სასტუმროს მენეჯმენტი ავრცელებს.

ქობულეთის პლაჟის ნაწილი კერძო პირმა შემოღობა

 

„ყურადღება!!! კერძო საკუთრებაა, არ შემოხვიდეთ“, –  ეს ბანერი გაკრულია კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის კერძო ვილის მიმდებარედ, ქობულეთის პლაჟზე. პლაჟი რკინის მესერით არის შემოსაზღვრული.

წყალქვეშა ტურიზმი – შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ

 

საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება მხოლოდ აჭარაში, გონიო-კვარიათის მონაკვეთზეა შესაძლებელი, _ მიიჩნევს „წყალქვეშა ცურვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი, დავით ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა ხელისუფლება ამ თემით არ ინტერესდება.

„თუ ასე ტურფა იყავი“ – ბოტანიკური ბაღის თარგმანში დაკარგული ბანერი

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში არსებულ ბანერზე გაკეთებული ლექსის ფრაგმენტი, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. ბანერზე ორხაზიანი ქართული ხალხური ლექსია წარწერილი, რომლის ავტორადაც ვაჟა-ფშაველაა მოხსენიებული. გარდა ავტორთან დაკავშირებული უზუსტობისა,  ლექსის შინაარსი ინგლისურ ენაზე მხატვრული თარგმანის გარეშეა გადმოტანილი.  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 28 ივლისამდე, ბაღს 55 319 დამთვალიერებელი ეწვია, მათი უმრავლესობა – 39 300 ადამიანი, უცხოელი იყო. 

რას ირჩევენ ტურისტები აჭარაში

 

საბაგირო გზა, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი – ეს ის ადგილებია, რომლებსაც ქართველი თუ უცხოელი ტურისტები აჭარაში ყველაზე ხშირად ნახულობენ. მუზეუმებს შორის, ბოლო მონაცემებით, ყველაზე მიმზიდველი დამთვალიერებლებისათვის არქეოლოგიური მუზეუმია. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, აქ გასული წლის მსგავსად კვლავ მტირალას ეროვნული პარკი ლიდერობს ვიზიტორთა რაოდენობით. 2015 წლის მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელთან შედარებით მუზეუმებში, ნაკრძალებში და სხვა, ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილებში ვიზიტორების კლება შეინიშნება, ტურისტებისათვის მიმზიდველ ობიექტებში იმედოვნებენ, რომ აგვისტოში ეს სურათი შეიცვლება. 

შსს ინფორმაციით, ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა ივლისის თვეში გაზრდილია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა  2015 წლის ივლისის თვეში 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია. 

არაადაპტირებული ტურიზმი

 

რატომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ბათუმში დასვენება კომფორტული და რატომ ურჩევნიათ მათ განვითარებულ ქვეყანაში დაისვენონ? „ბათუმელების“ ექსპერიმენტი და მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო დაწესებულებებზე არ ასახულა.

აჭარა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურისტულ მარშრუტში

 

ხვალიდან სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმში, ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ერთ-ერთ საკითხად განიხილება კულტურული ტურსიტული მარშრუტი, რომელზეც აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული ობიექტიც იქნება დატანებული.

ტურიზმი წვიმაში

 

ბათუმში ტურისტული სეზონის გასული თვე-ნახევარი უმეტესად წვიმიანი იყო.  სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალი თვეც მეტ-ნაკლებად წვიმიანი იქნება. „რა ვაკეთოთ, როცა ბათუმში წვიმს?“, – ეს ქალაქში ჩამოსული ტურისტების მთავარი კითხვაა. თუ ბათუმში სტუმრობის მთავარი მიზეზი მხოლოდ ზღვა და რუჯის მიღებაა, მაშინ უნდა მოითმინოთ – წელს მზე აჭარას დიდად არ სწყალობს. მაგრამ თუ კულტურული ტურიზმით ხართ დაინტერესებული, წვიმაშიც კარგად შეძლებთ დასვენებასა და გართობას. 

ადგილი, სადაც ტურისტებს „ქალები იტაცებენ“

 

ცხენით გასეირნება გინდა, – დაუყოვნებლივ მოგგვრიან, გინდა ეწვიო გერგეტის სამებას, რომელიც ბრიტანული „ტელეგრაფის“ აზრით, მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის ერთ-ერთია – სათანადო ტრანსპორტი იქვეა, „მაღალი ზრახვების მეფეს“ – მყინვარწვერს გინდა შეეხო საკუთარი ფეხით, ეგეც შესაძლებელია – ახალგაზრდა გერგეტელები, რომლებიც ადრე სპორტს მისდევდნენ, ახლა ტურისტებს ეხმარებიან ოცნების ასრულებაში. მთავარია, ქალაქისგან ცოტა ხნით მაინც თავის დაღწევა მოინდომო.

როგორ გადანაწილდა „ჰით ბათუმისთვის“ გამოყოფილი 3 400 000 ლარი

 

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული ფესტივალი „ჰით ბათუმი 2015“ ოფიციალურად 6 ივლისს, პროექტის პრეზენტაციითა და ფოლკლორული ფესტივალით გაიხსნა. ფესტივალში მონაწილე კერძო და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებას „ბათუმის კულტურის ცენტრი“ აფორმებს. მერიის ბიუჯეტიდან „ჰით ბათუმისთვის“ 3 400 000 ლარია გამოყოფილი. როგორ გადანაწილდა ეს თანხა და რას მიიღებს საზოგადოება? – „ბათუმელები“ „ჰით ბათუმის“ ფინანსურ მონიტორინგს გთავაზობთ.

Exit mobile version