სიახლეები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში

25.05.2015
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში

 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარის მთავრობამ და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა  გამოყოფილი თანხის 78,4 პროცენტი აითვისეს.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გამოყოფილი თანხა სრულად ვერ აითვისა აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, რომელიც წელს სამ პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი ქვეპროგრამის _ დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარება – დაფინანსება (გამოყოფილი იყო 26 ათასი ლარი) არ განხორციელებულა.

 

აჭარის ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დეპარტამენტმა წარადგინა განაცხადი სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში – „EUROGITES“-ში გაწევრიანების შესახებ, საიდანაც მიღებულია თანხმობა. დეპარტამენტი აღნიშნულ ორგანიზაციაში ოფიციალურად გაწევრიანდება 2015 წლის ივნისში დაგეგმილ სხდომაზე. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო დეპარტამენტის გაწევრიანება ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო პორტების ასოციაციაში – „MedCruise“-ში, თუმცა მიღწეული იქნა შეთანხმება ბათუმის პორტის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნულ ორგანიზაციაში დეპარტამენტის ნაცვლად ბათუმის პორტის გაწევრიანებაზე. შესაბამისად, საწევრო გადასახადს გადაიხდის ბათუმის პორტი. ხოლო ღონისძიება _ „დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები“ დაიგეგმა წლის მეორე ნახევრისთვის“.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეობიდან დემურ დიასამიძე მიმდინარე წლის 19 მაისს გადადგა. დიასამიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა, 18 მაისს ბათუმში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: