ნეტგაზეთი • RU

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის გეგმები

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე მამუკა ბერძენიშვილი  დაინიშნა. 2015 წლის  19 მაისიდან, მას შემდეგ რაც პოსტი ყოფილმა თავმჯდომარემ დემურ დიასამიძემ დატოვა,  ის ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, მანამდე კი თავმჯდომარის მოადგილე იყო.  რას შეცვლის ახალი ხელმძღვანელი რეგიონში ტურიზმის მიმართულებით? – მამუკა ბერძენიშვილმა „ბათუმელების“ კითხებს უპასუხა.


მამუკა ბერძენიშვილი
მამუკა ბერძენიშვილი


ბატონო მამუკა, გეგმავთ ცვლილებებს თუ დეპარტამენტი იმავე რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას?

ვგეგმავთ კონკრეტულ ცვლილებებს, თუმცა ჯერ ეს ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად შესათანხმებელია ზემდგომ ორგანოსთან, ასევე კერძო სექტორთან.  ამიტომ არ მინდა ამაზე წინასწარ ვისაუბრო, რადგან არ ვიცი რა რა დოზით გამოგვივა.  როცა უკვე კონკრეტულ ცვლილებებზე ჩამოვყალიბდებით, ამას ოფიციალურად გავაჟღერებთ.

 

მათ შორის მხოლოდ პროგრამული ცვლილებები მოიაზრება თუ საკადრო ცვლილებებსაც გეგმავთ?

იქნება როგორც შინაარსობრივი ცვლილება, რომელიც გულისხმობს ჩვენი პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების ცვლილებას, თუმცა ეს იქნება არსებული სტრატეგიის ფარგლებში. მაგრამ ეს შინაარსობრივი ნაწილი რომ იქნას ინსტიტუციონალურ ცვლილებებში გადმოტანილი, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებებიც, რაც თავისთავში საკადრო ცვლილებებსაც  გულისხმობს.

 

ანუ შესაძლებელია დეპარტამენტში ახალი კადრები გამოჩდნენ?

95%  არსებული ძალებისა საკმარისია იმისთვის, რომ  ჩვენ უბრალოდ არსებული სტრუქტურის მოდიფიკაცია  განვახორციელოთ,  რაც შინაარსობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვა. მაგრამ იქნება რამდენიმე ახალი კადრიც. ამისთვის კონკურსი გამოცხადდება.

 

ვინ დაიკავა მოადგილის თანამდებობა, რომელიც მანამდე თქვენ გეკავათ?

სოფო ლაზიშვილმა, რომელიც მანამდე ტურისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

 

დაახლოებით რა ვადებში იგეგმება ამ ცვლილებების  გახმოვანება – დამტკიცება?

საერთოდ, ჩვენ ვეგმავთ, ახალი წელი დავიწყოთ ახალი სტრუქტურით და ახალი პროგრამებით, თუმცა ჩვენ თუ შევძელით ამ ყველაფრის ტექნიკურად განხორციელება, მანამდეც შეიძლება დავიწყოთ.

 

მამუკა ბერძენიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2011 წლიდან მუშაობს, ამ პერიოდში ის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსი იყო, 2013 წლიდან კი ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დააწინაურეს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში  დასაქმებამდე მამუკა ბერძენიშვილი მუშაობდა ჩეხეთში Global Tele Sales Brno (a Lufthansa company) -ში კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების განყოფილებაში.  

 

პროფესიით სოციალოგია და დამთავრებული აქვს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 2011 წელს კი მის  – მასარიკის უნივერსიტეტის,  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც სოციოლოგიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.