ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება. გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება. ბათუმის იახტკლუბი ბათუმის იახტკლუბში ყველაზე მეტი გასართობი სერვისია ერთად თავმოყრილი. გემით ნახევარსაათიანი გასეირნება 20 ლარი ღირს. იახტით 30 -წუთიანი გასეირნება – 100 ლარი, ხოლო სკუტერით 15-წუთიანი გასეირნება ასევე ასი ლარი. იახტაზე 8 ადამიანი …

8 მილიონ ლარს ტურიზმის დეპარტამენტი უტენდეროდ დახარჯავს აჭარის პოპულარიზაციისთვის

8 მილიონ 267 ათას 400 ლარია გათვალისწინებული აჭარის რეგიონის პოპულარიზაციისთვის 2026 წლის ბიუჯეტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ თანხას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს. გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის მისაღებად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო მომსახურებაში იგულისხმება აჭარის რეგიონის „პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და …

ტურისტი აქეთ-იქით არ უნდა დარბოდეს, უნდა იყოს ერთი ტუალეტი – პრობლემები მაჭახლის ეროვნულ პარკში

„ეს ხეობა მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის, როცა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ მზად მათ დასახვედრად. ერთი ტუალეტიც კი არ არის სოფელში და ტურისტებს აქეთ-იქეთ უწევთ სირბილი. ტყეში კი ბილიკები თითქმის წაშლილია“, – ამბობს რევაზ კახიძე, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები „ბათუმელებთან“. მაჭახელას ეროვნული პარკი სოფელ ჩხუტუნეთიდან კილომეტრ-ნახევარში იწყება. სოფელს ამის გამო ბევრი …

დაღუპვა, კიდურის ამპუტაცია და მძიმე ტრავმები – როგორაა დაცული უსაფრთხოება ბათუმის სანაპიროზე

დაღუპვის ერთი შემთხვევა, კიდურის ამპუტაცია, თავის ქალის მძიმე ტრავმები, სხვადასხვა სახის მძიმე თუ მსუბუქი დაზიანებები – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც სულ ცოტა, ბოლო ორი განმავლობაში მიიღეს ბათუმის ზღვაში დამსვენებლებმა. ტურისტების თქმით, ზღვაში შესვლის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან საზღვაო ტრანსპორტი საცურაო ზოლთან ახლოს მოდის, რაც იწვევს ზღვაში მყოფი ადამიანების დაზიანებას. ბოლო პერიოდში მინიმუმ …

რამდენად უსაფრთხოა ბათუმში საჰაერო ბურთით გასეირნება – ახალი სერვისი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე ახალი ტურისტული გასართობი სერვისი გამოჩნდა. ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს საჰაერო ბურთით გასეირნებას სთავაზობენ. საჰაერო ბურთი ბათუმში თურქულ-ქართულმა კომპანია „ბათუმი ბალონმა“ შემოიტანა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი თურქი პარტნიორები კაბადოკიაში მუშაობენ, ბათუმში კი სატესტოდ ჩამოიტანეს საჰაერო ბურთი. „თუ გაამართლებს, უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნუგზარ მსახურაძემ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად უსაფრთხოა ახალი …

პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში

„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს. ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე. იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ …

15 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურ გაიხსნება – ბიუჯეტიდან 541 000 ლარი იხარჯება

15-16 ივნისს, შაბათ-კვირას, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. „ზაფხულის ფესტივალი“ წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა. უცვლელია ფესტივალის სლოგანიც – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალი 15 ივნისს, 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის გაიმართება თითების თეატრის წარმოდგენა, …

„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით

„საბაგირო გზა უნდა გადიოდეს საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ… დარღვეულია შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ ელექტროგადამცემი მოწყობილობის წესების“ მე-6 გამოცემის 2.5 166-ე მუხლი,“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში, სადაც კომპანია ასაბუთებს, თუ რატომ შეუწყვიტა ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მოწყობილ ზიპლაინს ელექტროენერგია, როგორც კი კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო. ზიპლაინი კანონდარღვევით ქედაში უკვე მესამე წელი მუშაობდა ისე, რომ …

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

კამპანიის ფარგლებში „გამომყევი აჭარაში“ ქართველმა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა ფოტო-ვიდეოკონტენტით თავიანთ გამომწერებს გააცნეს აჭარის კულტურა, კულინარია, ფოლკლორი, კულტურული და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა, დავითს გამომწერები დანტესის სახელით იცნობენ. ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 33 მილიონამდე გამოხმაურება (reach) დააგროვა. …

“ტურისტერი” – ტურიზმის ფესტივალი დამთავრდა

ბათუმში დამთავრდა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი „ტურისტერი“, რომელშიც სპიკერები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. „ტურისტერს“ ბათუმი 10-11 ნოემბერს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მოესმინა, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე აწვდიდნენ ინფორმაციას. „ტურისტერზე“ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ გამოსვლებს რომელიც ეხებოდა თანამედროვე მოგზაურობისთვის აუცილებელ სერვისს, ციფრულ პასპორტს, სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ ახალ …

კვირიკეს მთებში ახალი ტურისტული ობიექტი – „შალე კვირიკე“ გაიხსნა

აჭარა შავი ზღვის პლიაჟებითა და კულინარიით არის ცნობილი, თუმცა ეს რეგიონი უნიკალურია მისი მთიანი რელიეფის ღირსშესანიშნაობებით. ალბათ ხშირად მოგისმენიათ, რომ აჭარაში ყველაფერია – ზღვა, მთა, ისტორია, ტურისტებით სავსე ქალაქი, კულინარია… ჩვენი მიზანია დამსვენებლებს ყველგან და ყოველთვის კომფორტული, მათზე მორგებული სივრცეები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ბარში მულტიფუნქციური კომპლექსის – „შატო კვირიკეს“ სახით ვართ წარმოდგენილები, ხოლო მთაში ახალ …

შედეგები არასახარბიელოა – გიდები ტურისტულ სეზონს აფასებენ

როგორი ტურისტული სეზონი იყო წელს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამჯერად გიდებს მიმართა – ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტურისტებთან. ყველა მათგანი ამბობს, რომ წელს ცოტა ტურისტი იყო ევროპის ქვეყნებიდან – აქტიურობა იყო ბელარუსიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. თუმცა რუსულენოვანი გიდიც კი მიიჩნევს, რომ „სეზონი იყო საშუალო“. გიდები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წელს საქართველოში ზაფხულის სეზონზე ფასები იყო …

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა – თვითმხილველი

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერმა გადაუარა. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ უყვება, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც. „ბათუმელებმა“ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სცადა პოლიციაში, სასწრაფო დახმარების სამსახურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შს სამინისტროს …

30-დან 200 ლარამდე ბინის დაქირავება – რა ღირს ბათუმში დასვენება, კვება, ზღვაზე გასეირნება

რა ღირს ბათუმში დასვენება, რა ფასები აქვს 2023 წლის საზღვაო სეზონზე სასტუმროებს და ზღვაზე გართობას? ბათუმში დასვენება საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცა. თუმცა აგვისტოს თვე ყველაზე ძვირადღირებული დროა ყველა საზღვაო ქალაქში. დასვენების დროს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კვება. შესაბამისად, ყოველ ზაფხულს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ბათუმში აჭარული ხაჭაპური, რადგან ბათუმში დასვენებისას საუზმე ხშირად დილის ხაჭაპურით იწყება. …

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

ბათუმში, კერძო ბინებისა და პატარა სასტუმროების მფლობელები დამსვენებლების ნაკლებობაზე ჩივიან. მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად იაფია დღიურად გასაქირავებელი ბინები, თუმცა ტურისტების რაოდენობა მაინც ნაკლებია. მაგალითად, საბა დობორჯგინიძე ბინას ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქირავებს დღიურად. გასულ წელს, სეზონზე 150 ლარად ქირავდებოდა მისი ბინა, წელს კი, როგორც გვეუბნება, 90 ლარშიც უჭირს გაქირავება. ამ ბინაში 3 ადამიანის …

„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ვინ ამოწმებს კატერებს, სკუტერებს, პარაშუტებს?

„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ბათუმის სანაპიროზე საცურაო „ბანანის“ გაქირავებას 16 წლის ლუკას ტრაგედიის შემდეგ ერიდებიან. აქ საცურაო „ბანანს“ იშვიათად, ან კუთხეში გადანახულს თუ იპოვით და პირდაპირ შემოგთავაზებენ, რაც ღირს კატარღით გასეირნება: ერთი საათით გნებავთ, თუ ნახევარი საათით? იქ, სადაც კატერებს აქირავებენ – სანაპიროს მისადგომთან და იახტკლუბში, არ სურთ ისაუბრონ პრობლემებზე, რაც 16 წლის ბიჭის დაღუპვის …

ბათუმში, ანბანის კოშკის წინ, ასო-ბგერებს ამონტაჟებენ

ბულვარში, ანბანის კოშკის წინ, ანბანის ასოებს ცალ-ცალკე ამონტაჟებენ. ახალი ინსტალაცია ანბანის კოშკის მიმდებარედ, ველობილიკის გასწვრივ დამონტაჟდება. რამდენიმე ასო-ბგერა უკვე დამონტაჟებულია, ასო-ბგერების ნაწილი კი ველობილიკის გასწვრივ არის განთავსებული. როგორც ბათუმის ბულვარში „ბათუმელებს“უთხრეს, ინსტალაცია დროებითია და ის ფესტივალის ფარგლებში დამონტაჟდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშიგვიდასტურებენ ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ინსტალაციები Batumi Festival-ის ფარგლებში მონტაჟდება და ფესტივალის განმავლობაში იქნება …

მილიარდერი საიმონსი ბათუმის პორტს 100 მილიონიანი იახტით ეწვია

ბათუმის სანაპიროზე მეორე დღეა დგას იახტა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია. ღია წყაროების თანახმად, იახტა სახელწოდებით „არქიმედე“ ეკუთვნის ჯეიმს [ჯიმ] საიმონსს – ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და მილიარდერ ფილანთროპს. საიმონსი თავადაც ბათუმშია. „ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance …

იდუმალი სტუმარი – რამდენ რესტორანს შეამოწმებენ აჭარაში

აჭარაში მდებარე კაფეებსა და რესტორნებს იდუმალი სტუმრის დახმარებით შეამოწმებენ. ბათუმში და აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სულ 100 კვების ობიექტი შემოწმდება იდუმალი სტუმრის მეთოდით. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ შერჩეულ კვების 100 ობიექტზე მივა სტუმარი, დაათვალიერებს რესტორნის ან კაფეს ინტერიერს (მათ შორის, ჰიგიენის წერტილებს) და შეუკვეთავს კერძებს. შემდეგ, წინასწარ შედგენილი კითხვარის საფუძველზე, …

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ …

ახალი ტურისტული ბილიკი ხულოში – კოტიჯვარის გადმოსახედი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, „კოტიჯვარზე“, იმ ადგილზე, საიდანაც მდინარე აჭარისწყალის ხეობის ხედი იშლება, ახალ ტურისტულ ბილიკს და გადმოსახედს მოაწყობენ. პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიზნობრივი ტრანსფერის დაფინანსებით ახორციელებს. სასეირნო ბილიკთან ერთად უნდა მოეწყოს თანამედროვე არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურა: ფანჩატური, გარეგანათება და მოსასვენებელი სკამები.  პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს და ჯამში 154 438 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს …

რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან წელს ტურისტებს აჭარაში

წელს ყველაზე მეტ ტურისტს აჭარაში ისრაელიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ელოდებიან. როგორც აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, წელს ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობენ. „დღეს, როდესაც ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და პანდემია არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, ტურისტულ მიმართულებებზეც შეიცვალა მიდგომები. აუცილებელია ჩვენი რეგიონის და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო, სტაბილური, …

ტურიზმის მარკეტინგი და დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის როლი მდგრადი განვითარებისთვის

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დიდი მონაცემების შეგროვება და დამუშავება დღითიდღე ცვლის ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და განსხვავებული პერსპექტივების დანახვის შესაძლებლობას იძლევა. გამონაკლისი არც ტურიზმია. გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება. მათზე დაყრდნობით კი საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ, რაც ტურიზმის მარკეტინგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული …

აჭარაში ტურიზმის მდგრადი განვითარების გაზომვის ევროპული მოდელი ინერგება

გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება, მათზე დაყრდნობით საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ. აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის  წარმომადგენლები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას …

ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი

კინტრიშის ხეობის დასალაშქრად ვერტმფრენით წავედით მედიატურში. აქამდე ვერტმფრენით არასდროს მიფრენია. ძალიან შინაურული ტრანსპორტი აღმოჩნდა – პაწაწინა ტრაპით, ოცდახუთკაციანი ბორდით და ილუმინატორით, რომელსაც საკუთარი საძინებლის ფანჯარასავით, როცა გინდა მაშინ გამოაღებ ღრუბლებში ხელის გასაყოფად. ბათუმი დაბლა რჩება, ღრუბლებიდან ვუყურებთ ქალაქს და ზღვას გადავუფრენთ თავზე. მერე ზღვასაც ღრუბელი ფარავს და კინტრიშის დაცული ტერიტორიები იწყება. კინტრიში დიდი ხეობაა. ვერ …

ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ტურისტულ მანიშნებლებს დაამონტაჟებენ

აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო სახლებისა და ტურისტული ლოკაციების მარკირებაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ტურისტული მანიშნებლები მეწყობა შემდეგ მარშრუტებზე/ლოკაციებზე: შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭვანის ხეობა, ხაბელაშვილები-ლელთის ტბის მარშრუტის მარკირება: სოფ. ხაბელაშვილები – სოფ. ნაღვარევი – ლელთის ტბა; ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ტბიყელის მარშრუტის მარკირება: სოფ. ჭახათი-კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-ტბა (უკვემარკირებულ მარშრუტებზე ხდება ნიშნულების …

აჭარაში კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკით დაშვება იქნება შესაძლებელი [ფოტო]

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის …

წისქვილების სოფელი და სხვა – როგორ აპირებენ ჭვანის ხეობის მთავარ ტურისტულ ადგილად ქცევას

შუახევის სოფელ ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური პროექტის შესადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 279 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა მომზადდეს. თაღოვანი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია მისასვლელი ბილიკის, ხიდის, ღია პარკინგის, ბელვედერი[ები]ს, ვიზიტორთა ცენტრის, ამფითეატრის და სხვა ობიექტების დაპროექტება. კონცეფციის მიხედვით, ჯამში, სოფელ ხაბელაშვილების და მის მიმდებარე …

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს იქაურობა თოვლითაა დაფარული. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ …

გოდერძის ჩანჩქერი აჭარის პატარა სოფელში [ფოტოამბავი]

სოფელი მეძიბნა ქედაში მდებარეობს. ბათუმიდან დაახლოებით საათ-ნახევარია ავტომობილით საჭირო ამ სოფელში მისასვლელად. სოფელში 45-50 კომლი ცხოვრობს. სწორედ ამ პატარა სოფელში მდებარეობს წყალუხვი ჩანჩქერი, რომელსაც „გოდერძის ჩანჩქერს“ ეძახიან. ჩანჩქერი ორ სოფელს, მეძიბნასა და ოქტომბერს ესაზღვრება და, მართალია, ქედაში მის შესახებ იციან, თუმცა ბევრი ტურისტისთვის ეს ახალი, უცნობი ადგილია აჭარაში. ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერის უკან,  …

რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ

რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 7 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით, რამდენი სასტუმრო შეძლებს აჭარაში სტუმრების მიღებას და როგორი იქნება ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში აჭარაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა. ქალბატონო თინათინ, ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახსნილია, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება უსაფრთხო დასვენება და …

200 000 ლარი ჩირუხის მთაში ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად – სააგენტო იდეას და პროექტს შეისყიდის

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 200 ათასამდე ლარს გადაიხდის „ჩირუხის მთაში [შუახევის მუნიციპალიტეტი] გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაში, რომელიც ჩირუხის მთას გახდის ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრს“. სააგენტო ამ ეტაპზე შეისყიდის 3 ადგილთან დაკავშირებულ 9 იდეას და აქედან შეარჩევს ერთს, რომლის მიხედვითაც შემდგომში განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტს. სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილემ …

ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოსა და ქობულეთში ტურისტული ბილიკების/მარშრუტების კვლევისა და მარკირების პროექტის შესყიდვას გეგმავს. სააგენტოს ამისთვის 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაატაროს: [checklist]  ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხულოს ცენტრთან დაკავშირებული ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადება;  ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე, …

თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები

თაგო სოფელია მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბათუმიდან სულ რაღაც 2 – 2.5 საათში აღმოჩნდებით. თუმცა ჯერ ხულოს ცენტრამდე უნდა ახვიდეთ, რისთვისაც ბათუმის ძველ ავტოსადგურს უნდა მიაკითხოთ, აქედან ხულოს მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ საათში ერთხელ დადიან, დილის 8-დან საღამოს 4-5 საათამდე. მგზავრობა ძვირი არ ღირს, სულ რაღაც 5 ლარი.  გზად გაივლით ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლების ულამაზეს გზას, …

Exit mobile version