მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ტურიზმის მარკეტინგი და დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის როლი მდგრადი განვითარებისთვის

06.12.2021 • 1839
ტურიზმის მარკეტინგი და დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის როლი მდგრადი განვითარებისთვის

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დიდი მონაცემების შეგროვება და დამუშავება დღითიდღე ცვლის ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და განსხვავებული პერსპექტივების დანახვის შესაძლებლობას იძლევა. გამონაკლისი არც ტურიზმია.

გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება. მათზე დაყრდნობით კი საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ, რაც ტურიზმის მარკეტინგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო (მაგალითად, Booking.com, TripAdvisor, MasterCard და ა.შ.) და საჯარო სექტორის  წარმომადგენლები (დანიშნულების ადგილები, საკონვენციო ბიუროები, დარგობრივი ასოციაციები და ა.შ.)

თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას უშლის ხელს, ეს კი ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 18 ნოემბერს, ლიუბლიანაში (სლოვენია), გამართული კონფერენცია „ტურიზმი, დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“, რომელიც  პროექტის „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის – მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი  განვითარების სტრატეგიებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაზე მოწვეული იყო სახელმწიფო და კერძო სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან და მათ შორის მარკეტინგული კომპანია „შინდი“, ბათუმიდან.

აღნიშნული პროექტი „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“ მიზნად ისახავს ტურიზმის დანიშნულების ადგილის (Destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცმების ანალიტიკით (Big Data Analytics), რისთვისაც გამოყენებულია სპეციალური ციფრული ხელსაწყო ე.წ. „„ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ.

სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა, ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან – 2021 წლის ნოემბრამდე.

პროექტმა ცხადად გამოაჩინა, რომ საქართველოს და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს მონაცემთა ანალიტიკის და ტურიზმის მდგრადი განვითარების მხვრივ საერთო გამოწვევები აქვთ:

  • ციფრული გადაწყვეტილებების ნაკლებობა ტურისტული დანიშნულების ადგილებში
  • მონაცემთა არასაკამარისი რაოდენობა ტურიზმის ინდუსტრიაში
  • ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ნაკლებობა დაინტერესებულ მხარეებს შორის მონაცემთა გაზიარების პრაქტიკის არარსებობის გამო

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, ლიუბლიანაში, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომლის მიზანია:

  • ტურიზმში ციფრული ტექნოლოგიების და (დიდ) მონაცემთა ანალიტიკის დამკვიდრება
  • მონაცემთა სისტემატური შეგროვების მუდმივი მექანიზმების ჩამოყალიბება
  • მონაცემების გაზიარების პრაქტიკის დამკვიდრება

„შინდი“, სხვა კერძო, სახელმწიფო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებთან ერთად, შეუერთდა აღნიშნულ დეკლარაციას, რისი საშუალებითაც სააგენტო შეეცდება ხელი შეუწყოს ქართული ტურიზმის მდგრად განვითარებას მონაცემთა ანალიტიკაზე დაყრდნობით წარმოებული ტურიზმის მარკეტინგის საშუალებით.

დათო მახარაძე, CEO, შინდი

დათო მახარაძე, CEO, შინდი

დათო მახარაძე, CEO, შინდი: „ბათუმისთვის და აჭარის რეგიონისთვის ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით მას სჭირდება მუდმივი დივერსიფიკაცია. ამ ყველაფერში კი უმთავრესია დიდ მონაცემთა ანალიტიკა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რათა ზუსტად ვიცოდეთ სად ვართ და რისი ცვლილება გვჭირდება დღეს (მათ შორისაა დანიშნულების ადგილის მარკეტინგული სტრატეგიები), რათა ხვალინდელი ტურიზმი იყოს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული“.

პროექტი თანადაფანინანსებულია ევრო-კომისიის მიერ, მისი ოფიციალური პარტნიორი გახლავთ აჭარის ა.რ. ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო, ხოლო განმხორციელებელია „ტურიზმის ინსტიტუტი“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: