მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის  შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652  ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ დაგეგმილი …

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის …

საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 მილიონ ლარად 20 წითელ ჯიპს იყიდის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების (ჯიპების) სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო საწყისი ღირებულებაა  1 007 665 ლარი. სატენდერო პირობით, ავტომანქანების კარების რაოდენობა უნდა იყოს – 5 [ოთხი მძღოლის და მგზავრების და ერთი საბარგულის კარი], ხოლო ავტომანქანების ფერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით უნდა …

გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს ბათუმის მერია ალაგ-ალაგ „კაპიტალურად“ შეაკეთებს

ბათუმის მერია 317 682 ლარის დახარჯვას გეგმავს ბათუმში ორი ქუჩის გარკვეული მონაკვეთების „კაპიტალური რეაბილიტაციისთვის“. ესაა, ძირითადად, ქვაფენილებიანი ქუჩები: ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის. მიუხედავად იმისა, რომ მერია ყოველწლიურად 250 ათას ლარამდე ხარჯავს ქუჩების მოვლა-შენახვაში, ბევრი ქუჩა, მათ შორის ეს ქუჩებიც, ზოგ ადგილზე იმდენად ამორტიზებულია, რომ გავლა უსაფრთხო არც ავტომანქანებისთვისაა და არც ქვეითებისთვის. მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …

66,5 მილიონი ლარი ბათუმის ახალი სპორტსკოლისთვის – მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 66 574 430 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“. „ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში“ -განაცხადა შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა …

გზების რეაბილიტაცია ხულოს 34 სოფელში

ხულოს მუნიციპალიტეტში 34 სოფლის საავტომობილო გზის რთული მონაკვეთი მობეტონდება. სასოფლო გზების მობეტონებასთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 723 990 ლარი გამოყო და მთლიანობაში 3 958 კუბური მეტრი მზა ბეტონის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი 13-14 ივლისს გამოაცხადა. სოფლების – ყინჩაურის, ძმაგულის, გურძაულის, წაბლანის, კვატიის, ვერნების, დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გობაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, ზემო ვაშლოვანის, შურმულისა და ქვედა ვაშლოვანის შიდა …

9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმის მერია 100 ათასამდე ლარს დახარჯვას

ბათუმის ბულვარში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, 9 აპრილის გმირთა მემორიალი უნდა განთავსდეს. მემორიალის საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით: [checklist] „ესკიზური პროექტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ერთდროულად ითვალისწინებდეს 9 აპრილს, როგორც საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი …

ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქ. N4-ში მდებარე შენობის ფასადის, აივნისა და ფარნავაზ მეფის ქ. N45-ში მდებარე შენობის აივნის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები  საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება. შესაბამისი ტენდერის მიხედვით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს და სამშენებლო სამუშაოებისთვის 28 325 ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანოს №13-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. სატენდერო პირობების თანახმად, „სამუშაობების …

ხულოში, კურორტ „გოდერძიზე“ გზის მშენებლობის გამო 482 ხეს მოჭრიან

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში, ახალი, 1761-მეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება. გზის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 168 ათას 753 ლარია გამოყოფილი. მშენებლობის გამო კი აუცილებელი იქნება მოიჭრას 267 ძირი ფოთლოვანი, 215 წიწვოვანი ხე, ასევე 117 ბუჩქნარი. გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „Goderdzi Resorts“-ი შეისყიდის, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო განაცხადის შესაბამისად, …

გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია  ქედის გამგეობას 2016 წელს 60 128 ლარი დაუჯდა. კიბეების რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში, სპეციალური საღებავი ჩამოიშალა და ერთ მხარეს ჩამოსხმული საყრდენი კედელიც კი დაიბზარა. ბეტონის კიბეები დაზიანებულია. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „მშენებელი -5“-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით აცნობეს. გამგეობის …

8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბათუმის მერია რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გახსნას გეგმავს. მერიის ინფორმაციით „ამ დღის აღსანიშნავად ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“. ბათუმის მერიაში თვლიან, რომ „მემორიალის განთავსება ხელს შეუწყობს ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის განცდის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს დამოკიდებულებას“. მემორიალის …

ფიჭვნარისა და პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარსა და პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელსაც ჩატარდება. შესაბამისი ტენდერები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 ივლისს დასრულდება. ფიჭვნარში გათხრები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება, რისთვისაც 22 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პეტრას ციხეზე გათხრები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 22 ათას 500 ლარია გამოყოფილი. არქეოლოგიური გათხრები …

წმ. ნიკოლოზის ტაძრისა და ბათუმის სასამართლოს სახურავს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეაკეთებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში მდებარე რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სახურავს შეაკეთებს. ასეთი სულ სამი ძეგლია: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ბათუმის სასამართლო და ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა N47-ში მდებარე შენობა. სააგენტოს ელექტრონული ტენდერი „ქ. ბათუმში მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“ აქვს გამოცხადებული. ამ სამუშაოების შესრულებაში სააგენტო მაქსიმუმ 6500 ლარს გადაიხდის. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს …

როდის დასრულდება ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ანგისის დასახლებაში საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობას დაათვალიერებს. ამ ბაზას ბათუმის მერია აშენებს, თანხა კი ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება. ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული …

შსს 11,5 მილიონი ლარით 262 ახალ ავტომობილს შეისყიდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 262 ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა – საწყისი სატენდერო თანხა, ჯამში, 11 მილიონ 513 ათას 234 ლარია. შსს-ს მომსახურების სააგენტო 85 საგამოცდო და ერთ ცალ საპროტოკოლო ავტომობილს მაქსიმუმ 3 025 674 ლარად შეიძენს, ხოლო მაქსიმუმ 8 487 560 ლარს გადაიხდის 176 ავტომობილში, რომლებიც საპატრულო პოლიციას გადაეცემა. სააგენტო A, B, …

მთავარი პროკურატურა 10 ახალ ავტომანქანას შეიძენს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ოპერატიული დანიშნულების 10 ახალ მსუბუქ ავტომანქანას [სედანი] შეიძენს. ახალი ავტომანქანების შესაძენად პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სატენდერო თანხა კი 713 550 ლარია. მანქანების შესყიდვას მთავარი პროკურატურა ამ ავტომანქანების დამატებით 5-წლიან საგარანტიო სერვისთან ერთად და ამასთან, ჩანაცვლების გზით გეგმავს. ჩასანაცვლებელი ავტომანქანების ღირებულება კი, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჯამში 310 ათასი ლარია, რაც მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისას ახალი …

უმაღლეს საჭოში გათბობა-გაგრილების სისტემას ცვლიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში გათბობა-გაგრილების ახალი მოწყობილობების [ჩილერ(ებ)ის] შეძენა, მათი მონტაჟი და არსებულის დემონტაჟია დაგეგმილი. სისტემის განახლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 64 ათას 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს საკანონმდებლო ორგანო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. უმაღლესი საბჭო ტენდერში გამარჯვებულს ჩილერის ექსპლუატაციის ინსტრუქციას ქართულ, ან რუსულ ენაზე თხოვს. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისთვის „მინიმუმ 235 კვტ. ჯამური …

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ზღვის ძუძუმწოვარი ბინადრებისთვის 3,5 ტონა გაყინული თევზის შეძენას გეგმავს ტენდერის გარეშე. ცენტრის ინფორმაციით, ეს აუცილებელია, რათა მარაგის ამოწურვის შედეგად დელფინებისა და სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვითარება გამოიწვია იმან, რომ გაყინული თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. ტენდერებს თევზის შესყიდვაზე …

ბათუმში ქუჩის მხატვრობის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში „სთრით არტ“ ფესტივალის ჩასატარებლად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  30 მაისს ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე წინადადებების მიღება დასრულებულია და მათი განხილვა მიმდინარეობს. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „არტ სტუდია“ “Dotcomma“ მონაწილეობს, რომელმაც სამინისტროს ფესტივალის ჩატარება 34 300 ლარად შესთავაზა. „სთრით არტ“ ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის პროექტის „ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზება აჭარაში“ ქვეპროგრამის …

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“. სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას …

აჭარის პოლიციის ავტომანქანები ტექნიკური მომსახურების გარეშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავის ბალანსზე არსებულ SHKODA-ს, TOYOTA-ს, ასევე სხვადასხვა მარკის [HYUNDAI, MITSUBISHI, NISSAN] ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დროებითი ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე ითხოვს. „გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება. ამასთან, შპს „მათემოტორსის“ …

იალაღებზე მისასვლელად შუახევის მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებზე ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე  [ორი თვის განმავლობაში] უფასო  გადაადგილებით ისარგებლებს. შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი ამ მომსახურებაზე გუშინ, 6 ივლისს, 28 460 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც შუახევის გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს: [checklist] კატრიანის …

ნახევარი მილიონი ლარი ბსუ-ს გასათბობად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პირველი კორპუსის გათბობის სამუშაოებში 500 ათას ლარს გადაიხდის. ბათუმის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი [2 და 3-სართულიანი შენობები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, თუმცა სამუშაოები ამ დროისთვის შეთანხმებული არ არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სამუშაოებს უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც გამოცხადებულია და 22 ივნისს უნდა დასრულდეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სააგენტოს …

კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა. …

ქობულეთში ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია იგეგმება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 100 ათას ლარს დახარჯავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 21 ივნისს დასრულდება. შესაბამისი პროექტისა და კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე ძეგლის მხოლოდ კონსერვაცია იგეგმება. ტენდერში გამარჯვებულმა თავად უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოსაგან სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის მიღება, ხოლო შემდეგ – საქართველოს კულტურული …

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის (შქერნალის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურის მოწყობას „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ გეგმავს. ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შენობების საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებში კი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საკუთარი ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 112 750 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი 19 ივნისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. პრეტენდენტმა ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს: [checklist] ბილეთების ჯიხურის მშენებლობა; …

ტურიზმის დეპარტამენტი 400 ცალ ფლეშმეხსიერებას შეიძენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ოთხი ფერის 400 ცალ ბრენდირებულ ფლეშმეხსიერებას [USB] შეიძენს. ფლეშმეხსიერებების შესაძენად დეპარტამენტს 6 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დეპარტამენტის ინფორმაციით, ფლეშმეხსიერებებს, რომლებზეც აჭარის შესახებ პრეზენტაციები და სხვა თემატური ციფრული მასალაა ჩაწერილი, დეპარტამენტი საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებზე ავრცელებს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. ფლეშმეხსიერება USB: 2.0 …

შსს ნახევარი მილიონი ლარით განტვირთვის ჟილეტებს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 560 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული განტვირთვის ჟილეტების შესაძენად. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივნისს დასრულდება. სამინისტრო სხვადასხვა სახის განტვირთვის ჟილეტის 4 ათასამდე კომპლექტს შეიძენს. 500 კომპლექტის ფერი იქნება მუქი მწვანე ან კოიოტი [დაზუსტდება შემსყიდველთან], ხოლო 3500 კომპლექტი იქნება – მუქი  შავი. რაც შეეხება ჟილეტების ზომებს, მას ტენდერში გამარჯვებული  სამინისტროსთან …

ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

ბათუმის მერია ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში 35 ათასამდე ლარს გადაიხდის. ტურნირი საქართველოსა და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს დასრულდება. „ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ბათუმში, ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო პლეიოფებში – ოლიმპიური სისტემით. ღონისძიების ჩატარების დეტალური …

საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და მოსაცდელების მოწყობაში ქობულეთში 63 ათასი ლარი დაიხარჯება

ქობულეთში გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპირფარეშოების რეაბილიტაციას და ახალი მოსაცდელების მშენებლობას გეგმავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ამბულატორიის შენობას სოფელ ბობოყვათში და რამდენიმე არსებულ მოსაცდელს. ამ მომსახურების შეძენაზე გამგეობას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, საერთო თანხით – 63 120 ლარი. ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოების და ამბულატორიის შენობის [სოფელ ბობოყვათში] რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 23 400 ლარია გათვალისწინებული; შესრულებული და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს შეღებავენ

ყვითელ, ლიმონისფერ და ვერცხლისფერ საღებავს შეისყიდის „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუნიციპალური ავტობუსების შესაღებად. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ავტობუსები ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით შეიღებება – ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიერთი – მთლიანად. სატრანსპორტო საშუალებების შეღებვისთვის საჭირო 7 სახეობის 1100 ერთეული [კგ/ლტ]  მასალის შესაძენად „ავტოტრანსპორტი“ მაქსიმუმ 35 593 ლარს გადაიხდის. საღებავების საგარანტიო ვადა ერთი წელი მაინც უნდა იყოს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში …

სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. 6 ობიექტის დოკუმენტაციის შედგენაში კი, მაქსიმუმ 33 ათას 898 ლარს გადაიხდის. აჭარაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა შემდეგ პუნქტებში: [checklist] სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს; ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი …

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …

თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის. ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. „გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით …

200 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან ფანჩატურებისა და სკამების შესაძენად

ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის კორპუსი“ 200 ათას ლარს გადაიხდის 123 ფანჩატურსა და 683 საბაღე სკამში. „ბათუმის კორპუსს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლებიც 1 და 2 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულებს ევალებათ სკამები და ფანჩატურები მითითებულ მისამართებზე თავად განათავსონ. სატენდერო პირობების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადაა 45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან; განთავსების ადგილებს მიმწოდებლებს ბათუმის კორპუსი ეტაპობრივად მიაწვდის. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით …

Exit mobile version