„ოზთურქის ბინებს“ სოცდაუცველებს გადასცემენ – ბათუმის მერია სპეციალურ საცხოვრებელ ზონას ქმნის

ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც იმ ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსს უცვლის. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ვინაიდან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ეს ბინები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა გადაეცეს. ტერიტორია გიორგი ცაბაძის [ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის] ქუჩაზე, რომელზეც 7 კორპუსი დგას, თურქ ბიზნესმენს ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს. საუბარია იმ კორპუსებზე, …

რომელ ოჯახებს შეუწყდებათ სოცდახმარება – კობახიძის ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამოიღებენ ოჯახს, რომლის წევრის შემოსავალი 1250 ლარია ერთი თვის განმავლობაში. დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა. „თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად …

მხარდაჭერის ნაცვლად, ბაზებიდან ამორიცხვა – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

სოციალურად დაუცველთა ბაზების მასობრივ გადამოწმებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება. ცენტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის და მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის. საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა დაახლოებით 20 წელია არსებობს. იგი 2006 წელს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების …

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. 2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის …

სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი. „აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, …

„არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ჭამა მაინც ხომ მჭირდება და წამლები“ – 65 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

65 წლის ბათუმელი ნანული ჯაშის ცხოვრება დაახლოებით 14 წლის წინ შეიცვალა, როცა შვილი დაეღუპა. „უკვე 9 წელი სრულდება, რაც ტვინში სისხლი ჩამექცა, ინსულტი მივიღე. წამალს ვსვამ მარცხენა ხელ-ფეხის შესანარჩუნებლად. ეს დამემართა შვილის დაღუპვის გამო, 21 წლის ბიჭი მომიკლა მანქანამ. ოთხი წელიწადი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. შემდეგ ნელ-ნელა, როგორღაც წამოვდექი. ეტლით დავდიოდი გარეთ, თავი რომ მერჩინა. მოწყალებით …

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის.  მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით. „მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ …

„დაგვტოვეს მშივრები“ – ზესტაფონი და შროშა ავტობანს მიღმა | ვიდეო

„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ავტობანი რომ გაიხსნა, იმ ღამეს, ცხრა საათის მერე ამ გზაზე მანქანა საერთოდ არ მოძრაობდა“, – გვიყვება მაიკო, „MM-ის“ თანამშრომელი. კვების ეს ობიექტი ზესტაფონში ყავით ცნობილ ქუჩაზე მდებარეობს. ბოლო ერთ წელში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ორი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. სასიკეთო ცვლილებას უკვალოდ არ ჩაუვლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, აქ საგრძნობლად იმატა …

სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს

„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა. მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა. რატომ არ იცლება ნაგვის …

3 000 ლარი მჭირდება შვილი სტამბულში რომ წავიყვანო სამკურნალოდ – 13 წლის ბიჭის დედა

13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან …

7 წლის ბარბარეს დიაგნოზი ვერ დაუსვეს – უცხოეთში შვილის წასაყვანად მშობელი დახმარებას ითხოვს

7 წლის ბარბარე აბაშიძეს აუტისტური სპექტრის აშლილობა 2 წლის ასაკში დაუდგინდა და უტარდებოდა თერაპია. ბარბარეს ბოლო სამი წელია დაეწყო დაუზუსტებელი წარმომავლობის ართრიტი. თავიდან უბრალოდ ფეხს იტკიებდა, მერე კი ნელ-ნელა საერთოდ შეწყვიტა სიარული. სისტემურად დაზიანდა შემაერთებელი ქსოვილები. ყველაფერს თან დაერთო D ვიტამინის მწვავე დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია და ასევე დაუზუსტებელი წარმომავლობის ეპილეფსია. ბარბარეს მეტყველებით კომუნიკაციის დამყარება არ …

რომელი უსახლკარო ოჯახები მიიღებენ ბინებს – ნახეთ კრიტერიუმები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები დაამტკიცა. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებენ იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლი/ბინა უნდა გადასცენ. სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემის პროგრამა 2024 წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში და წლის ბოლომდე იმოქმედებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში …

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“. პროგრამა დღეს, 2024 წლის …

„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – დევნილი ქალი

„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს. „ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის. დოდო ფაჩულია ბათუმში, …

„თურქეთში გადავედი 500 ლარით, ბავშვები რომ გამომეწყო სასკოლოდ“ – ოჯახი კოკოტაურიდან

„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ. „თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ …

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …

5 000$ ღირს ჩემი გადარჩენა. მე ამის საშუალება არ მაქვს – საქართველოში 44 წლის კაცს ვერ მკურნალობენ

ვერ აგროვებს თანხას საფრანგეთში 3, 4 თვით რომ ბინა იქირავოს და მკურნალობის დაწყებას დაელოდოს, ამ მიზეზით 44 წლის იმედა ენდელაძის სიცოცხლე, შეიძლება ნებისმიერ წუთს დასრულდეს საქართველოში. იმედას დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული …

ბავშვის წამლის ფული არ გვაქვს – 3 წლის ბიჭის დედა, რომლის ქმარიც აგვისტოს ომის ვეტერანია

30 წლის მადლენა გოგიტიძე ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად. მან ყოველი თვის ბოლოს 350 ლარი უნდა გადაუხადოს ბინის მეპატრონეს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია. ამ ნიშნით მათ ყოველთვიური ფულადი დახმარება – 240 ლარი ერიცხებათ სოციალური სამსახურისგან. ბინის ქირა რომ გადაიხადოს, მადლენა ყოველი თვის ბოლოს დამატებით 100 ლარს იღებს სესხად მეზობლების, ნაცნობების, …

ვის და რამდენით დაუფარავს დენის გადასახადს სახელმწიფო 2023 წელს

სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტ.სთ-ის ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო, დახმარების სახით, 1 კვტ.სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით გადაიხდის. მთავრობის ახალი დადგენილებით, 2023 წელს სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი პირობებით: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე …

გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში

„მარშუტკებს“, მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს შორის გაძრომას ცდილობს. მძღოლები ჩამოწეული საქარე მინებიდან ერთხმად უყვირიან: „გაიწიე!“, „გამოიწიე“, „მალე წადი“, „დროზე“… დეკემბრის მზიანი ბათუმური დღე 54 წლის ნუგზარ მუშარბაძისთვის დილის 5 საათზე დაიწყო. ნუგზარი უკვე 4 თვეა, რაც ყოველ დღე, მათ შორის ცივ და წვიმიან ამინდებში ურიკით ტვირთს ხან ბაზრიდან ბაზარში და ხანაც საბითუმო მაღაზიებიდან სხვადასხვა ქუჩის …

„2 ბავშვი მყავს, უკვე გათბობაა საჭირო“ – სოციალურად დაუცველები ბათუმში შეშას ითხოვენ

„მერიაში მითხრეს, თუ გვექნება, მოგცემთო. თუ-ზე დაიტოვება შეშის ამბავი?!“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები თამარ არძენაძე. ის სოციალურად დაუცველია და ბათუმის მერიისგან უფასოდ ერგება შეშა. „რამდენი ხნის წინ დავწერე განცხადება, მივაკითხე კიდეც და მითხრეს, ამ ეტაპზე არ გვაქვს შეშაო. პატარები მყავს ბავშვები, ორი ბავშვი მყავს, უკვე სიცივეებია და საჭიროა გათბობა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ არძენაძემ. სოციალურად …

სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან 

6 შვილის მამა, 44 წლის ავთანდილ შაინიძე ხულოს სოფელ წაბლანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ავთანდილის უფროსი შვილი – სალომე 18 წლისაა. შემდეგი შვილები კი – 17 წლის მარადი, 15 წლის ლუკა, 11 წლის ირინა, 9 წლის ელენე და 1 წლის დავით შაინიძეები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონები. ავთანდილის 4 შვილი …

„დასაქმდა 20 ათასი სოციალურად დაუცველი “ – ღარიბაშვილი

„დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 55 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში, სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში,“ – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, გაიზარდა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მაჩვენებელი. „ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, ინფრასტრუქტურაა, სატყეო თუ სხვა და ამას სჭირდება კიდევ …

1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …

„ჩვენ მოგვეცით აქ ბინები“ – აქცია გოგოლის ქუჩაზე

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კორპუსების დემონტაჟი იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. „ბევრი ადამიანია უსახლკარო, რატომ უნდა დაანგრიონ. მოგვცენ ჩვენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ბათუმში, გოგოლის 11-ში, 9 კორპუსი უკანონოდ აშენდა.  ამის მიუხედავად ხელისუფლებას ეს მშენებლობა არ შეუჩერებია. ოფიციალურად ბათუმის …

დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაციას სთხოვს. სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში 14 382 ვაკანსიაა გამოცხადებული. „საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან …

143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

ხელვაჩაურის მერია უფასო სასადილოებისათვის  100 ათას ლარს დახარჯავს. ერთი უმწეო ადამიანის კვებაში ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან დღეში 2,5 ლარი იხარჯება. ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები 143 ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 100 ათას 458 ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი: 2022 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება …

300 ლარს მინისტრები 1 ნივთში იხდიან, ჩვენ თვეში ვიკმაროთ? – სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამაზე

საქართველოს მთავრობა პირველი მარტიდან ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს  ღარიბი ოჯახების გაძლიერებას, რის შემდეგაც მინიმუმ 4 წელში მათ სახელმწიფო შემწეობა აღარ უნდა დასჭირდეთ. რამდენად რეალურია მთავრობის პროგნოზი და რას ფიქრობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივაზე? „ბათუმელები“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ესაუბრა. ინგა შერვაშიძე …

სად დაასაქმებენ სოციალურად დაუცველებს – რას ამბობენ აჭარის სააგენტოებში

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს აჭარაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და სად უპირებენ სოციალურად დაუცველებს დასაქმებას. ასევე, რამდენად არის პროექტის განხორციელებაში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო ჩართული და რა ინფორმაცია აქვთ ამ დროისთვის შეგროვებული. სააგენტოს ხელმძღვანელს, ვაჟა ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ აქვს სააგენტოს …

თუ სოციალურად დაუცველი არ დათანხმდება სამუშაოს, ოჯახი გადამოწმდება – ღარიბაშვილი

დღეს, 14 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელსვე დაიწყება დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში მინიმუმ 50 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდება. „200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მათ სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ რეალიზაცია. სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეეძლება დასაქმება. პროგრამა …

ვის და როგორ გადაუხდის დენის გადასახადს სახელმწიფო – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 3 თებერვალს მიიღო დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“. ახალი დადგენილებით: ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, 2022 წლის იანვრიდან, დენის სუბსიდიის თანხა შეადგენს: 2020 წლის დეკემბრის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ტარიფს შორის სხვაობას და ასევე, …

მინდა ჩემს ქვეყანაში მისამართი მქონდეს – როცა 38 წლის ქალი 5 შვილთან ერთად უსახლკაროდაა

38 წლის თამარ ხაჯიშვილი 5 შვილის დედაა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლანჩხუთში ბინადრობს. ოჯახს არ აქვს სახლი და ქირით ცხოვრობს. თამარი ეძებს გზებს საქართველოდან წასასვლელად, რომელიმე ქვეყანაში ოჯახთან ერთად ლტოლვილად რომ ჩაბარდეს. მან ქალების ჯგუფს მიმართა დასახმარებლად და იმის გასაგებად, თუ სად და როგორ შეძლებს ევროპის რომელიმე ქვეყანას თავი შეაფაროს. თამარ ხაჯიშვილი: ჩემი ყველა შვილი …

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას კამერების თანდასწრებით“ – აქცია მთავრობის სახლთან | LIVE

დღეს, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფია შეკრებილი. აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის კორპუსები, რომლებსაც მთავრობა აშენებს ბიუჯეტიდან, საკმარისი არ არის სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახის დასაკმაყოფილებლად. აქციაზე იმყოფებიან თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევარი …

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …

„ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“ – ქალი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

სურმანიძეების 6-სულიანი ოჯახი ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში ცხოვრობს. ოჯახის ორი წევრი დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ქალი აცხადებს, რომ მისი სახლი სიცოცხლისთვის საშიშია. ნანული სურმანიძემ ის დოკუმენტი დახია, სადაც ეწერა, რომ მას მრავალშვილიანი დედის სტატუსი აქვს და შენობის კარებთან დაყარა. „რად მინდა ცარიელი სტატუსი, თუკი მთავრობა არაფერში დამეხმარება. ერთი ოთახიც კი …

Exit mobile version