მთავარი,სიახლეები

ვის და როგორ გადაუხდის დენის გადასახადს სახელმწიფო – ახალი დადგენილება

04.02.2022
ვის და როგორ გადაუხდის დენის გადასახადს სახელმწიფო – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 3 თებერვალს მიიღო დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“.

ახალი დადგენილებით:

  • ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, 2022 წლის იანვრიდან, დენის სუბსიდიის თანხა შეადგენს: 2020 წლის დეკემბრის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ტარიფს შორის სხვაობას და ასევე, დამატებით 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრს [2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით].
  • ანალოგიურ დახმარებას, ოღონდ  1-ლი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მიიღებენ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

დახმარების სახით ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის [2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით ] ოდენობით განხორციელდება ასევე შემდეგი პირობებით:

  • 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ის [გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა];
  • 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის კი − იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში.

 

 

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითაც.

ეს დადგენილება 2022 წლის 3 თებერვალს ამოქმედდა და ის 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/384710/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: