მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

04.01.2024
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 767 332 ლარია.

„ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩაზე არსებული N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სკოლის განახლებას არსებული სიტუაციის, ფართობების და დაკავებულობის ცვლილების გარეშე“ – აღნიშნულია ტენდერში.

სკოლის შენობის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

„ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“ – აღნიშნულია პირობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2024 წლის 19 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა / რენდერი პროექტიდან

„პროექტში არსებულ რენდერში, ფასადის სრულად წარმოჩენისთვის, არ არის ხე-მცენარეები. თუმცა, პროექტის მიხედვით, უნდა შენარჩუნდეს ყველა ხე-მცენარე“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 000 000 ლარის, მათ შორის ერთი შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია“.

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა / არსებული სიტუაცია / ფოტოები ტენდერიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: