2000-2000 ლარით დააჯარიმეს რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები – სასამართლო

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები. 31 ივლისს, ბათუმში აქციაზე 23 პირი დააკავეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მისი ორგანიზაცია სასამართლოში იცავდა 6 პირის ინტერესებს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ექვსივე მათგანი – გენრი …

ბათუმში აქციაზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს 31 ივლისს ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავად ავრცელებს. საგამოძიებოს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. …

რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები – საია აქციის მონაწილეებზე

პარტია „დროას“ ინფორმაციით, მათი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს დაკავების დროს და დაკავების შემდეგაც პოლიციელებმა სცემეს. ის სენაკის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გენრი დოლიძის ინტერესებს საია იცავს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ის უკვე მოინახულა ადვოკატმა და ადასტურებს, რომ გენრის დაზიანებები აქვს: „გენრი ამბობს, რომ დაზიანებები არამხოლოდ დაკავების დროს, არამედ გადაყვანის დროსაც მიაყენეს.“ …

აქციაზე დაკავებულ უკრაინელ ქალს ექიმის დახმარება დასჭირდა – ადვოკატი

ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ ქალს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ექიმის დახმარება დასჭირდა. ადვოკატ ნინო ირემაძის თქმით, დაკავებულ ქალს დახურული სივრცის შიში აქვს და რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა: „რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.“ ნინო ირემაძემ დაკავებული ქალი უკვე მოინახულა, ის ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, ქალი ამბობს, რომ პოლიციამ მისი დაკავების დროს …

საიას თქმით, პოლიცია მათ არ ეუბნება, სად წაიყვანეს დაკავებულები

ბათუმის აქციაზე დაკავებული 23 მოქალაქიდან  საიას აჭარის ორგანიზაციისთვის ამ დროისთვის მხოლოდ 9 პირის სახელი და გვარია ცნობილი. ორგანიზაციაში დაზუსტებით არ იციან, ვინ სად არის გადაყვანილი. საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ 6 დაკავებული ბათუმის იზოლატორშია მოთავსებული, სხვები კი სავარაუდოდ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში გადაიყვანეს: „გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია ისინი …

როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ – ვიდეო

როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ. დავით მაღრაძის უშუალო ჩართულობით, მინიმუმ 4 პირი დააკავეს. რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.

ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. მას პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას …

შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტება – საია ბათუმში მოქალაქეების დაკავებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების დაკავების პროცესში შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. „პოლიციამ 23 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, ერთი უკრაინის მოქალაქე. დაკავების პროცესში, შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. აღსანიშნავია, რომ თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ“ – აცხადებს საია. საია …

პოლიციამ 9 პირი დააკავა ბათუმის ნავსადგურთან აქციაზე

ბათუმის ნავსადგურთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა. „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებს შსს. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან …

მოქალაქეები ბათუმში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო გემთან საპროტესტო აქცია გაიმართება. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე ინიციატორს ესაუბრა, ერთ-ერთი თაზო მახარაძეა. მისი თქმით, რუსეთიდან გემი არც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს და არც მანამდე არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, რადგან რუსეთი ოკუპანტია. „ველოდებით ადამიანებს და ვაპირებთ საპროტესტო პერფორმანსს. რა თქმა უნდა, ეს გემი არ უნდა შემოსულიყო …

„დავიცვათ ქვეყნის ღირსება, გელოდებით ყველას“ – „ლელო“ ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლაზე

პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენო თებიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 27 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ საკრუიზო გემთან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, შეუერთდნენ აქციას „რუსული ოცნების თავგასულობის“ წინააღმდეგ. „ბათუმელებო! დღეს,  20:00 საათზე, გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა! შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 …

ხელისუფლება ამ რუსული გემით უნდა გავამგზავროთ რუსეთში – ელგუჯა ბაგრატიონი

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ შემოვიდა, რომლის ბორტზე მყოფი რუსი ტურისტები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან „გაათავისუფლა“. „მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ მას დარღვეული აქვს  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა …

რუსებს ქართულად ველაპარაკები – ვინ არის ლუკა, რომელმაც სკოლაში რუსული დროშა ჩამოხია

ბათუმის მეშვიდე სკოლის მოსწავლე ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა სკოლის ფოიეში განთავსებული სტენდიდან ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დროშა ჩამოხია. ლუკა ამბობს, რომ ალბათ პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, თუმცა იმ დროს და იმ მომენტში, მისი რეაქცია შესაბამისი იყო და გააზრებული ჰქონდა შედეგიც. „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა. ლუკა, …

რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას – ახალი ბილბორდი ბათუმში

„რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ – ამ შინაარსის ბილბორდი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გამოჩნდა. ბანერი კომპანია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ნაწილია, რომელიც ახალ საგზაო ნიშნებს უკავშირდება. „ჩვენი კამპანიის ფარგლებში შევქმენით ახალი საგზაო ნიშნები და განვათავსეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. „რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“, ეს კონკრეტული ნიშანიც არის საგზაო მოძრაობის კულტურის ჭრილში გამოყენებული. ეს არის …

რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან

„გამორთე რუსული მუსიკა!“ – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსული ესტრადის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, აუხსნას ადამიანებს, თუ რატომ არ უნდა უსმენდნენ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკას. კონკრეტულად რა აქტივობებს მოიცავს კამპანია და როგორ აპირებენ ორგანიზატორები რუსული მუსიკის გამორთვას, ამ თემაზე „ბათუმელები“ საავტორო უფლებების დაცვის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს ესაუბრა. ბატონო გიგა, რატომ არის …

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის საბოლოოდ დაამყარებაში – ინფორმაციას დღეს, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ტელეგრამზე. უწყების ცნობით,  პირველ მაისს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ რუსეთის დროშა აღმართა, თუმცა მოსახლეობამ „რაშისტული დღესასწაული“ უგულებელყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი …

რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს, თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის  თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვილებს უკრაინაში, დედაქალაქ კიევში ჩააკითხავენ. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებისთვის სამინისტრო ინსტრუქციებს აქვეყნებს: „როგორ უნდა დაიბრუნოთ შვილი ტყვეობიდან? ჯერ საჭიროა დარეკოთ მოცემულ ტელეფონის ნომრებზე, რომ გაარკვიოთ ტყვეების სიაშია თქვენი შვილი თუ გარდაცვლილია. აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ტელეგრამის არხზე: Груз 200 https://t.me/gruz_200_rus ან დარეკოთ …

XI საუკუნის კიევის საკათედრო ტაძარი დღეს შეიძლება დაბომბონ – უკრაინის კულტურის მინისტრი

უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო აცხადებს, რომ კიევის ცენტრში მდებარე XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რომელიც უკვე ექვსი დღეა გრძელდება, სამხედრო დანაშაულის სახეს იღებს ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების, საავადმყოფოების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით. მათ შორისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩერნიგოვოში, ხარკოვში, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. დღეს რუსეთის …

ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს, უნდა რცხვენოდეს – აქცია ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ევროპის მოედანზე ბათუმელმა ექიმებმა, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს – „ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს“. „ეს არის გაეროს დაცული მუხლების დარღვევა და დანაშაული, როცა ექიმი დააპატიმრეს იმის გამო, რომ ადამიანის დასახმარებლად წავიდა. საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო დააპატიმრეს. ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ყოველდღე ვაჩვენოთ ჩვენი თანადგომა ვაჟა გაფრინდაშვილს და ყველა იმ პირს, …

პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება …

თალაკვაძე: ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ოკუპაცია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორ მხარესთან ისაუბრეს იმ პროგრესსა და ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში. „ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი ოპოზიციის ჩართულობით ახორციელებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა. ასევე, ეკონომიკური, განათლების რეფორმები და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები,“ …

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს საზღვრებთან უკანონო ქმედებები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს განცხადებას საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც გაკეთდა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ვენაში, 2019 წლის 5 სექტემბერს. განცხადებას სტილის დაცვით გთავაზობთ. ვწუხვართ, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში.რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო …

პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სამხედროები სოფელში 2019 წლის 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და რამდენიმე ძელი აღმართეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 14-15 აგვისტოს, დაწყებული სამუშაოები განაახლეს და ძელებზე ლითონის ბადე გაავლეს. შედეგად, ორი ოჯახის ქონება, რომლებსაც სახლები აგვისტოს ომის დროს დაენგრათ, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. ამ დრომდე, 16 აგვისტო, დილის 12:00 საათი, …

სალომე ზურაბიშვილმა არ შეაფასა კარასინის მუქარა საქართველოსთან შესაძლო ომზე

დღეს, 5 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში იმყოფება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა, შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, შემდეგ კი პრეზიდენტი აჭარის მთავრობაში მივიდა. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კარასინმა რუსულ მედიაში განაცხადა, რომ „საქართველოსთან ან უნდა ვიომოთ, ან ჟენევაში შევხვდეთ მოლაპარაკებებზე“, – „ბათუმელების“ კითხვა, რამდენად საშიშია კარასინის …

მანანა რატიანი პარლამენტში გავრილოვის მიწვევაზე: ყველამ უნდა დატოვოს მანდატი

საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. „რომელ დეპუტატსაც თავში მოუვიდა ასეთი პროვოკაციული საქციელი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენს წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიყვანაში, მანდატი უნდა დატოვონ, მომავალში უკან შემობრუნების შესაძლებლობის გარეშე და ასევე ყველა სამომავლო პრივილეგიის ჩამორთმევით. არ …

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ორ პაციენტთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაცია.“ ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა …

რუსეთის საგარეო გავრილოვის გაძევებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობიდან გაძევებას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს უწყება თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ “საქართველოს პარლამენტის შენობა რუსმა პარლამენტარებმა რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს“ და რომ გავრილოვმა „დაცვის თანხლებით დატოვა პარლამენტის შენობა”. რუსეთის საგარეო უწყების ამ პოსტის ქვეშ არის ასობით კომენტარი. ერთ-ერთი ქართველი კომენტატორი კი წერს, რომ …

რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შესვლის შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ქართული ოცნების სახელით კახი კალაძე  საგანგებო განცხადებას აკეთებს: „ქართული ოცნების“ სახელით მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ გაგრძელდება. ჩვენ 17 საუკუნეა მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის. …

„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას აქციით აპროქტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ ტრანსფარანტებით: „ რუსეთუმეებო ყარხართ“, „შველა ევროპაშია“, „სირცხვილია“. See more     გავრილოვმა ასამბლეას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა. შესვენების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაიკავა ტრიბუნა და თქვა, რომ არ მისცემდა გავრილოვს სხდომის წაყვანის შესაძლებლობას. …

ხოშტარია: ვეუბნებოდი ქუცნაშვილს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს

პარლამენტარი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან გააძევეს, მან პარლამენტშივე მიმართა მამუკა მდინარაძეს, რომ რუსული დელეგაცია წასულიყო დარბაზიდან ან მთლიანად ჩაეშალათ ღონისძიება. „ქუცნაშვილი და მდინარაძე წავიდნენ ორგანიზატორებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ, კატეგორიულად ვამბობთ, გამორიცხულია ამ დარბაზში რუსული დელეგაცია შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად ესმის მამუკა მდინარაძეს, თუმცა არ ესმოდა ზაქარია …

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი იგეგმება

ივენთკომპანია „კლიკი“ ბათუმში რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს  ჩამოყვანას აპირებს. განცხადება კონცერტის შესახებ განთავსებულია კლუბ „UP2U ბათუმის“ ფეისბუქგვერდზე. ამ განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია და ჯგუფი A-Studio ბათუმში 27 ივლისს იმღერებს. ქეთა თოფურია რამდენიმე წელია რაც რუსეთში ცხოვრობს და ცნობილია მისი ლოიალური დამოკიდებულება  რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ. ქეთა თოფურიამ  და ჯგუფმა  A-Studio-მ 2018 წელს პუტინის …

ბორჯომის პარკში იყიდება სუვენირები, რომლებზეც პუტინია გამოსახული – მოქალაქე

ფეისბუკმომხმარებელი ანა მაცაბერიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბორჯომში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს სუვენირები, ეგრეთ წოდებული მაცივრის დეკორატიული მაგნიტები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული წარწერით – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“. ანა მაცაბერიძე წერს: „ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე, ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით, სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა-თქო, იცით …

აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი შაინიძის ოჯახი ომის შემდეგ – რეპორტაჟი ერთი სოფლიდან

აგვისტოს ომში თავდაცვის სამინისტროს 169 თანამშრომელი დაიღუპა, აქედან ხუთი უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაღუპულებს შორის ერთადერთია შაინიძეების გვარი, ვისაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ოთხი ჯარისკაცი დაეღუპა. მათგან სამი ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ცხოვრობდა. კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე – …

რატომ მიესალმა აჭარის განათლების მინისტრი რუსულად ფესტივალის მონაწილეებს

„მე ქართულად დავიწყე მისალმება და თარგმანი რომ არ გაჭიანურებულიყო, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი რუსულად და მე მგონი პრობლემა არ არის“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“. „ბათუმელების“ კითხვაზე, უნდა მიმდინარეობდეს თუ არა საერთაშორისო ფესტივალი რუსულ ენაზე იმ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და თითქმის ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, საოკუპაციო …

ბათუმის საკრებულომ რუსულ ოკუპაციაზე განცხადების გაკეთებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვეს, დღის წესრიგში შეეტანათ საკითხი, რომლითაც უნდა მიემართათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის, რომ რუსულ ოკუპაციასთან და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთებულიყო. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის თქმით, ბათუმის საკრებულო არის ამ ასოციაციის წევრი, ამიტომ  მათ უფლება აქვთ მიმართონ, რათა …

Exit mobile version