მთავარი,სიახლეები

„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

20.06.2019
„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას აქციით აპროქტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ ტრანსფარანტებით: „ რუსეთუმეებო ყარხართ“, „შველა ევროპაშია“, „სირცხვილია“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2305560826369517/

 

მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას            ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას            ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას       ნ   ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

გავრილოვმა ასამბლეას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა. შესვენების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაიკავა ტრიბუნა და თქვა, რომ არ მისცემდა გავრილოვს სხდომის წაყვანის შესაძლებლობას.

შესვენების შემდეგ გავრილოვი პარლამენტში აღარ დაბრუნებულა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად გუშინ ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.

პროტესტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი და საკოანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ „არ იცოდნენ“ ის რაც მოხდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: