ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი საქართველოში ანტირუსულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე. მუსლიმი სასულიერო პირი, იმამი თამაზ მგელაძე წერს, რომ ლოცულობს თავისუფალი საქართველოსთვის. „არა რუსეთს“ – ასე ასრულებს განცხადებას თამაზ მგელაძე: „ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ნათლად ჩანდეს ყველა ჩვენგანის …
Tag Archives: პროტესტი
ბათუმის მერიის თანამშრომლები EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან
ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი აცხადებს, რომ ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე. მერიის თანამშრომლები წერენ: „ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …
Continue reading “ბათუმის მერიის თანამშრომლები EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან”
თიბისი: ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას
თიბისი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით …
ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა – „დღეს ეს იმედი დასრულდა“
ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია თანამდებობას ტოვებს. ელჩის ხელმოწერილ განცხადებას ფეისბუქში მის და ავრცელებს. დავით სოლომონია წერს: „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო …
Continue reading “ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა – „დღეს ეს იმედი დასრულდა“”
„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს“ – ბსუ-ს ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები გაიფიცნენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მესამე კურსის სტუდენტები პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტის მე-3 კურსის სტუდენტები ემიჯნებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და არ შედიან გამოცდებსა და ლექციებზე,“ – წერს ბსუ-ს უნივერსიტეტის ლექტორი, განათლების დოქტორი ია ხასაია და ფეისბუქზე სტუდენტებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ისტორიკოსები ისტორიის სწორ …
„მტკივნეულია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია“ – ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების სასტიკ დარბევას ეხმაურება. კვარაცხელია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და …
„პოზიცია გამოხატეთ მედიაში, საელჩოებთან ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს“ – პრეზიდენტი ემიგრანტებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მათ აქტიური მოთხოვნის დაწყებას სთხოვს. „ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ …
ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები – პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაშლასა და დარბევას კიდევ ერთხელ ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი წერს: „ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები. ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!“ თბილისში და ბათუმში პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. …
პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. „შსს, თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების …
Continue reading “პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება – საია”
ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
დღეს, 30 ნოემბერს, ღამით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დაკავებულებზე. „ერთი ქალი თმით ათრიეს და ცდილობდნენ ფეხებით ეცემათ. ერთ ქალს კი გული წაუვიდა“- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კუთხეში მოხდა. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მოხვდა კადრები, …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა”
პოლიციელებმა ჯერ ფოტოები გადამიღეს, შემდეგ კი სახეში ტყვია მესროლეს დამიზნებით – იურისტი
იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე მას პოლიციელებმა ჯერ ფოტოები გადაუღეს, შემდეგ კი სპეცრაზმიდან მინიმუმ 100 მეტრის მოშორებით დამიზნებით მოარტყეს ტყვია სახეში. „ჩიტაძეზე რამდენიმე პოლიციელმა გადამიღო ფოტო/ვიდეო. ვიცოდი ეს, რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი …
იუსტიციის სამინისტროს 130 თანამშრომლის პროტესტი
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, აცხადებენ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს. „ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია [მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი …
Continue reading “იუსტიციის სამინისტროს 130 თანამშრომლის პროტესტი”
დარბევა საქართველოს პარლამეტთან – ყველა კადრი ერთად | ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს
ბსუ-ს ლექტორების ნაწილი პროტესტს უერთდება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მდე პროფესორი და მოწვეული ლექტორი გაიფიცა. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!“ ლექტორები ახლა უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები. „გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა. ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის …
Continue reading “ბსუ-ს ლექტორების ნაწილი პროტესტს უერთდება”
„ეს პოლიტიკური თაღლითები, ოცნების ბოსები, მოაჯდნენ სახელმწიფოს“ – გახარია საჯარო მოხელეებს
დღეს, 29 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს მიმართა. „მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღეს, რომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდ კონსენსუსს მიაღწიეს – ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი. აქ არ უნდა …
კლინიკაში გადაყვანილ 2 პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა მრავლობითი დაზიანების გამო – ომბუდსმენი
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. „29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო“, – წერია განცხადებაში. სახალხო …
„საჯარო სამსახური უნდა გაიფიცოს, წინააღმდეგობის ლიდერი კი ზურაბიშვილი უნდა იყოს“ – თამთა მიქელაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სამსახურების გაფიცვა. წინააღმდგობის მოძრაობას კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში. „წინააღმდეგობას სჭირდება ლიდერი და ის სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. ოთხივე ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს და პრეზიდენტთან ერთად მიიღოს კონსენსუალური და კოორდინირებული გადაწყვეტილებები. ორბელიანების სასახლე უნდა გახდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ადგილი და ის უნდა დავიკავოთ. …
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“ -კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დროებით შეეჩერებინა სასწავლო პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტში ადასტურებენ. „გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. სასწავლო პროცესის განახლების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ___ გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რაც თბილისში ათასობით …
რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება ქართველების სრული უმრავლესობის ნებას – ჰეჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, წუხელ სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პაველ ჰერჩინსკი: „მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს …
„8 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე“ – საპროტესტო აქცია ბათუმში
დღეს, 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. „ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – აცხადებს კობახიძე. ამ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები უკვე დაანონსდა ქუთაისში, ბათუმსა დ თბილისში. …
Continue reading “„8 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე“ – საპროტესტო აქცია ბათუმში”
რაში ხედავს ჩცდ-ს სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გამოსავალს
„ჩვენ გველოდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, საშუალო კლასის მოსპობა, მართალი სიტყვის ჩაკვლა და კონფორმისტების მომრავლება, იმიტომ, რომ ეს არის ავტოკრატიის ლოგიკა,“ – ამბობს სცენარისტი ქეთი დევდარიანი. როგორ უნდა იბრძოლო მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს არ აღიარებს, როცა გყავს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი და ანტიკონსტიტუციური მთავრობა. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომელიც გადაღლილი და ფრუსტრირებულია? – „ბათუმელები“ ამ თემაზე …
Continue reading “რაში ხედავს ჩცდ-ს სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გამოსავალს”
წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას – ციალა ქათამიძე
ავტორი: ციალა ქათამიძე რთულია გადმოვცე მდგომარეობა, რომელშიც ბოლო სამი კვირაა.. თუ, უფრო მეტი, ვიმყოფები… თუმცა ალბათ ბევრი გაიგებს, რას ვგულისხმობ – ბრაზს – უსუსურობის შეგრძნება ანაცვლებს, უსუსურობის შეგრძნებას – იმედი, იმედს – გამბედაობა, გამბედაობას – არსებული რეალობის გააზრება მოსდევს და ისევ უიმედობაა. მერე პირიქით… თავიდან ვიფიქრე, არ შევებრძოლები, რაც არის ეგაა, რაც წავა, წავა… რაც …
მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება – ინგა შამილიშვილი
ბსუ-ს პროფესორი, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, ასევე სტუდენტების საპროტესტო აქციებს თბილისში. „ბათუმელებმა“ ინგა შამილიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პროფესორს ვკითხეთ, მისი აზრით, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს. ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და რას გვეტყვით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების …
სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“
ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში. „ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ. „დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს …
ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან
„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა. პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით …
კასპში ხომ აკრძალეს გეი ქორწინება, ჩავიდეს ახლა ვინმე და ნახოს როგორ ცხოვრობენ – ქეთი დევდარიანი
„ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ზვიად ქორიძე
„ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, ღიად გამოდის და ამბობს, რომ მას უნდა დიქტატურის დამყარება, დიქტატურის ლეგიტიმაცია ქვეყანაში და ერთადერთი, რამ რაც მას უშლიდა ხელს, ეს იყო არჩევნები. იმიტომ, რომ დემოკრატიული არჩევნები არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ბერკეტი, რომელიც გააჩნია საზოგადოებას თავისი დემოკრატიული იმუნიტეტის დასაცავად,“ – ამბობს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. ზვიად ქორიძის თქმით, ივანიშვილისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი …
Continue reading “„ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ზვიად ქორიძე”
რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში
„დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი – წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია“, – ამბობს პოლიტოლოგი, პოლიტიკის მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ბოლო წლებში არაერთი სტუდენტური მოძრაობის სათავეში იყო. რა შეცვალა სტუდენტურმა მოძრაობებმა საქართველოში უახლესი ისტორიის მანძილზე და რატომ …
Continue reading “რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში”
„დასავლეთი ხალხის რეაგირებას ელის. ჩანს, არ აპირებენ არჩევნების შედეგების ცნობას“ – ინტერვიუ
„თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, რეალურად რა ბერკეტი რჩება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდეს. კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც …
დიდი ბრძოლა გველის წინ, მაგრამ ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში – „ჯიუტელი“ აქტივისტი ბათუმიდან
„არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, მაგრამ რუსულის მასწავლებელთან ერთად უშუალოდ გაკვეთილზე ვსაუბრობდით ოკუპაციაზე. მაშინ ვისაუბრეთ ანწუხელიძეზე. პირველად პროტესტი გამიჩნდა სკოლის პერიოდში, მე-11 თუ მე-10 კლასში ვიყავი…“ – გვპასუხობს მეგი დიასამიძე. ეს აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტიდან“, ბარიკადებთან საქართველოს დროშით, ან მეგაფონით ხელში რომ ხშირად შეხვდებით. მეგი დიასამიძეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვესაუბრებით, ვიდრე მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ. …
მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში
„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა. სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ …
Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
ცნობილი ბრიტანული ტრიო Tiger Lilies საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე წერს: “ჩვენ ვიცით, რის გაკეთებას ცდილობს პუტინი. ცდილობს ააშენოს ახალი იმპერია ევროპის იმ ნაწილებისგან, რომელთა ხელში ჩაგდებსაც მოახერხებს. დემოკრატია სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება, ლგბტ უფლებები – მისთვის ყველა მტერია. მას სურს ახალი რუსული იმპერიის შექმნა მარიონეტული მთავრობებით მთელ ევროპაში და ჩვენ ყველამ …
Continue reading “Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”
„ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას“ – ახალი წარწერა ბათუმში, მოქალაქის საშაურმეზე
„ანაფორიან ღ…. მილიონები!!! მშიერ მოსწავლეებს მარხვა???“ – ეს წარწერა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ ბათუმში, საკუთარი საშაურმეს ვიტრინაზე დღეს, 22 მარტს გამოაკრა. მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტეტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწყლიური 25 მილიონის გარდა, დამატებით 35 მილიონი ლარი გამოუყვეს. „ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას, რათა ამ უკანასკნელმა იმუშაოს მრევლზე სახელისუფლებო პარტიისთვის ხმების მისაცემად. ეს არის აშკარა წინასაარჩევნო მოსყიდვა,“ …
„მარიონეტი მოსამართლე გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“ – პროტესტი საშაურმეზე
„ვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის 8 მარტს ჩემს თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევას დღემდე არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ – აცხადებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“. კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე …
„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე
საახალწლოდ სოფელში წავედი. ბავშვობაში ალბათ ყველაფერი წარმომედგინა, გარდა ჩემი უბნის დაცარიელებისა. ჩემს მშობლებს ერთი მეზობელი შერჩათ იქ და მალე ისინიც წავლენ. შუქი ხშირად არ აქვთ ზამთარში. შიში მატანს, როცა ოჯახის წევრებს ვერ ვუკავშირდები. როცა იმ ერთადერთ მეზობელსაც ვერ ვუკავშირდები. რთულია თავში გაჭედილ აზრი – „იქნებ რა უჭირთ?“ ჰო, ყელში ამოვიდა ვერ გაგებული ამბავი ბებოზე, დედაზე, …
Continue reading “„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე”
„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში
„ხელისუფლებას ამას ვეტყოდი, რომ სტატუსი მაინც მოგვანიჭონ და ჭერი. ევროპა ამიტომ გვინდა, რომ უსახლკაროდ და უპატრონოდ არ დავიხოცოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს თინა ანთაძე, რომელსაც ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის დროს გამოველაპარაკეთ. მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო, სადაც დღეს, 16 ნოემბერს, უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ. მეორე წელია ყოველი კვირის ხუთშაბათს უსახლკარო ადამიანები ბათუმის …
Continue reading “„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში”