„მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“, – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს. ნიღბებით აქციაზე მისვლის აკრძალვის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 დეკემბერს გააკეთა. კობახიძის თქმით, …

„ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები” – გორგიას თანამშრომელი

„გთხოვთ, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და შპს „გორგიას“ მიერ გამოჩენილი მორჩილების გამო რეჟიმისადმი, რაც გამოიხატება ათასობით ცალი პირბადისა და სათვალის გადამალვაში, რის გამოც მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ. საქართველოს გზა ევროპაშია და ამ გზას ვერცერთი რეჟიმი ვერ შეარყევს,“ – „გორგიას“ თანამშრომელმა მერაბ (გიორგი) რომელაშვილმა ამ შინაარსის განცხადებით დატოვა სამსახური. გიორგი …

„გავიფიცე! მაქვს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა ვიღაც ნიღბიანმა სადისტებმა მიიტაცეს“- პედაგოგი

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ზეინაბ შავაძე გაიფიცა. ზეინაბი, როგორც ის „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, აპროტესტებს იმ გაუგონარ ძალადობას, სისასტიკეს, რასაც ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ მართული შავნიღბიანები ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების მიმართ. „მაქვს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა ვიღაც ნიღბიანმა სადისტებმა მიიტაცეს“-ამბობს პედაგოგი. „მეც მყავს კლასში რთული ქცევის მოსწავლეები, მაგრამ მათ ჩვენ წიხლებით არ ვუსწორდებით. თუ …

მედია ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ – 8 დეკემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები საპროტესტო აქციას გამართავენ. “მედია გამოდის ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ!” – ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსის ტექსტში. “მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა და  ძალადობის წახალისება. დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები! მისცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის …

“დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება” – სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს

სახალხო დამცველი ეხმიანება ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე შავებში ჩაცმული პირების თავდასხმის ფაქტს. ლევან იოსელიანი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. „ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი …

“დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია ჩამორთმეულ ტელეფონებს აღარ უბრუნებს” – იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 7 დეკემბერს ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული  34 პირი მოინახულა, რომლებიც თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან განთავსებული. „დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა …

“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია” – მთავარი არხი

ჟურნალისტ ბექა ყორშიას დაკავებას „მთავარი არხი“ საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი. „დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. “მთავარი არხის” გუნდი დიდი ხანია არის “ქართული ოცნების” ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული …

„მოსახლეობასთან ასეთი მასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამირან გამყრელიძის ტექსტ უცვლელად გთავაზობთ: მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და …

„აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ“ – საია ჟურნალისტზე თავდასხმაზე

„სამართალდამცავთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 6 დეკემბერს, თბილისში გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, …

დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია და მუსიკალური პერფორმანსი საღამოს 7 საათზე დაიწყება

დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება. აქციის პარალელურად კი, მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ევროპის მოედანზე გამოვლენ მუსიკოსები: აკე პატარაია, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, თორნიკე აბრამიშვილი, გოგა გორდელაძე. სია განახლებადია. ——— რა ხდება. საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ …

„ვკარგავთ ქართული დიპლომების აღიარებას, ევროპასთან ერთობლივ პროგრამებს“ – ლიკა ღლონტი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. წევრობის შეჩერებას ადასტურებს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც, რომელიც წერს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“. რა საფრთხეებს უქმნის ქართულ განათლების სისტემას …

438 ათასი ლარი დახარჯა შსს-მ სპეცრაზმელებისა და სხვა პოლიციელების გამოსაკვებად 7 დღეში

თბილისში 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, პარალელურად სპეცრაზმი მომიტინგეებს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით და განსაკუთრებული სისასტიკით არბევს და აკავებს. 4 დეკემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებისა და ბინების ჩხრეკის პარალელურად, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც დაიწყო. შსს არ აკონკრეტებს, რამდენი სპეცრაზმელი გამოჰყავს აქციის დროს, ასევე არ აკონკრეტებს, თუ რა სპეციალურ საშუალებებს იყენებს …

„რუსი ოლიგარქის ელჩი“ – ტალინში მცხოვრები ქართველები ბოიკოტს უცხადებენ ელჩს

ესტონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ, ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს ზურაბ ხამაშურიძემ თავისი პოზიცია, ეთანხმება თუ ემიჯნება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ აჩერებს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ისინი კვლავ მივიდნენ ტალინში საქართველოს საელჩოსთან, თუმცა შენობაში არ შეუშვეს. „გამოგვაგდეს შენობიდან. მოგვიგზავნეს დაცვა, რომელმაც …

კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა. აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა. …

საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია – აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან

დღეს, 6 დეკემბერს, აჭარის განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლა და სამუშაო დღის დაწყება  აქციის ფონზე მოუწიათ. აქციის მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებისგან ითხოვდნენ გამოეხატათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია და მკაფიოდ ეთქვათ, გმობდნენ თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას. ასევე ეთქვათ, ემიჯნებოდნენ თუ არა „ოცნების“ განცხადებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. „ყველა საჯარო …

„ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ“ – ევროპარლამენტარი EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი თიის როიტენი ევროკავშირს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს. „პერსონალური სანქციები პოლიტიკური ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ; პროტესტებზე ძალადობისა და რეპრესიების შეჩერება; ახალი, სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ“, – წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე. ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენელი როიტენი ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ამბობს: „ყოველ საღამოს, ყოველ ღამე, ასობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად. „ქართული …

არასრულწლოვანი დააკავეს ქუთაისში აქციაზე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ არასრულწლოვანი ბიჭი დააკავა. პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ ბიჭი უგონოდ წევს ქვაფენილზე, თუმცა პოლიციელები მაინც ცდილობდნენ მის დაკავებას. როგორც აქციაზე მყოფმა თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. „დედა მივიდა დაკავების ადგილას, სოციალური მუშაკიც მივა. ადმინისტრაციულით არის გადაყვანილი. გაწევ-გამოწევის დროს ეს ბავშვი ცუდად გახდა, ორჯერ წაუვიდა გული. ამ ჭყლეტაში მოყვა …

„ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში“- ლილი ფულარიანი

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. ასევე პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი და ილიაუნისა და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ის სამი წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი, მშობლიური ოდა – „ნინოსეული“. ლილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და რეპრესიებს ეხმაურება. „ჩემი სტუდენტობის მეგობარი, ლექსო, რომელიც გამოქვეყნებულ სიაშია, მელაპარაკა …

„მხეცურად უსწორდებიან მათ, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს“ – ლეო ანთაძე

„არ მეგონა, თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა“ –  მსახიობი ლეო ანთაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და პროევროპულ პროტესტს მხარს უჭერს. მსახიობი წერს, რომ როგორ სასტიკადაც არ უნდა გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, მათ ამით ვერ გააჩერებენ და პირიქით, უკურეაქციას მიიღებენ. „ბათუმელები“ ლეო ანთაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური …

„მხარს ვუჭერ ზვიადს, ჩემს შვილს“ – რას ამბობს 19 წლის სტუდენტის მამა, რომელსაც 9 წლით პატიმრობა ელის

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე პოლიციამ 4 დეკემბერს თბილისში დააკავა. გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინაც. „ბათუმელები“ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა და ჰკითხა, თუ დაუკავშირდა ზვიადს და აქვს თუ არა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „როგორც ადვოკატი მეუბნება, არის მხნედ, კარგად. იყო „კაპეზეში“, წუხელ გადაიყვანეს მე-3 იზოლატორში. დღეს მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმაც. პირადად …

საპროტესტო აქცია ბათუმში 6 საათზე განახლდება

საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 5 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. ანტირუსული აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან, რომლის შემდეგაც საპროტესტო მსვლელობა დაიწყება. საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათიდან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაგრძელდება. საპროტესტო აქციები საქართველოში მერვე დღეა გრძელდება. ———— რა ხდება საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ …

კლინიკებში გამოჰკითხეს აქციაზე დაშავებული 140 პირი, 42-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე  უწყებას 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიმართეს. საგამოძიებო სამსახური იძიებს პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს. „სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური …

„მირტყამდნენ მთელი რუსული სიბოროტით“ – რას ჰყვება ბათუმში დაკავებული ლადო თოდაძე

„მირტყამდნენ ყველგან გამწარებით, მთელი რუსული სიბოროტით – თავში, სახეში, მხრებზე, ფეხებში. ჰუდი წამომაფარეს და ქვევიდან კასტეტიანი ხელით, მთელი ძალით ამომცხო. სახე სულ დამისისხლიანდა. თვალს ვერ ვახელდი. წაქცევა უნდოდათ, ვერ წამაქციეს. დაჩოქება უნდოდათ და ისე გაყვანა, ვერ შეძლეს“, – ასე აღწერს ლადო თოდაძე სპეცრაზმის მიერ მის დაკავებას ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს. ის ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, …

თბილისის საპატრულოს ყოფილი უფროსის რჩევა პოლიციელებს: თქვენი უფროსობა პირველი თქვენ ჩაგიშვებს

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი გეგეჭკორი რიგით პოლიციელებს მიმართავს და ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელებს აფრთხილებს, რომ ნიღბები მათ ვერ დაიცავს, რადგან მათი უფროსობა სიებით ხელში ივლის პარტიების ოფისებში და დეტალურად მოუყვება, ვინ რას აკეთებს ამ დღეებში. მისი შეფასებით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. „პოლიციელებს მინდა რჩევა მოგცეთ… კარგად დაფიქრდით, ვის ემსახურებით …

აშშ ემზადება გამოიყენოს დამატებითი სანქციები – ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების …

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან მიდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობას ტოვებს. გათავისუფლების მოთხოვნით მან შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უკვე მიმართა. პატაკი გათავისუფლების მოთხოვნაზე ირაკლი შაიშმელაშვილმა თავად გამოაქვეყნა. სამსახურიდან წასვლის მოთხოვნის მიზეზად ის განცხადებაში ოჯახურ პირობებს ასახელებს. განცხადება 3 დეკემბრით თარიღდება. დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია …

“გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ“ – საპროტესტო აქცია ბაღდათში

„ვუერთდებით საპროტესტო ტალღას ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იმას, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო დაშორდა თავის მიზანს – გაერთიანდეს ევროკავშირში,“ – ეს იყო დღეს, 4 დეკემბერს, ბაღდათში გამართული საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი. აქციის ორგანიზატორი ემიგრანტი ქალი, თათია თავხელიძე იყო, რომელიც მშობლიურ ქალაქში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. თათიამ აქციის ორგანიზება ფეისბუქზე დაწერილი ერთი პოსტით …

ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს

აქტივისტი და უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი მათ შორისაა, ვინც დაკავების და ცემის შემდეგ იზოლატორში არ შეუყვანიათ – ის იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა: „აქტივისტი ვარ და ხშირად ვარ აქციებზე, მაგრამ არასოდეს დავუკავებივარ. იციან, რომ არ ვაშავებ, სხვა დროს არც კი მოსულან ჩემთან. პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გაზი გამოიყენეს, გაიფანტა ხალხის ნაწილი. …

„თუ სახლში მოგადგნენ“ – იურისტ საბა ბრაჭველის რეკომენდაციები

იურისტი, საბა ბრაჭველმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცნენ აქტივისტები, თუ მათ კარზე საგამოძიებო სამსახურიდან მიადგებიან. თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577 070563. სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში [გაქვთ ამის უფლება]. ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან. არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის …

საბა ბუაძე: დააკავეს „ლელოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, „ლელოს“ წევრები. საბა ბუაძე წერს ასევე, რომ ისინი ტელეკომპანია „იმედზე“  გასული კადრების გამო დააკავეს: „იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.“ დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია …

ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 4 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს პოლიცია რამდენიმე აქტივისტის სახლსა და ოპოზიციური პარტიების ოფისებში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკისა და დაკავებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.  …

პოლიციამ „გირჩი მეტი თავისუფლებას“ წევრი გელა ხასაია დააკავა

პოლიციამ პარტია „ახლაის“ ოფისთან „გირჩი მეტი თავისუფლებას“ წევრი გელა ხასაია დააკავა. მანამდე ოფისთან დააკავეს ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ ოფისში არ შეუშვა. „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების …

პოლიციამ ნიკა გვარამია დააკავა

ოპოზიციური პარტიების ოფისებში დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩხრეკა დაიწყო. პოლიციამ დაახლოებით 4:48 საათზე დააკავა პარტია „ახლის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობას. „საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხელის შეშლის შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – ეუბნებოდა პოლიცია ნიკა გვარამიას, რომელიც „დროას“ ოფისთან მივიდა ჩხრეკის დროს. „ჩემი ოფისია, მე ვარ წარმომადგენელი და უნდა შევიდე და დავესწრო საგამოძიებო …

ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება

დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის ქუჩებში დილიდან მსვლელობა მოაწყვეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეუერთდნენ მშობლების მარშს. მშობლების მარში კი, ბათუმში, დღის 2 საათზე დაიწყო. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლები პირველი საჯარო სკოლის შენობიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ. პარალელურად ბათუმში ქალების აქცია …

ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებას და 2024 წლის 28 ნოემბერს ,,ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების ღიად გაცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. …

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

3 დეკემბერს თბილისში სპეცრაზმმა ორ შშმ პირს – დათო აბულაძესა და რომან გოგოლაძეს სასტიკად სცემა. როგორც შშმ პირთა უფლებადამცველმა დეა ერემაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სპეცრაზმის მიერ ნაცემ რომან გოგოლაძეს საყოველთაო დაზღვევამ მკურნალობის თანხა არ აუნაზღაურა. რომან გოგოლაძე სმენისარმქონე პირია, ამიტომ კლინიკის მენეჯერმა, როგორც დეა გვეუბნება, ფურცელზე დაუწერა, რომ აჯანყებულ პირებს სადაზღვევო მკურნალობას არ უნაზღაურებს. „თქვენმა დაზღვევამ …

Exit mobile version