მთავარი,სიახლეები

ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები – პრეზიდენტი

30.11.2024
ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები – პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაშლასა და დარბევას კიდევ ერთხელ ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი წერს:
„ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების
დარბევა,
დევნა,
დაკავება,
დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება,
მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები.
ამ ძალმომრეობის მიუხედავად,
ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება
ახალი არჩევნები!“
თბილისში და ბათუმში პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: