„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია

მიხეილ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი – ევროკავშირი და ევროინტეგრაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირობაა და პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისაღწევად „ყველა ზომა მიიღოს“. ყაველაშვილმა სიტყვით მიმართვით დროს დიდი დრო დაუთმო ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ოჯახის ღირებულებებს, მაგრამ არა …

ერთობის ჯაჭვი ბათუმში – ფოტორეპორტაჟი

დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“. ამ ფორმით, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია. მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 15:00 საათზე შეიკრიბნენ და ჯაჭვი შეკრეს, რომელიც „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან იწყებოდა. „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. საზოგადოების დიდი ნაწილი …

მსახიობებს გაფიცვის მოწოდების გამო საყვედური გამოუცხადეს – ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. ალექსანდრე ქანთარიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ახლა თეატრის დირექტორია, საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადა. ქანთარიას ბრძანებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მსახიობები ავრცელებენ აღწერით „ბათუმის თეატრში 1937 წელია“, წერია, რომ გაფიცვისკენ მოწოდება „ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად“ გაკეთდა. …

ამ ჟანრით თუ გაგრძელდება პროტესტი და სანქციები, რეჟიმი წავა ჩამოშლისკენ – ინტერვიუ 

„ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ანალიტიკოსის აზრით, სანქციები და წინააღმდეგობის უწყვეტობა ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმს უკან დახევას აიძულებს. ის არ გამორიცხავს მოვლენების …

შეძლებს „ოცნება“ კანონში რეპრესიული ცვლილებებით პროტესტის გაჩერებას?

„ბათუმელებთან“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ისტორიკოსი ლაშა ბაჟუნაიშვილი საუბრობენ, კონკრეტულად რა შეცვალა „ოცნებამ“ კანონმდებლობაში და რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილებები კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

„თუ მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, გული დაგწყდებათ“ – მეგი კობალაძე

„აუცილებლად უნდა ჩადგეთ ცოცხალ ჯაჭვში. ამას თუ არ გააკეთებთ და მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ, ჩვენ როგორ მოვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს, მერე აუცილებლად დაგწყდებათ გული, რომ თქვენ არ გახდით ამ ერთიანობის ნაწილი“, – ამბობს მსახიობი მეგი კობალაძე. მას „ცოცხალი ჯაჭვის“ მნიშვნელობაზე ვკითხეთ, რომლის მოწყობაც შაბათს, 28 დეკემბერს, დღის 3 საათზე ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. „ცოცხალი ჯაჭვი“ ბათუმში „ალი და …

„შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა“ – შეთავაზება „ოცნების“ მთავრობას

„ექსპოჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რესან ქიქავა „ოცნების“ მთავრობას სთავაზობს,შეიჩეროს ხელფასებისა და პრემიების გაცემა. ამის შესახებ რესან ქიქავამ ფეისბუქზე დაწერა. „ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება. მოდით, სანამ „ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს“, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება. არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით და …

„ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა, ოფიცრების დიდ ნაწილს ესმის საფრთხე“ – ინტერვიუ

„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია,“ – მიიჩნევს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი შაიშმელაშვილი. ის კარგად იცნობს ქართველ ოფიცრებს და ვარაუდობს, რომ ჯარის „ერთგულებაში“ ივანიშვილი დარწმუნებული არ არის. გიორგი შაიშმელაშვილის აზრით, ჯარისთვის „წითელი ხაზი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება, თუ ჯარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლას მოსთხოვენ. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, …

ნანა მალაშხია: „ეს იქნება ერთობის ჯაჭვი, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“

შაბათს, 28 დეკემბერს, მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვის“ მოწყობას აპირებენ. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ …

აუცილებლად უნდა იჩივლონ ბავშვებმა – რას ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი „ოცნების“ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი – 173-ე მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს. კერძოდ, ბავშვის სიტყვისა და გამოხატვის, ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლებას. ადამიანის უფლებათა ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ „თუ ბავშვები გრძნობენ, რომ მათ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ კანონმდებლობაში შესული ეს ნორმა ხელს უშლით, მიმართონ სასამართლოს, …

როგორ სცემა ღვინისა და შოკოლადის მწარმოებელ ძმებს პოლიციამ

ერეკლე ლოლაძე მათ შორისაა, ვისაც აქციაზე სპეცრაზმისგან მიყენებული დაზიანებების შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. მას ორივე ყბის ძვლის ორმხრივი მოტეხილობა ჰქონდა, დაზიანებული ჰქონდა ცხვირიც. აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ერეკლეს ძმა, გიორგი ლოლაძეც, მასაც სცემეს და შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ერეკლე კი ჯერ სამმართველოში გადაიყვანეს და იქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ერეკლე მცირე ბიზნესის – „ლოლაძეების საოჯახო …

„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის

დღეს, 24 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში გაიმართება მარში  -„კულტურა ხალხისთვის – მარში სამართლიანობისთვის“. ანონსის თანახმად, მარში დაიწყება ბათუმის იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდიდან, 17 საათზე. ასევე, დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია, ტრადიციულად, გაიმართება ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რა ხდება? საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი …

რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“

„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს… რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ. სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ამ მასშტაბის პროტესტი ბიზნესმენებს საქართველოში არასდროს გამოუთქვამთ, რაც დღეს არსებობს. ანალიტიკოსს სჯერა, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ …

26 დეკემბერს თბილისში გაიმართება ბათუმელების მარში

26 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19 საათზე, თბილისში გაიმართება ბათუმელების პროევროპული მარში. ანონსის თანახმად, ბათუმელების მარშისთვის მოქალაქეები თბილისში, ბუკიას ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ გამართავენ მსვლელობას. „გიწვევთ მარშზე, სადაც ბათუმელები ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე ნებას – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ბათუმი ოდითგანვე იყო მულტიკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ჩვენი ქალაქის ისტორია …

„ერთობის ჯაჭვი“ ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებიდან დაიწყება

28 დეკემბერს, 15:00 საათზე ბათუმში მოქალაქეები ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვს გააკეთებენ. „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი. „ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას, მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. 28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი. …

„ჩვენს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყეს“ – აჭარის ფინანსთა სამინისტროს გაფიცული თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი გაფიცული თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ეს ინფორმაცია სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ 17 დეკემბერს ჩაბარდა წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მას ჩააბარეს ბრძანება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. დისციპლინური წარმოება დაიწყეს  სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, …

არჩევნები გარდაუვალია, „ოცნება“ აუცილებლად ჩამოიშლება – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი, სინამდვილეში გომელაურს არ ეხება. მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის“, – ამბობს თინა ხიდაშელი „ბათუმელებთან“. ყოფილი თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „ოცნება“ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს, სალომე ზურაბიშვილის როლის გაძლიერება კი ამ …

აქციებზე წართმეული ტელეფონის ლოკაცია დაფიქსირდა პარლამენტშიც – არასამთავრობოების განცხადება

28 ნოემბრის შემდგომ აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებული არაერთი პირი აცხადებს, რომ სპეცრაზმელებმა მათი ნივთები მოიპარეს. აქციებზე დაკავებული პირების ნივთების უკანონოდ მისაკუთრებაზე დღეს განცხადება გააკეთეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავებულთა უფლებებს იცავენ. დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ წამებისა და სხვა უკანონო მოპყრობის გარდა, აქციაზე დაკავებულთა მიმართ გამოიკვეთა პირადი ნივთების მისაკუთრების …

„სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს“ – მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა სასწორზე დევს საქართველოს დემოკრატია. „სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია – ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია. ყველაფერი, რისკენაც …

ბათუმში დღეს გაიმართება თარჯიმნების პროევროპული მარში

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში დააანონსეს თარჯიმნების პროევროპული საპროტესტო მარში. თარჯიმნების მარში დაიწყება 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩის მხრიდან. დღეს, 22 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე იგეგმება მხატვრების მარშიც. ასევე, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებს ბათუმში …

დღეს ბათუმში მხატვრების აქცია გაიმართება – „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის“

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში მხატვრების პროევროპული აქცია იგეგმება. „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის!“, „მხატვრობა ცარიელი ჩარჩოა თავისუფლების გარეშე“ – ასეთია დაანონსებული აქციის სლოგანები. აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, 17 საათზე დაიწყება. ასევე, დღეს, 22 დეკემბერს, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა …

ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმეს. „ჯარიმა 1000 ლარი, შესამცირებელი ქულა 10“. განმარტება: ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით“- ვკითხულობთ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილეს ჩააბარა. …

როგორ ჩაახშო ვენესუელაში დიქტატორმა პროტესტი და რატომ არ იმუშავებს ეს მოდელი საქართველოში – ინტერვიუ

„როცა პროტესტი ვითარდება ისე, როგორც ეს ვითარდება  საქართველოში, მცირეა იმის შანსი, რომ აქ ვენესუელა განმეორდეს“, – მიიჩნევს მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრატი დავით ჯინჭარაძე. მას ვენესუელას ბოლო პროცესებზე ვესაუბრეთ, როცა დიქტატორმა პროტესტის ჩახშობა შეძლო. რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში? – მკვლევრის აზრით, ამის შანსი ნაკლებია, რადგან ვენესუელასგან განსხვავებით საქართველოში უკვე არსებობს დემოკრატიის გამოცდილება. „ხომ ხედავთ, ყველა …

წინააღმდეგობის მოძრაობა იმ შეუქცევად პროცესამდე მიგვიყვანს, როდესაც „ოცნება“ დასრულდება – კობა ხაბაზი

„თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არის ყველაზე დიდი სისულელე. თავისუფლება გაცილებით მეტი ღირებულებაა, ვიდრე ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ“, – გვიხსნის კობა ხაბაზი. მის წინააღმდეგ სწორედ ეს „დიდი სისულელე“ გამოიყენეს „ახალის“ ოფისთან, როცა 50-მდე ნიღბიანი ოფისის ასასვლელთან თავს დაესხა და სცემა. ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ფიზიკური ანგარიშსწორება, გონების დაკარგვამდე …

ბერსეს გზავნილები „ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს – ოპოზიცია

საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. „ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით. საქართველოს …

„იზოლირებულ საქართველოს სტუმრები არ ჰყავს“ – შაბათს ბათუმში ტურიზმის სფეროს მარში გაიმართება

შაბათს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მარში გაიმართება. „ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სფეროს საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი ადგილი უკავია. აჭარის რეგიონისთვის, არსებული მასშტაბის და განვითარების გათვალისწინებით, ამ სექტორს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა ინდუსტრიებთან ერთად, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვამაყობთ იმით, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩები მის საზღვრებს გარეთ და საუკეთესო …

„მე მხარდაჭერა მჭირდება ახლა, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან ერთად“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს დატოვების საკითხი არ დგას. „საქართველოს დატოვების საკითხი არ დგას. მე აქ ვარ. და როგორც ვახსენე, არ მინდა, ვგულისხმობ ვხედავ… არა მიზეზს, მაგრამ რაღაც მინიშნებებს, რომ შეიძლება გავხდე… არ ვიცი, ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც მათ აღიარეს, რაც ემიგრაციაშია და გავიგე, რომ დღეს ასევე შესაძლებელია …

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს

ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს მიმართავს და საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს. როგორც დღეს, 19 დეკემბერს, გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ეუთო/ოდირისათვის გასაგზავნ წერილზე ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთად იმუშავა. „დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს. ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იქნა 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ …

მემუქრებოდნენ მე-8 სართულიდან გადაგდებით – რას ჰყვება შოთა ნარსია პოლიციის მიერ ცემასა და ძალადობაზე

„სამართლიანი არჩევნების“ მკვლევარი, შოთა ნარსია თბილისში, საპროტესტო აქციებზე დააკავეს, მანამდე მას სპეცრაზმელებმა სცემეს. როგორც შოთა იხსენებს, რაღაც მანძილზე ათრიეს და პერიოდულად წიხლებს ურტყამდნენ წელის არეში, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. იხსენებს, რომ პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ, მერვე სართულიდან გადაგდებითაც დაემუქრნენ. შოთას თქმით, სპეცრაზმისგან ის ორმა პოლიციელმა გამოიხსნა: „მითხრეს წამოგვყევი, ყველა ჩვენნაირი კი არ არისო“. ამ …

ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, მოსკოვში ასლანი და ბიძინა მშვენივრად გამონახავენ საერთო ენას – ინტერვიუ

„ოცნებას“ საყრდენი საერთოდ არ აქვს. ნაძვის ხესთანაც ხალხი ვერ შეაგროვეს, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობებში სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული,“ – პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გადადება აჩვენებს, რამდენად საგრძნობი გახდა „ოცნების“ სიყალბე ამ პარტიის მხარდამჭერებისთვისაც კი. გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, თუმცა შედეგის სწრაფად მისაღწევად საჭიროა, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებმა დროულად …

„კოლეგების მოწვევით ვიყავი“ – ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი საქართველოში ვიზიტზე

საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი. საქართველოში ყოფნის დამადასტურებელ ქართველ პოლიციელებთან გადაღებულ ფოტოებს ფეისბუქზე თავად ლობარევი აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იყო ჩამოსული, რათა ადგილზე გასცნობოდა „თბილისში უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო აქციების მიერ გამოწვეულ ვითარებას“. ლობარევი ცალსახად „ქართული ოცნების“ პოზიციას იზიარებს და წერს, რომ თითქოს „ქართველების …

პროკურატურა ადასტურებს, რომ ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოთი ითხოვს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ ითხოვს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში დაუდასტურეს. პროკურატურაში არ განმარტეს, რატომ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 დეკემბერს, გაიმართება. ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალის გამოყენებით დააკავა, რა დროსაც ის დაზიანდა. ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 …

„დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის ძალადობს“ – სამების არქიმანდრიტი

სამების ტაძრის არქიმანდრიტი, შიო კვარაცხელია, დღეს, 15 დეკემბერს, საკვირაო წირვის ქადაგებაში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს, არ უსმენს მათ და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. არქიმანდრიტმა თავად გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქადაგების ვიდეოფრაგმენტი. „ადამიანი, როდესაც სულიერად არ არის მდიდარი და მდიდარია მარტო ხორციელად და მიწიერად, ასეთი ადამიანი ბრმა არის სხვისი …

ბათუმში დაკავებული პროფესორისა და 4 სტუდენტის მხარდასაჭერი პერფორმანსი დააანონსეს

დღეს, 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების მიერ ორგანიზებული პერფორმანსი იგეგმება, უნივერსიტეტის დაკავებული დეკანისა და სტუდენტების მხარდასაჭერად. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას …

10 ცვლილება კანონში, რაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს – საიას თავმჯდომარის განმარტება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე მოკლედ, პუნქტებად განმარტავს, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა „ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ საიას თავმჯდომარის პოსტს ფეისბუქზე. „როგორ შეზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით: 1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით …

სპეცრაზმისთვის საკვები 20 დეკემბრამდე იყიდეს – შსს-მ ფორმიანების კვებაზე 1 მლნ-ზე მეტი დახარჯა 

საპროტესტო აქციებზე მყოფი სპეცრაზმელების კვებისთვის მარტო თბილისსა და ბათუმში შსს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. კვების ხარჯი შსს-ს 20 დეკემბრამდე აქვს გათვლილი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 12 დეკემბრამდე თბილისში აქციების გამო შსს-მ 684 300 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში. ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 81 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები …

Exit mobile version