ბათუმში სამშენებლო ნებართვებს 150 000 – 200 000 დოლარად ყიდიან – ვის ეკუთვნის ეს „ბიზნესი“

ბათუმში სამშენებლო ნებართვები იყიდება და „დიდი ფული კეთდება“. მოგება, რაც ამ საქმიდან მშენებლობის ნებართვის მფლობელს რჩება, უმეტეს შემთხვევაში 100 ათასობით „უფასო ფულია“, რადგან ფულს იხდიან მხოლოდ შეთანხმებულ პროექტში. სამშენებლო ადგილი, მშენებლობის ხარჯი და ასე შემდეგ, ნებართვის მიმღების საზრუნავი არ არის. სქემა ასეთია – „იღებ ნებართვას, შემდეგ ამ ნებართვას ყიდი და საქმიდან გადიხარ“. უფრო მარტივად რომ …

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

სახალხო დამცველმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს აძლევს უფლებას შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ. „განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების …

18 სართული – როგორ იცვლება „ამბასადორის“ პროექტი ბულვარში | ესკიზი

შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტის შეთანხმებისას ირწმუნებოდა, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ- გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებდა. „ბალნეოლოგიური ცენტრი-სასტუმრო“ – მოგვიანებით ასე უწოდა კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილი პროექტის ბოლო, კორექტირებულ მასალას. სასტუმროს მშენებლობა ბულვარში, როგორც მწვანე ზოლში, რომელსაც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, დაუშვებელი იყო ყველა იმ რეგულაციით, რომელიც მოქმედი იყო მაშინ, როცა ბულვარში „ამბასადორმა“ მშენებლობის …

„ოცნების“ შემწირველის კომპანიას ბათუმის მერიამ 4 მილიონი დაუბრუნა

შპს „ალიანსი ფრივილიჯს“, რომელიც ბათუმის ცენტრში, რუსთაველის #42-ში ცათამბჯენს აშენებს, მერიამ ვალდებულების შესრულების პირობის დასაზღვევად გათვალისწინებული საბანკო გარანტია, 4 მილიონი ლარი დაუბრუნა. სანაცვლოდ კომპანია მერიას ამავე პროექტში იგივე ღირებულების ქონების გარანტიის სახით დატვირთვას დაჰპირდა. ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კომპანიის სასარგებლოდ ბათუმის საკრებულომ გუშინ, 16 სექტემბერს მიიღო. საქმე იმაშია, რომ შპს „ალიანსი ფრივილიჯს“ პროექტის მასშტაბის …

ჯარიმა და შენობის დემონტაჟი – მერია მარუხის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ სახლზე 

ბათუმის მერიამ მარუხის ქუჩაზე აშენებულ სამსართულიან სახლთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ამ სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზეა აშენებული. უკანონო შენობის მისამართია მარუხის ქუჩის #11. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა. მერიის განმარტებით, ამ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს: …

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოვდება, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში მერიას 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. მერია თანახმაა, თანახმაა „ბათუმის ბულვარიც“, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. გასხვისების …

კორპუსშეზრდილი ორსართულიანი სახლი ბათუმში [ფოტოამბავი]

ორსართულიანი, პატარა სახლი ახალ კორპუსს თითქოს შეეზარდა. ეს ფოტო „ბათუმელებმა“ ბათუმში, ბაგრატიონის #178-ში გადაიღო. ცხრასართულიანი სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიას 2014 წელს გაუცია. კომპანიამ ბაგრატიონის # 178 -ში არსებული სახლი დაანგრია და მის ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსი ააშენა. რეესტრის მონაცემებით, #178-სა და #180-ში მდებარე სახლებს ერთი სახურავი აერთიანებდათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბათუმში, როცა მომიჯნავედ …

მერიაში ამბობენ, რომ უკანონო სართულს მესაკუთრე ანგრევს, სინამდვილეში კი ისევ აშენებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ლუკა ასათიანის #13-ში უკანონო სართულს მშენებელი თავად მოშლის: „მან დემონტაჟი უკვე დაიწყო“, – გვითხრეს ამ უწყებაში. თუმცა ასე არ არის და სინამდვილეში მშენებელს დემონტაჟი არ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ინსპექციის თანამშრომლები სამშენებლო ობიექტიდან წავიდნენ, მშენებლებმა სამუშაოები ისევ გააგრძელეს. შპს „გლობალმშენის“ მიერ აშენებული რვასართულიანი კორპუსი ლუკა ასათიანის #13-ში, რომელსაც დღეს უკვე …

რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთ სართულს აშენებენ, რომელსაც შუშით ფუთავენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებს. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. ბათუმის მერისთვის, ლაშა კომახიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრის დაშორებით, უკანონოდ აშენებენ ? – …

როცა პატარა სახლში ცხოვრობ და ირგვლივ მაღალი კორპუსები ააშენეს

„შევიცვალეთ, უფრო ამაყები გავხდით, პირდაპირ კი არა, მაღლა ვუყურებთ, ან პირდაპირ მაღლა, მარჯვნივ მაღლა, მარცხნივ მაღლა, სანახავი არაფერია, უბრალოდ ისე მექანიკურად – გეხუმრეთ და მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ჩამწეროთ და არც გადამიღოთ“, – გვითხრა ერთ-ერთი პატარა სახლის ეზოში ახალგაზრდა კაცმა და ეზო სწრაფად დატოვა, ჭიშკრიდან გასვლამდე კი დაამატა: „თუმცა ისინი მაღლიდან დაბლა გვიყურებენ“. ერთსართულიანი დასახლების …

რას ამბობენ ბათუმის მერიაში ტროტუარზე პარკინგის მოწყობის გამო

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, #14 საბავშვო ბაღის წინ, პარკინგის მოწყობის სამუშაოები უნებართვოდ შპს „ნიკალამ“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში დაგვიდასტურეს. ბათუმის მერიის ინსპექციის ინფორმაციით, კომპანია გააფრთხილეს და დღის ბოლომდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ ტროტუარს პირვანდელი სახე დაუბრუნოს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.“ ტროტუარზე პარკინგის მოწყობის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დღეს, 4 მაისს, ფესიბუქის პირად …

მერიამ 8 სართული დაამტკიცა, კომპანიამ 10 ააშენა – ბათუმში უკანონო მშენებლობები გრძელდება

შპს „ძმების სახლმა“ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, 10-სართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა. არადა, ბათუმის მერიას კომპანიისთვის მხოლოდ 8-სართულის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული. ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას პროექტში ცვლილება სართულების დამატებაზე მერიაში არ შეუთანხმებია. უკანონოდ აშენებული სართულები ამ კომპანიის მხრიდან თვითნებობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია …

ბათუმში 25-სართულიან სახლზე დაშენებას აქ მცხოვრებლები აპროტესტებენ

ბათუმში, ფიროსმანის #18-ში, ექსპლუატაციაში მიღებულ 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს 26-ე სართულს დააშენებენ. მესაკუთრეს შესაბამისი ნებართვა აქვს. პარალელურად, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური სწავლობს ამ სახლის ამხანაგობის სახელით შესულ საჩივარს, თუმცა საჩივარი მშენებლობის პროცესს ვერ შეაჩერებს. აქ მცხოვრებლები სახლის ექსპლუატაციის შემდეგ ამხანაგობასთან შეუთანხმებლად მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. კანონის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებული სახლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ახალი …

20-სართულიანი კორპუსი ინასარიძის ქუჩაზე – სად აკეთებს სკვერს მერია

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის წინ, 20-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი აშენდება. მშენებლობისთვის აქ ტერიტორია უკვე შემოღობილია. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე ბათუმის მერია სკვერს აშენებდა. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2020 წლის 29 იანვარს გასცა. შენობას შპს „როიალ ბულდინგი“ ააშენებს. მანამდე კი, მერიას მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის …

მე-14 სკოლის წინ კორპუსი შენდება – რას უპირებენ მრავალწლოვან ევკალიპტებს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის წინ, 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. სამშენებლო ტერიტორია უკვე შემოღობილია და იქ რამდენიმე მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეც დგას. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს „ხეები არ უნდა მოიჭრას.“ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2020 წლის 29 იანვარს გასცა. ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, შპს „როიალ ბულდინგი“ [თავდაპირველად შპს „თემა“], 2016 წელს …

ბათუმის მერია მშენებლებს ახალ გადასახადებს უწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის დროს საზოგადოებრივი სივრცეებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას ითხოვს. განკარგულების შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საკრებულო საკითხის დამტკიცებაზე 25 თებერვალს იმსჯელებს. პროექტის მიხედვით სამშენებლო ღობის მოსაწყობად გადასახადის ოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე ზონების მიხედვით გადანაწილდება: ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა – 100 ლარი ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა – …

არა „ ბათუმი რივიერას“ პროექტს – „ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში აქციას გამართავენ

„ახალგაზრდა მწვანეები“ ხვალ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დღის 3:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება, შემდეგ კი უშუალოდ რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიშო ჯიბლაძის ინფორმაციით აქციას ორგანიზაცია „ბათომიც“ შეუერთდება. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები …

ნინო ინაიშვილი: ბულვარში გეგმავენ სასტუმროს და არა ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას

„ბალნეოლოგიური ცენტრი“, რომელსაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში აშენებს, მომავალში შესაძლოა სასტუმროდ იქცეს. ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ კომპანია სწორედ სასტუმროს ნომრების შექმნაზეა ორიენტირებული და ნებართვა სამკურნალო დაწესებულებისთვის  მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ ასე მისი მიღება გაუადვილდებოდა. ბულვარში სასტუმროს მშენებლობა კანონით დაუშვებელია. რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიამ აჭარის კმდ-ს ძეგლების საბჭოს, როცა პროექტის სიმაღლის 15-სართულამდე გაზრდა მოითხოვა? – ამ …

რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენებაზე

მიიღებს თუ ვერა შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების უფლებას? – ეს  საკითხი ბათუმში ისევ მწვავე განხილვის საგანია. მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ბულვარში ერთ-ერთი ხეივნის გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბულვარის დასაცავად ქუჩაში ისევ გამოვლენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, არ გასცეს ამ მშენებლობაზე ნებართვა. რას ფიქრობენ ისინი, რომლებიც …

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ სახლს ანგრევენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ძველ, ორსართულიან სახლს ანგრევენ. ტერიტორია უკვე შემოღობილია და  დემონტაჟის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე გვითხრეს, რომ მხოლოდ მუშები არიან და კითხვებზე ვერ გვიპასუხებენ, გვირჩიეს ეზოში შევსულიყავით და მეპატრონეს გავსაუბრებოდით, თუმცა ჭიშკარი საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით კლდიაშვილის #11-ში რვასართულიანი სახლის მშენებლობა 2015 წელსაა შეთანხმებული და მერიამ მშენებელ კომპანიას ნებართვის ვადა სამი …

„ალიანსი“ რუსთაველზე მშენებარე თაუერის სიმაღლეს 9 მეტრით ზრდის – შენობა 185 მეტრი იქნება 

„ალიანს ფრივილიჯიმ“  ბათუმში, რუსთაველი #42-ში, სამშენებლო პროექტში ცვლილება მოითხოვა, ცვლილება პროექტის სიმაღლის კიდევ 9 მეტრით გაზრდას ითვალისწინებს, შესაბამისად, შეთანხმებული 176 მეტრი სიმაღლე 185 მეტრამდე გაიზრდება, კომპანია კიდევ ორი სართულის დამატებას შეძლებს და  52 სართულის ნაცვლად 54 სართულს ააშენებს. ცვლილებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ 16 დეკემბერს იმსჯელა და შეითანხმა. ახლა კომპანიას მერიის თანხმობა სჭირდება, თუმცა …

ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს

ბათუმის მერია აუქციონზე 294 100 ლარად ყიდის 346 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ წინ მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 6 იანვარს დასრულდება. აუქციონზე, სადაც მერია 1კვ/მ მიწას 850 ლარად ყიდის, ვაჭრობის ბიჯი 3 000 ლარია. აუქციონის ერთადერთი პირობით, გამარჯვებული ვალდებულია არ შეზღუდოს გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 2 მიწის …

„კორუფციის ფასი“ – ფილმი ბათუმის ჩაბეტონებაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ვიდეო]

მუსიკის რიტმი ჩქარდება, იზრდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც, დაბალი სახლები უფრო ჩქარა ქრება და ბეტონის მაღლივი, ნაცრისფერი კედლები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. დროდადრო ამ კედლებიდან ჩამოვარდნილი ადამიანების საზარელი, განწირული ყვირილის ხმა ისმის და სიუჟეტის ფერები უფრო და უფრო მუქდება. მშენებლობის ნებართვის გამცემ პირს, რომელმაც ამ გზით დიდი ფული იშოვა და ავტორი ერთ სახეში აერთიანებს, პოლიცია აკავებს. …

აჭარის მთავრობის ელექტრონული აუქციონი წინასწარ გამოცხადებული მყიდველით

აჭარის მთავრობა, აუქციონის წესით, რომელიც 10 დეკემბერს გამოაცხადა, ბარათაშვილის #30-ში მდებარე შენობას ყიდის. ამ მისამართზე საოჯახო მედიცინის ცენტრი ფუნქციონირებს. ზუსტად ამ მისამართზე 14 ნოემბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს ახალი სამშენებელო პროექტის პირველი ეტაპი შეათანხმა კომპანიამ – „სახლი ბარათაშვილზე“. შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის აუქციონზე გატანა მთავრობას სწორედ ამ კომპანიამ სთხოვა …

მშენებლები დაბალსართულიანი სახლების დანგრევის ნებართვას ისევ ითხოვენ

მშენებლები არ ირჩევენ დაუსახლებელ ადგილებს და არ ისახავენ მიზნად ასეთი ადგილების განვითარებას, ისინი არ გადიან გარეუბნებში და ისევ ბათუმის ცენტრში ეძებენ  დაბალსართულიან ისტორიულ სახლებს დასანგრევად იმისთვის, რომ მათ ნაცვლად ახალი მაღალსართულიანი სახლები ააშენონ. ბოლო პერიოდში მათი მოთხოვნა ნებართვის მისაღებად უფრო დაჟინებული იყო, იმ მიზეზით, რომ 3 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელმაც, როგორც სპეციალისტები …

„ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა“- საკრებულოს წევრი უკანონოდ აშენებულ რვა სართულზე

„ვიცე-მერიც აქ იმყოფება და მაინტერესებს ერთი საკითხი. გვქონდა შემთხვევა, როცა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რვა სართული უკანონოდ ააშენეს. მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ჩვენ და მოქალაქეებმაც მივიღეთ პირობა, რომ მოხდებოდა ამ მშენებლობის შეჩერება ან დემონტაჟი. კორპუსი ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა. ეს ამბავი, რა ვქნათ, მაინტერესებს და, ზოგადად, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას – ჯერ აშენებენ და …

საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარეს არსებული შენობები, ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი ისტორიული სახლი, სადაც ახლა საოჯახო მედიცინის ცენტრია, შესაძლოა ახალ სამშენებლო პროექტს შეეწიროს. ინვესტორი მთლიანობაში 1 972 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას გეგმავს გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით. ამ ადგილზე ახალი სახლის მშენებლობის უფლებას შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ითხოვს. ტერიტორია, …

სიმაღლის გადასახადიდან ბათუმის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი შევიდა

ბათუმის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ათი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით 528 000 ლარი შევიდა. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს. ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს. შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და …

კომპანია ვარდების ბაღთან 2-სართულიანი სახლის დანგრევას და ახლის აშენებას გეგმავს

შპს „ინსტალი“ ბათუმში მარჯანიშვილისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მაღაზია „ნიკორაა“, ორსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ახალი ექვსსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. რეესტრის მონაცემებით, შენობა თავისი დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც შიდა ეზოშია განთავსებული 1010 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს. შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც კომპანიამ შეთანხმების მისაღებად ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭოს წევრების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია …

„ბათუმი ცენტრალი“ სანაპიროზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს

შპს „ბათუმი ცენტრალი“ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილი პროცედურების გავლის მიზნით მერიას მიმართა. ტერიტორია, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 8526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. 5000 კვადრატულ მეტრზე დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობა სამშენებლოდ გამიზნული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] მომზადებას ითვალისწინებს. გრგ-ს მომზადებაზე კომპანიას დავალება …

ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის მოსაკრებლის გამოთვლის წესს ცვლის. მას შემდეგ, რაც ცვლილებას  საკრებულო დაამტკიცებს, მშენებლები ნებართვის მისაღებად დაგეგმილი სამშენებლო პროექტის 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარს გადაიხდიან, იგულისხმება კ2- ის საანგარიშო ფართობი, რაც სამშენებლო ნაკვეთის ფართობთან მიმართებაში პროექტის მასშტაბს განსაზღვრავს [ამ ფართობში არ შედის კიბის უჯრედი და აივნები]. ამ დრომდე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი მშენებლობის ფართობის [კ1]  მიხედვით …

ბეტონის ფარდა – ბათუმი, რომელიც ყოველდღე იცვლება [ფოტო]

ეს ბათუმია.  ქალაქი, რომელიც ყოველდღე იცვლება. ქალაქი, სადაც შენდება ახალი შენობები, მაგრამ ენერგოკომპანიას არ აქვს რესურსი, ეს შენობები ქსელში ჩართოს. ეს არის ახალი ბათუმი, საპარკინგე ადგილის, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გარეშე.  

კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის მერია გეგმავს მახინჯაურის სანაპირო ზოლთან ახლოს, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადების დავალება მისცეს კომპანიას, რომელსაც ჯერ ეს ნაკვეთი არ უყიდია. როგორც მერია განმარტავს, ამ ნაკვეთის შესყიდვას კომპანია „აპირებს“ [სავარაუდოდ იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილი მშენებლობისთვის ყველა საჭირო დოკუმენტს მიიღებს]. შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ მალიშევმა …

იაფ სახლში ბინის მისაღებად რეგისტრაცია ერთ თვეში დაიწყება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ოჯახებმა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ: „ამ დროისთვის მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდება.“ დაზუსტების შემდეგ მერია სპეციალურ ფორმას საკრებულოში გადააგზავნის დასამტკიცებლად,  შემდეგ კი მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის მერიას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. განაცხადებს შესაბამისი კომისია წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით …

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და  მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“  შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის …

კომპანიამ, რომელიც სასტუმროს აშენებს, ტროტუარი უნებართვოდ მოშალა [ფოტო]

ანწუხელიძის ქუჩაზე, #14-თან, ფეხით გადაადგილებისას პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე მოგიწევთ გადასვლა, რადგან მშენებელმა კომპანიამ ტროტუარი მოშალა. მოშლილი ტროტუარის გაგრძელება კი, დაახლოებით 300 მეტრზე,  კომპანიას სამშენებლო ღობით აქვს შემოფარგლული. ამ ადგილზე შპს „ედ კაპიტალი“ ხუთსართულიან სასტუმროს აშენებს. კომპანიას უკვე დაწყებული აქვს საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები. მშენებლობა პირდაპირ ტროტუარის გასწვრივ მიმდინარეობს, ამიტომაც კომპანიას სამშენებლო ღობის გასაკეთებლად, ასევე, სამშენებლო …

Exit mobile version