მარიუპოლის მცველების ცოლები და დედები ერდოღანთან შესახვედრად გაფრინდნენ თურქეთში

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ჯარისკაცების ცოლები და დედები სტამბოლში გაფრინდნენ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად. უკრაინული მედიის ცნობით, ისინი აპირებენ მადლობა გადაუხადონ ერდოღანს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და სთხოვონ, გააერთიანოს ძალისხმევა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, „აზოვსტალში“ მყოფი ჯარისკაცების გადასარჩენად. ქალებმა თურქეთში გამგზავრების წინ ფეისბუქგვერდზე მოკლე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს. კიშინიოვისა და ვარშავის აეროპორტებიდან გაემგზავრნენ: 36-ე საზღვაო ქვეითი …

ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით. „მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ (დასკვნები სპეციალისტებმა გააკეთონ)“, – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს. ანდრიუშჩენკოვის თქმით, თავად ოკუპანტები …

„აზოვსტალში“ წყალს გათბობის სისტემიდან იყენებენ, დაჭრილები იატაკზე წვანან – დენისოვა

600-მდე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მძიმე მდგომარეობაში რჩება – წერს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ფეისბუქზე. „ერთ ოთახში რამდენიმე ათეული ორსართულიანი საწოლია, სხვა დაშავებულები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, იატაკზე წვანან. წამლები აღარ არის. საკვები და წყალი პრაქტიკულად არ არის. საავადმყოფო იყენებს წყალს, რომელიც მოდის გათბობის სისტემიდან“ – იუწყება დენისოვა. მისივე განცხადებით, „აზოვსტალში“ ბევრი დაჭრილი …

მათი გმირული სიკვდილი ან ტყვეობა უკრაინის კრახია – მარიუპოლის მცველის საცოლე

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს მარიუპოლის პოლკის პირველი ბატალიონის ასმეთაურის საცოლის, ანა ნაუმენკოს მიმართვას. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ თარგმანს. _________________________________ „ჩვენ 2014 წელს შევხვდით ერთმანეთს, 2018 წელს დაქორწინება შემომთავაზა. წელს უნდა გვექორწინა. მე შევეჩვიე ლოდინს, მაგრამ ახლა ყოველდღიური ლოდინი აუტანელია. როცა რუსეთი 2014 წელს თავს დაგვესხა, ამ ბიჭებმა დატოვეს ნორმალური ცხოვრება, სწავლა, სპორტი და წავიდნენ ქვეყნის, ჩვენი …

ჩემი შვილი ჯოჯოხეთში უკვე იყო, მიეცით ნება დაბრუნდეს  – 21 წლის მარიუპოლის მცველის დედა

უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში, ასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომლებიც ალყაში არიან. ქარხანა განუწყვეტლივ იბომბება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. უკრაინელი ჯარისკაცები, მათი ცოლები და ნათესავები მებრძოლების გაყვანას ითხოვენ მწვანე დერეფნის საშუალებით. უკრაინული 24-ე არხი პერიოდულად აქვეყნებს მარიუპოლის მცველების ოჯახის წევრების მიმართვებს. ტატიანა და სტავრ ვიშნიაკოვების შვილი, უმცროსი სერჟანტი, 21 წლის არტემი, ახლა „აზოვსტალშია“. …

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების ცოლებმა რომის პაპს სთხოვეს დახმარება

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეხვდა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ცოლებს და „მედიაზონას“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს. ამის შესახებ ვერზილოვი ტვიტერზე წერს და ფოტოს აქვეყნებს. ვერზილოვი წერს, რომ რომის პაპს შეხვდა პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, კატია პროკოპენკო და „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი მებრძოლის ცოლი, იულია ფედოსიუკი. „შევხვდით რომის პაპს, რომ გვეთხოვა მისთვის მონაწილეობა მიეღო აზოვსტალის დამცველების …

მარიუპოლის მერი: ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია, შესაძლოა იფეთქოს ეპიდემიამ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში 150-170 ათასი მოქალაქეა, პირობების არქონის გამო ქალაქში შესაძლოა ეპიდემიამ იფეთქოს და სიკვდილის შემთხვევები გაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია. ინფორმაციას მარიუპოლის რადა ავრცელებს ტელეგრამზე. „ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის აღდგენის გარეშე ეპიდემიები იფეთქებს. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები …

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლის ცოლის, იულია ფედოსიუკის ნაამბობს. იულიას ქმარი ფეხშია დაჭრილი. _____________________________ „29 წლის ვარ. ომამდე რადას დეპუტატის თანაშემწედ ვმუშაობდი. ჩემი ქმარი, არსენ ფედოსიუკი, მარიუპოლის მცველი პოლკის მებრძოლია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2014 წლიდან იბრძვის. ომში ის კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დასრულებისთანავე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია, აქტიურად მონაწილეობდა მაიდანის აქციებში. მაიდანის შემდეგ წავიდა ომში. …

სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილია ელექტრიკოსი, რომელიც აზოვსტალში მუშაობდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილია ელექტრიკოსი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ელექტრომოწყობილობის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე მუშაობდა. უკრაინის პროკურატურის ვერსიით, ეჭვმიტანილმა რუსულ ჯარებს მიაწოდა ინფორმაცია „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბების, საწყობებისა და კომუნიკაციების ადგილმდებარეობის შესახებ. ამ გვირაბებს რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იყენებდნენ უკრაინელი ჯარისკაცები. „ოკუპანტებმა ეჭვმიტანილისგან მიღებული ინფორმაცია ვიდეოზე დააფიქსირეს და გაავრცელეს …

„არიან ჯარისკაცები, ვინც ოჯახის გამო წუხს, მაგრამ არა მე“ – აზოვის პოლკის ოფიცრების პრესკონფერენცია 

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულმა მებრძოლებმა დღეს, 8 მაისს, პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს 24 თებერვლის შემდეგ იცავენ, ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ ბომბავს აზოვსტალის ტერიტორიას. პრესკონფერენციის ტრანსლაცია უკრაინულმა გამოცემა „Hromadske“-მ უზრუნველყო.  ჟურნალისტების კითხვებს „აზოვსტალის“ ბუნკერიდან აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო პასუხობდა. ილია სამოილენკო დაადასტურა ღალატის ამბავი …

დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ახალგაზრდა ექიმის მიმართვას. მედიის ცნობით, მარიუპოლელი მედიკოსი ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ექიმი „აზოვსტალიდან“ ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ არც კი ახსოვს ომის დაწყებიდან რამდენი დღე გავიდა, მის ხელებში კი ხალხი იხოცება: ტყვიების, შიმშილის, არასაკმარისი წამლების, საშინელი პირობების გამო. „ჩვენ …

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის საბოლოოდ დაამყარებაში – ინფორმაციას დღეს, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ტელეგრამზე. უწყების ცნობით,  პირველ მაისს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ რუსეთის დროშა აღმართა, თუმცა მოსახლეობამ „რაშისტული დღესასწაული“ უგულებელყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი …

მარიუპოლში 14 წლის სპორტსმენი დედასთან ერთად დაიღუპა – „რუსული მშვიდობა კლავს“

მარიუპოლში 14 წლის უკრაინელი სპორტსმენი, ძალოსანი ალინა პერეგუდოვა დედასთან ერთად დაიღუპა რუსეთის დაბომბვის შედეგად. ინფორმაციას დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი ავრცელებს. „პუტინის ჯარების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა პერსპექტიული სპორტსმენი დონეცკიდან ალინა პერეგუდოვა, რომელიც დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში მტრის ჭურვების შედეგად. ალინა იყო ოლიმპიური რეზერვის ბავშვთა და ახალგაზრდული სპორტული სკოლის მოსწავლე ძალოსნობაში და დონეცკის …

ღამით რუსეთმა მარიუპოლზე 50 ავიადარტყმა განახორციელა – პოლკი “აზოვი”

პოლკი „აზოვი“ აცხადებს, რომ მარიუპოლში, გასული ღამის განმავლობაში 50 საჰაერო შეტევა დააფიქსირეს. „აზოვი“ მიმართავს ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქალაქის გასათავისუფლებლად ან მოახერხონ მარიუპოლის მცველებისა და მოქალაქეების ევაკუაცია. მიმართვა ტელეგრამის არხზე „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა გაავრცელა. „ამ ღამით იყო ფოსფორული ბომბების კოლოსალური რაოდენობა, 50 ავიადარტყმა, რაკეტები, ყველაფერი, რის გამოყენებაც კაცობრიობის წინააღმდეგ ბარბაროსს შეუძლია“, – …

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

უკრაინელი ცოლ-ქმარი, ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები, მარიუპოლიდან ბათუმში 25 აპრილს ჩამოვიდნენ. ისინი მიწისქვეშა, ბნელ თავშესაფარში იმალებოდნენ და არც აპირებდნენ მარიუპოლის დატოვებას, რომ არა ის დღე, როცა მათი სახლი, ეზო და შინაური ცხოველები საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა ყველაფერი დაკარგა მარიუპოლში, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ქალაქი და სამშვიდობოს გაეღწიათ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე …

„აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია, როგორ აიღეს ქალაქი? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის მტკიცება მარიუპოლის აღებასთან დაკავშირებით სიყალბეა, რადგან მათ არ აუღიათ „აზოვსტალი“, რომელიც „ქალაქის 1/5 ნაწილს მოიცავს“. ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი ამბობს, რომ „მარიუპოლი აიღო“. ერთი შესწორებით: „გარდა აზოვსტალისა“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ „აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5 ნაწილს მოიცავს. ან უფრო სწორად, 22 ვატიკანს, ან  ნიუ-იორკის 3 ცენტრალურ პარკს. ქალაქი …

მარიუპოლის სარდაფში დაიღუპა ქალი – ის ბავშვობაში სარდაფში დამალვით გადაურჩა ნაცისტებს

„10 წლის ასაკში ვანდა სემიონოვნა ობიედკოვა გერმანელებს გადაურჩა – მარიუპოლის სარდაფში დამალვით. 81 წლის შემდეგ კი, ამავე ქალაქის სარდაფში დაიღუპა, როგორც რუსებისგან დამალული ომის მსხვერპლი“ – ფოტოს ამ წარწერით დღეს, 20 აპრილს, აუშვიცის მუზეუმის გვერდი აქვეყნებს. 91 წლის ვანდა სემიონოვნა მარიუპოლის გაყინულ სარდაფში 4 აპრილს გარდაიცვალა. ვანდა დაიბადა 1930 წლის 8 დეკემბერს მარიუპოლში. 1941 წელს …

ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულებისთვის შესაძლოა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, დღეს, 2022 წლის 20 აპრილს,  14:00 საათიდან ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას მარიუპოლიდან ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების ევაკუაციისთვის. „მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებიდან გამომდინარე, მთელ ჩვენს ძალებს სწორედ ამისკენ მივმართავთ. მოვახერხეთ წინასწარი შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანზე ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან, ტაგანროგისა და ტაგანროგის …

60 სამხედრო და 16 სამოქალაქო ტყვე დაბრუნდება სახლში – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 19 აპრილს ოფიციალურმა კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა. ვერეშუკი ტელეგრამზე წერს, რომ ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. „დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. გარდა ამისა, სახლში დაბრუნდება 16 სამოქალაქო პირი. ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. საერთო ჯამში 76 ადამიანი“, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი. მანამდე, ვერეშუკმა განაცხადა, …

რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, დღეს, 19 აპრილს, დილით, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის სახალხო მილიციის (DPR) სამხედრო ჯგუფებმა ნაწილობრივ დაიწყეს შეტევა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სამხედროების გარდა …

მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ

მარიუპოლის მცველები აგრძელებენ ბრძოლას მიუხედავად რუსეთის ულტიმატუმისა  დანებების შესახებ. „უკრაინის არმიამ, რომელიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფება, უარი თქვა დანებებაზე,“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ABC-სთან ინტერვიუში. მან თქვა, რომ უკრაინული ჯარები კვლავ აკონტროლებენ მარიუპოლის ნაწილს და ქალაქი „ჯერ კიდევ არ დაცემულა“. მარიუპოლი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები …

რუსეთი მარიუპოლის მცველებს დანებებისკენ მოუწოდებს

რუსეთმა უკრაინულ ჯარისკაცებს, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას იცავენ, დანებება შესთავაზა. „ყველას, ვინც დადებს იარაღს, შეუნარჩუნდება სიცოცხლე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიზინცევმა. ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, ქალაქში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იტანჯება შიმშილით, წყლისა და სითბოს ნაკლებობით. დღეს, 17 აპრილს, 53 …

რუსეთმა ბრძანება გასცა, ომის დანაშაულის ყველა კვალი წაშალონ – უკრაინის დაზვერვა

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი გენოციდის შესახებ შეიტყო, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი ომის დანაშაულებების დასაფარად უკრაინაში მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მობილურ კრემატორიუმებს რუსი სამხედროების ცხედრების გასანადგურებლადაც იყენებენ, რათა მათი სამხედრო დანაკარგების შესახებ რეალური ინფორმაცია არ გახდეს …

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის – მინისტრი

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციისთვის – ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხზე  რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებს ელაპარაკება. აკარმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. მარიუპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქია. იგი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველი …

„წითელი ჯვარი” დღეს ისევ ეცდება მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას

„წითელი ჯვარი” დღეს, 2 აპრილს, კიდევ ერთხელ ეცდება მარიუპოლში გუნდის გაგზავნას. პირველ აპრილს გაგზავნილი ჯგუფი, რომელიც მარიუპოლიდან 54 უკრაინულ ავტობუსსა და სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებებს უნდა გამოსძღოლოდა სამოქალაქო პირების ევაკუირებისთვის, უკან – ზაპორეჟიეში დაბრუნდა. როგორც „როიტერსი“ წერს, „წითელმა ჯვარმა“ განაცხადა, რომ არსებულ პირობებში შეუძლებელი იყო მისიის გაგრძელება. მარტში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ევაკუაციის წინა მცდელობაც არ …

მარიუპოლში სკვერები მიცვალებულებითაა სავსე – ქართველი ბერი უკრაინაში

„მარიუპოლში ვერ ხერხდება დაღუპული ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელი მდგომარეობაა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ცხედარი და ან ცხოველებმა არ შეჭამოს. ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში უკრაინაში მცხოვრები ბერი, ნექტარიოს მჭედლიძე. იგი ამჟამად უკრაინის ქალაქ რივნეში იმყოფება. მამა …

მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი – მარიუპოლის მერი

უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ 27 დღის განმავლობაში ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია. მერის განცხადებით, ქალაქში ახლა დაახლოებით 170 ათასი ადამიანი რჩება, 140 ათასმა მოახერხა ქალაქის დატოვება ალყის დაწყებამდე, ხოლო 150 ათასმა – ევაკუაცია ბლოკადის დაწყების შემდეგ. სხვადასხვა ცნობებით, მარიუპოლში შენობების 90% დაზიანებულია. მარიუპოლში …

მარიუპოლში 160 ათასი ადამიანია, საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი რჩება და საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია. „ჩვენი შეფასებით  მარიუპოლში ახლა დაახლოებით 160 ათასი ადამიანია. ცხოვრება შეუძლებელია, რადგან საერთოდ არაფერია: არც წყალი, არც დენი, არც გათბობა, არანაირი კომუნიკაცია არ არის“- განაცხადა ბოიჩენკომ. ქალაქის მერის თქმით, მარიუპოლში ათასობით ადამიანია დაღუპული რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად. უკვე ერთი თვეა …

მარიუპოლის რადა: თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ალყაში მყოფი ქალაქის, მარიუპოლის რადას ცნობით, ქალაქში დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მარიუპოლის რადა ტელეგრამზე თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველებისგან არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის მიერ დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა,“ – წერს რადას არხი ტელეგრამზე. მარიუპოლის თეატრი 16 მარტს, რუსეთის შეჭრიდან 21-ე …

ზელენსკის თქმით, მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს და „ბავშვები არიან ნანგრევებში“ | VIDEO

Walla News-ის საგარეო საკითხთა განყოფილების რედაქტორი, გაი ელსტერი წერს, რომ ქალაქ მარიუპოლის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ბომბდამშენებით დაბომბვის შედეგად, მთლიანად განადგურდა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო სახლი – რამდენიმე კორპუსი. დაბომბილი საავადმყოფოს ვიდეო ვრცელდება Украина Online-ის ტელეგრამის არხზეც. თვითმხილველები აცხადებენ, რომ „უამრავი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში“. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი: „მარიუპოლი! რუსი სამხედროების პირდაპირი შეტევა …

Exit mobile version