ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია. ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 …
Tag Archives: კორუფცია
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტებზე. საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, …
1 თვის წინ დააგეს ჩვენს ქუჩაზე ასფალტი, რატომ თხრიან ხელახლა? – ბათუმის მერიის პასუხი
„დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს აეროპორტის გზატკეცილზე ახალი ასფალტი, როგორც იქნა, სრულად და დაასრულეს სამუშაოები, რატომ თხრიან ხელახლა?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. ირკვევა, რომ აეროპორტის გზატკეცილზე ამჯერად ტროტუარებს აწყობენ, ასევე ამოტეხილია ავტომანქანის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტის საფარის ნაწილი. „აეროპორტის გზატკეცილზე დაგებულია ორი ფენა ასფალტის საფარი და მესამე ფენისათვის მიმდინარეობს წყალარინების ჭების …
ბათუმის მერია სოციალურ სახლს აღარ ააშენებს – 32 მილიონ ლარად 2 კორპუსი უნდა აშენებულიყო
ბათუმის მერიას „შანხაის დასახლებაში“ 2026 წლის ბოლომდე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა, რაზედაც თავის დროზე ხელშეკრულება 32 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგიმ“ დაიწყო, თუმცა 2026 წელს კომპანია და მერია შეთანხმდა, რომ ორიდან ერთი კორპუსი აღარ აშენდება. ამ შეთანხმების „ობიექტურ მიზეზად“ კი დასახელებულია მოსახლეობა, რომელიც თურმე „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს. ვინაიდან …
ნინოშვილის ქუჩაზე „გუმბათის“ მშენებლობა გვერდით არსებულ ძეგლს საფრთხეს უქმნის
ბათუმში, ნინოშვილის #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეებმა, მათი სახლის მომიჯნავედ [#25-ში] მიმდინარე მშენებლობის შესაჩერებლად პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს. როგორც აქ გვიყვებიან, სამშენებლო სამუშაოები მათი სახლის რყევებს იწვევს. „სახლი ზანზარებდა, პოლიცია გამოვიძახეთ. მივმართეთ მერიასაც, მუნიციპალურ ინსპექციას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს“, – გვიყვება ირაკლი კაკაბაძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე. ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ …
Continue reading “ნინოშვილის ქუჩაზე „გუმბათის“ მშენებლობა გვერდით არსებულ ძეგლს საფრთხეს უქმნის”
„სახლი დაგვინგრიეს“ – ოჯახი „ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ, ილია ვერძაძე ბრალდებებს უარყოფს
აჭარაში „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრს, ილია ვერძაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბათუმში მცხოვრებმა, ნათია თურმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა, რომ მის ოჯახს ქონება კორპუსის მშენებლობის და ბინების გადაცემის პირობით, გარიგების საფუძველზე, ილია ვერძაძემ დაათმობინა, შემდეგ კი ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ: „სახლი დაანგრიეს, არაფერი აუშენებიათ, ქირის თანხასაც აღარ გვიხდიან. მამამ ნერვიულობის გამო ორჯერ მიიღო ინსულტი, …
ჩაქვის რაგბის მოედანზე, სადაც მშენებარე ობიექტი ჩაინგრა, სამუშაო განახლდა – მშენებელი არ შეცვლილა
ქობულეთის დაბა ჩაქვში, რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ივლისიდან გაგრძელდა და 2027 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. მშენებლობას „გლობალ სტანდარტმშენი“ აგრძელებს, რომელმაც თავის დროზე ტენდერი მოიგო, სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ მის მიერ აშენებული ნაგებობის ნაწილი გასულ წელს მოსული თოვლის დროს ჩაინგრა. დაიბზარა კედლებიც. თუმცა, როგორც „ბათუმელების“ მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების გადამოწმებით …
ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ანტიკორუფციულის ინფორმაციით, …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი”
სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს მესტიაში მივლინებისთვის
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში, სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს სვანეთში მივლინებისთვის. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური მონაცემებით, ის სვანეთში თავის კოლეგასთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად 2026 წლის თებერვალში ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდა. უფრო ზუსტად კი „ოცნების“ პარლამენტის წევრები მესტიაში იმყოფებოდნენ და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1860 ლარი დაიხარჯა. სოზარ სუბარი საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 2025 …
Continue reading “სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს მესტიაში მივლინებისთვის”
რას ითხოვს ბათუმის მერია „გრანდ მოლისგან“, რომლის შენობაც ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა
ბათუმის მერია თანახმაა შპს „გრანდ მოლს“ პირდაპირი წესით და პირობებით შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდოს. მიწა დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ მას პირდაპირი წესით ვერ განკარგავს, ქონება ჯერ აჭარის მთავრობას უნდა გადაეცეს, მთავრობა კი „გრანდ მოლს“ გადასცემს. 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აჭარისთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 …
რატომ არ შენდება დანისპარაულის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულებულიყო – გამოიყო 600 ათასი ლარი
ხულოში, სოფელ დანისპარაულში, ენგენაურის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა აშენებულიყო და რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო, დღემდე არ აშენებულა. ენგენაურის ხიდი ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხიდმა ორი სოფელი უნდა დააკავშიროს ერთმანეთს. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების განცხადებით, რომლებმაც ხულოში ყოფნისას ამ ხიდის მდგომარეობა გადაიღეს, აცხადებენ, რომ ხიდის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2025 წელს 366 ათასი ლარი გამოიყო …
„ოცნებას“ აქვს გზავნილი: მეტი უნდა მოიპარო, მეტი ქსელი გააბა“ – ინტერვიუ უფლებადამცველთან
„ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა შადრევანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა …
რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი კონკურსი ღარიბაშვილის განკარგულებით
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 500 000 ლარია. კონკურსის დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი გენგეგმასთან თანხვედრაზე, რაც ბულვარის მთავარი დოკუმენტია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საკონკურსო დოკუმენტებთან ერთად ატვირთა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის განკარგულება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“. …
დაკავებული და პასუხისგებაში მიცეულია 28 პირი, ქრთამის აღების და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 28 პირი, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. „საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების …
ვინ იხეირა „ტყუპების“ დანგრევით – მერიის კორუფციული გარიგებები ბათუმის ბულვარში
ბულვარში, იქ, სადაც კაფე „ტყუპები“ დაანგრიეს, ბათუმის მერია მუნიციპალურ სკვერს აწყობს ისე, რომ არც ტენდერი გამოუცხადებია და არც ბიუჯეტშია საამისოდ ფული გათვალისწინებული. რა ხდება? საქმე ისაა, რომ მერიამ მშენებელ კომპანიებთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც ისინი ბათუმის ძველ ბულვარში სკვერის მოწყობას დააფინანსებენ, მერია კი ამ კომპანიებს სამშენებლო პროექტების კოეფიციენტებს გაუზრდის, ან მშენებლობის ნებართვებს მისცემს გაზრდილი კოეფიციენტით …
Continue reading “ვინ იხეირა „ტყუპების“ დანგრევით – მერიის კორუფციული გარიგებები ბათუმის ბულვარში”
„რუსთაველის“ მფლობელი „ნეოკას“ ადგილს დაიკავებს და 1.2 მილიონს გადაიხდის ყოველწლიურად
ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სასტუმრო „შერატონის“ მომიჯნავედ კაფე „ნეოკას“ ადგილს ახალი მოიჯარე, შპს „ორლა 21“ დაიკავებს. კომპანიამ ელექტრონული ვაჭრობისას ამ ქონების საწყისი ფასი თითქმის გააოთხმაგა, 361 600 ლარიდან 1 მილიონ 211 800 ლარამდე გაზარდა და ასე მოიშორა კონკურენტები. შპს „ორლა 21“ 2026 წლის 8 ივნისს არის დაფუძნებული და მას ლარისა სოლომონიძე ფლობს. საჯარო …
კორუფციულ ფაქტებზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს – საგამოძიებო
კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. „ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და …
Continue reading “კორუფციულ ფაქტებზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს – საგამოძიებო”
ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით
გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს. მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ. სარფი-გონიოს მთაზე, …
ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს – „შავი წერტილი“, რომელსაც არ იმჩნევენ
2026 წლის მაის-ივნისში ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2 ადამიანი დაიღუპა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე: ერთ შემთხვევაში 70 წლის კაცი გადადიოდა ქუჩაზე, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მეორე შემთხვევაში დაღუპული კაცი ავტომანქანაში მყოფი მგზავრი იყო. ფრიდონ ხალვაშის გამზირი ე.წ. ხელვაჩაურის გზაა – ადგილი, სადაც ადამიანები მოუწესრიგებელი გზის გამო იღუპებიან. „ოცნების“ ხელისუფლება არათუ არაფერს …
უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე …
როგორ გაუყიდეს ოჯახებს კერძო საკუთრებასთან მისასვლელი – მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში მცხოვრებ მოქალაქეებს: ანზორ ძირკვაძესა და ლამარა აბაშიძეს მერიამ კომერციულ საკუთრებამდე მისასვლელი გაუყიდა. კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. გაყიდული მუნიციპალური ქონებისთვის დავა უფრო და უფრო მწვავდება. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე 22 მაისს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია და ვიდეო მასალაც. ახლახან კომერციული ფართობების …
დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29-მილიონიანი ტენდერი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ოცნებას“ მის კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მსხვილი თანხა შესწირეს. „წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან. შედეგად …
ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ
„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს. კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის …
ვინ აიღებს 12 თვეში 15 თვის ხელფასს – გამჭვირვალობის კვლევა
„ქართული ოცნების“ მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერების და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს კანონით შეეძლებათ 12 თვეში ამ თვეების სახელფასო სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით, 3,5 თვის ხელფასი მიიღონ. „ქართული ოცნება“ 2017 წლიდან გაუქმებულ კორუფციულ სქემას აბრუნებს“ – წერს ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. პარლამენტი განიხილავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას მინისტრების, მერების …
Continue reading “ვინ აიღებს 12 თვეში 15 თვის ხელფასს – გამჭვირვალობის კვლევა”
მოქალაქეები მინისტრის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორზე – „გვემუქრება, რომ გადაგვწვავს და აქ კორპუსს ააშენებს“
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში, ორი ოჯახის კომერციული ფართობების შესასვლელები მერიამ ისე გაყიდა, რომ ამ შენობების მესაკუთრეებს არაფერი გაუგიათ. ამ კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი „ოცნების“ მთავრობის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. კომერციული ფართობების მესაკუთრეების თქმით, ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას თავადაც ცდილობდნენ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ, …
ქრთამის აღების ბრალდებით 2 საჯარო მოხელე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავეს. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეჰპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც“ – აცხადებს საგამოძიებო. …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით 2 საჯარო მოხელე დააკავეს”
„შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია“ – ვინ მართავს რეალურად ფოთის ეკონომიკურ სექტორებს
„თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს“- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის? ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“კვლევა ჩაატარა, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და სახელმწიფო მონაცემთა …
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს
„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი. ჩვენს მიერ გადამოწმებული ელექტრონული შესყიდვებით შეძენილ ავტომანქანებში შედის ახალი ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანები, სედანები, ჯიპები, პიკაპები, პოლიციის მანქანები, ასევე მინივენები და მეორადი მსუბუქი ავტომანქანებიც. …
Continue reading “„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს”
5 ბინა საჩუქრად – კიდევ რა ქონებას ფლობს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის ოჯახი
ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით მახარაძის ოჯახის შემოსავალი 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 700 000-ზე მეტი ლარი იყო. ეს 2024 წლის მონაცემია. წელს მას დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, თუმცა ბოლო წლებში დაფიქსირებულ მზარდ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრები შემოსავლების გრაფაში კიდევ გაიზრდება. ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით მახარაძეს, როგორც შპს „ეკოსადილის“ …
საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა
ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან]. მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი …
Continue reading “საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა”
საბავშვო ბაღების მშენებლობის თანხიდან 4,7 მილიონი მიითვისეს, დაკავებულია 4 პირი – პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ …
რატომ ინახავენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ათასობით დოლარს სახლში – ფული „შავი დღისთვის“?
„ქართული ოცნების“ პარლამენტარები და მინისტრები ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს სახლებში ინახავენ. 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნაღდი ფულის გადანახვის რეკორდს ხსნიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მისი ძმისშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ვახტანგ თურნავა. მაგალითად, ნათია თურნავას 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მარტო ერთ წელიწადში 540 473 ლარი აქვს დაფიქსირებული გასავლის სახით. ამის ფონზე, …
ახალციხის ტბაზე „ოცნების“ შემწირველს მშენებლობის უფლება მისცეს – „კორპუსის ეზოდ გადაიქცევა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა. მან „ოცნებას“ 160 000 ლარი შეწირა. ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ გადაიქცევა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი „ქართული ოცნების” შემწირველები არიან. „იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. …
742 600 ლარი მიუღებელია – აუდიტი მუნიციპალიტეტებში საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხაზე
მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს – აუდიტი სახელმწიფო ქონების არაეფექტურად განკარგვაზე მიუთითებს და არაერთ პრობლემურ საკითხს განიხილავს. ანგარიშში 2022 წლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესია მიმოხილული. აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, მიუღებელი საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხა 742 600 ლარია. …
სუს-მა 12 მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომლები და მათთან დაკავშირებული პირები დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტში 30 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმეტესობა ადგილობრივი მერიების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან. დღეს, 9 მარტს, საგანგებო ბრიფინგი გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ და 12 მუნიციპალიტეტში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უცვლელად გთავაზობთ სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უწყების მიერ ბრალის ფორმულირებას. ახმეტა „ახმეტის …
„მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს“ – ინტერვიუ
„დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თემურ გორგაძე. მას ბათუმის ბულვარში ერთ კვირაში დაცვის ორი პოლიციელის დაკავებაზე ვესაუბრეთ. რას აჩვენებს ეს ამბავი მაშინ, როცა ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონების მითვისებას ედავება პროკურატურა? როცა ყოფილი პრემიერი, თუ სუს-ის უფროსი ციხეშია? „წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, …
Continue reading “„მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს“ – ინტერვიუ”