შუახევის პოლიციის უფროსმა მოქალაქეებს ხე-ტყე გამოსძალა, ის დააკავეს – შსს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის პოლიციის უფროსი ვახტანგ თურმანიძე და შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს. ორივე მათგანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „გამოძიებით დადგინდა, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს …

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში. სამშენებლო პროექტის ღიობებიდან …

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე 179 მილიონი უკვე დაიხარჯა – რას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია. ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო …

როგორ ებრძვის კორუფციას „ოცნება“ – ინტერვიუ

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე. ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, …

157 906 ლარის მითვისების ფაქტზე ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი …

„ატკატები“, საჩუქრები და სხვა – „გამჭვირვალობა“ წერს, რა სქემებით იპარავს ხალხის ფულს „ოცნება“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ მხოლოდ ბოლო 5 წელში ორგანიზაციამ აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი. „წლების განმავლობაში როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ …

მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალდება წარუდგინეს – აუშენებელი საბავშვო ბაღების საქმე

პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 …

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე კი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 …

კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო

საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში. კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია. ის, …

ღარიბაშვილის ცოლის ძმა: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სუს-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხა და მან აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, ფეისბუქზე გამოეხმაურა. ალექსანდრე თამაზაშვილი წერს: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  …

ივანიშვილი ნელ-ნელა ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას – ინტერვიუ

„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონად მყოფი ეს ადამიანები იქცევიან მის, ასე ვთქვათ, ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია. ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს …

როგორ დაამხო კორუმპირებული მთავრობა GENZ-მ ნეპალში, სადაც პრემიერად ქალი აირჩიეს 

პირველად ნეპალის და, ზოგადად, საარჩევნო დემოკრატიის ისტორიაში, ნეპალში ახალი პრემიერ-მინისტრი ინტერნეტით აირჩიეს. ასევე პირველად ნეპალის ისტორიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ქალი – სახელად სუშილა კარკი. Discord-არის უფასო მესენჯერი და აქამდე ძირითადად ონლაინ გეიმერებს შორის იყო პოპულარული. 13 სექტემბერს კი Discord გახდა მთავარი საარჩევნო პლატფორმა ნეპალელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ. Discord-ში ონლაინ შეხვედრა ორგანიზებული იყო …

როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც კრიტიკას დააპირებს – ინტერვიუ

„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე. როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გურო, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ …

როგორ იშოვეს მილიონები ადიგენის მერიასთან დაახლოებულმა პირებმა – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%)  პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ. „გამჭვირვალობის“ ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს. „ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი …

დეპუტატის დაგირავებული კომპანიები „ქართუში“ – მას მთავრობამ 1.3 ჰექტარი მიწა პირდაპირი წესით მიჰყიდა 

„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, „ოცნების“ დეპუტატს ქობულეთში ჯამში 1,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცეს. კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის მესაკუთრეა პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია, 1 კვადრატულ მიწაში 59,7 ლარს გადაიხდის და ქონების მთლიანი თანხა – 819 800 ლარი, ორ წელში უნდა დაფაროს. გიორგი ჭყონიას „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ …

რა გამოწვევები ახლავს პარლამენტარების ოჯახების 54-სართულიანი ცათამბჯენების პროექტს ბათუმში 

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ორი პარლამენტარის კომპანიის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა [გდგ] საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მშენებლობის ნებართვამდე ერთი ნაბიჯი რჩება. გდგ-ს მიხედვით პროექტი ზღვის სანაპიროზე სამი 54-სართულიანი, 180 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მიწის ნაკვეთი „სიტი გაიდმა“ იყიდა, შემდეგ კი ამ კომპანიის წილები პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანიამ შპს „იბერკომპანიმ“ და კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის …

„ეს არის საბჭოური სტილის კამპანია“ -კობახიძე ვეტინგის და კორუფციის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 მარტს, მოსამართლე შალვა თადუმაძის განცხადებაზე ვეტინგთან დაკავშირებით, პასუხად ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვეტინგის [მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებას ითვალისწინებს] შესახებ კამპანია საბჭოური სტილია. „როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ისაუბროს ფაქტებით. დღემდე ჩვენ ვერ ვისმენთ ფატებს და ამიტომ უწევთ საბჭოური სტილის კამპანიის წარმოება …

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

ბათუმის სანაპიროზე, პირდაპირ ზღვასთან, ცათამბჯენის ასაშენებლად მშენებელმა ადგილი ისევ იპოვა, უფრო სწორად აჭარის მთავრობისგან იყიდა. შპს „სიტი გაიდი“ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათამბჯენს ააშენებს. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო. მყიდველის, შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს …

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერით 5.3 მილიონი მიიღო – TI

აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია „ესია ჯგუფის“ შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 5 მილიონ 344 077 ლარი მიიღო. „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ კომპანიის შესახებ კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, როცა კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბოლო 8 თვეში კი, …

მზარდი კორუფციის ფაქტები აჭარაში – რას წერს „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში – „კორუფციის რუკა: რეგიონებში მზარდი კორუფციული ფაქტები და მათზე რეაგირების პრობლემა“. „გამჭვირვალობა“ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის: შპს „გიგა-2015“-ის, შპს „აისის“, შპს „ქედეს“ …

სააგენტოს დირექტორმა 1 მლნ-ის ქონება იყიდა 2023 წელს, ხელფასის სახით კი 104 775 ლარი მიიღო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება შეისყიდა. ამასთან გასულ წელს ლევან გამყრელიძესა და მის მეუღლეს 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დაუხარჯავთ. საქმე ისაა, რომ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და ამ პერიოდში მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ერთმანეთს არ შეესაბამება. …

კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

ბათუმში, ადლიის #102-ში ოთხსართულიანი, დაუმთავრებელი შენობა დგას. წესით აქ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს უკვე განთავსებული, თუმცა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო ახალ კომპანიას ეძებს, რომელიც სამუშაოებს დაასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა – 1 295 248 ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არასრულად შეასრულა. არადა ამ თანხით სამსართულიანი, 1871 კვადრატული მეტრი …

მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ – ბიუჯეტიდან 43 240 დაიხარჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისთვის ბათუმში ბინის დაქირავებაზე ბიუჯეტიდან 43 240 ლარი დაიხარჯა, თუმცა მას ზღვისპირა ქალაქში უკვე სამი წელია საკუთარი სახლი აქვს. მთლიანობაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლის ბინით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 338 990 ლარი დაიხარჯა – ეს სამი წლის თანხაა. მათგან ყველაზე ბევრი – 50 ათას 750 ლარი, ანუ თვეში 1 450 ლარი სასამართლოს …

„არც ერთი საათი არ უმუშავია“ – ბათუმის მერიამ ჩაიბარა შადრევანი, რომელიც 2 წელია არ მუშაობს

„როგორც კი დაიწყო ამის გაკეთება, ჩართეს ერთი, გასინჯეს და მის მერე საერთოდ არ უმუშავია, არც ერთი საათი არ უმუშავია, წყალიც არ გაუშვიათ შიგ,“ – მოქალაქე სულიკო აბუსერიძე ბათუმის ცენტრში, ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთასთან და პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მდებარე პატარა სკვერში მოწყობილ შადრევანზე გვესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ამ შადრევნის სარეაბილიტაციო …

70 მეტრი სიმაღლის კორპუსი ძეგლთან – მესაკუთრემ 4 დღის წინ „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

ბათუმში, გორგასლის #59/61- ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, ბელეტაჟებს ანგრევენ. აქ ბელეტაჟების ნაცვლად 19 სართულიანი მრავალბინიანი კორპუსი უნდა ააშენონ, მათ შორის ერთი – მიწისქვედა სართულით. მშენებლობას შპს „თაუერ ჯგუფი გორგასალი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გეგმავს. კომპანიის 67 პროცენტი ეკუთვნის „ოცნების“ ერთგულ მხარდამჭერს, სულიკო ჭყონიას. 2016 წლიდან დღემდე სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ სოლიდური თანხა ექვსჯერ შესწირა, …

სახლი და კომპანიები პრაღაში, მიწები უკრაინაში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ქონება

2780 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 320 000 დოლარად, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვინიცაში, შევჩენკოს ქუჩაზე – ეს ქონება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თავისი ქონების გრძელ ჩამონათვალს 2022 წელს დაამატა. უკრაინაში, იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე, ახალშეძენილი ნაკვეთიდან არც ისე შორს, ალექსი ახვლედიანს 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ჰქონდა 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვითაც. დეკლარაციაში არ ჩანს, …

ცათამბჯენების მშენებლები ირწმუნებიან, რომ მოგება მინიმალური აქვთ

მასშტაბური სამშენებლო პროექტების ნებართვების მისაღებად ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციები სავარაუდო ხარჯებსა და მოგებასაც მოიცავს, რომელიც პროექტმა მშენებელს უნდა მოუტანოს. პროექტების ეკონომიკურ გათვლებს თუ გადავხედავთ, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მოგებასთან დაკავშირებული ციფრები ხშირად შემცირებულია, რეალურად კი 1 კვ.მეტრი უძრავი ქონების ფასი ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ ფასად იყიდება. მიუხედავად ამისა, იმ გათვლებითაც კი, რასაც კომპანიები  მერიას სთავაზობენ, …

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“. ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი …

ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

„იდეა ჩემი იყო და ბატონ ჯუმბერს [ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის ყოფილი მერი] შევუთანხმე. მან მითხრა, ყველა დოკუმენტი იდეალურად უნდა იყოსო. მერე მკითხა, როგორ არის ის საქმეო“, – თქვა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, რომელიც „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორია და პროკურატურა 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება. „ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე ბრალდებული ამ დრომდე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეა. მან დღეს, 3 …

„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება …

მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

„ჯუმბერის ვიცავდით ხომ კბილებით და აღმოჩნდა, რომ კაზინოში აგებდა ხალხის ფულებს. მე სასაცილოს არ ვამბობ, როცა რამეს ვამბობ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რამაზ ქავთარაძემ, მას შემდეგ, როცა მის განცხადებას ხელვაჩაურის მერისა და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნაზე კოლეგები „ოცნებიდან“ სიცილით შეხვდნენ. „იცინოდნენ მასე და დეიჭირეს მერე ხალხი“, – დაამატა სხვამ. …

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა. მერის მოადგილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც. „ბოლო დროს ჩემ წინააღმდეგ აგორებული დაუსაბუთებელი ბრალდება მიუღებელია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – წერს კახა ფუტკარაძე. კახა ფუტკარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სავარაუდოდ ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების …

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები. აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ …

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …

2-თვიანი შვებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და სხვა დარღვევები – რას წერს აუდიტი

„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“. სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა. მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური …

აჭარის მთავრობისგან 5 000 ლარად გონიოში ნაყიდი მიწა მყიდველმა 138 000 დოლარად გაყიდა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა. „გამჭვირვალობის“ ცნობით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ჩატარებული აუქციონების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა, ასევე, ამგვარ გარემოში ქონების შემსყიდველთა 1 მილიონ ლარამდე პოლიტიკური შემოწირულებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რაც ეჭვებს აჩენს …

Exit mobile version