„თორნიკე რიჟვაძის ისტორია ყველა ქოცისთვის გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. „თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს – მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის – ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს …

ენმ: ბათუმში „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ხალხის პარტიულ შეხვედრაზე მისაყვანად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ ღონისძიებაზე მისაყვანად ხალხს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგროვებს. ამის თაობაზე დღეს, 9 ოქტომბერს, პარტიაში ბრიფინგი გამართეს. პარტიის წევრის, ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში ხელმძღვანელები დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ აღრიცხავენ, თუ ვინ დაესწრება და ვინ არა პარტიულ შეხვედრას: „ამაზე ინფორმაცია ამ სტრუქტურებში დასაქმებულმა ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს, თუმცა მათ …

„ოცნება“ აჭარაში მომხრეების სხვა რეგიონებიდან გადმოწერას გეგმავს – ოპოზიცია „თაღლითურ სქემაზე“

პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის შესახებ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ პოლიტიკურმა პლატფორმამ დღეს, 13 აგვისტოს, განაცხადა ბათუმში. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრისაგან ვითხოვთ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში …

„დაუყოვნებლად შეფასდეს მეწყრის საფრთხეები“ – ენმ-ის ბრიფინგი ბათუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში მიმდინარე სტიქიას, მეწყრულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა საფრთხეების დაუყოვნებლად შეფასება მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად. ენმ-მ დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში ბრიფინგი გამართა ამ თემაზე და განცხადებაც გაავრცელა. „სხალთაში მთის ფერდობის ჩამოშლის შედეგად დაგუბებულია მდინარე და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს სწრაფი დაცლა, რაც გამოიწვევს ნგრევასა და ეროზიებს; სოფელ გელაძეებში ჩამოშლილია მთა, რის …

ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

„არ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში“, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე. დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. პლენარული სხდომა, სადაც აჭარის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, დღეს, 12 საათზე დაიწყო. „ბუნებრივია, სხდომაზე არ შევალთ მანამ, სანამ …

რას ამბობენ ენმ-ში დაპირისპირებაზე პარტიის ლიდერები აჭარიდან

ქუჩის აქციების შეწყვეტა ის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები საყვედურობენ ნიკა მელიას, ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „გადამწყვეტი ისევ ქუჩის აქციები იქნება“. 11 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც გადაწყდება შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობას აპირებენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. რა ხდება რეგიონულ ორგანიზაციებში, როცა მთავარი …

„შეიძლება ამომრჩეველი გაგვიბრაზდეს“ – ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება

„პირველ სხდომაში არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან დღის წესრიგით მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა გათვალისწინებული. შემდეგ სხდომებს დავესწრებით,“ – განაცხადეს დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა ენმ-დან ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონი შეცვალა და მას პარლამენტში ენმ-მაც დაუჭირა მხარი, ბათუმის საკრებულო თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ იკრიბება. „გულდასაწყვეტია, რომ …

„ჩაქუჩი დაბლა“ – მოსამართლე გოგუაძემ დაკავებული 24 ოპოზიციონერის საქმის განხილვა შეწყვიტა 

„ბებია ჰყავს ავად და ვერ შეძლებს გამოცხადებას“, – მიმართა ოპოზიციონერებს სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ, რომელსაც ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა: რატომ აღარ სურს  სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელმა იაგო ტაკიძემ, რომელმაც სამხრე კამერით სავარაუდო სამართალდარღვევა გადაიღო და თავად შსს-მ ჩასვა ის ოფიციალურად დასაკითხ მოწმეთა სიაში? საუბარია 6 მაისის ღამით 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე, მათ შორის …

„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება. „ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, …

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს. „გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს. ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის …

ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს

პოლიციამ დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე, რომლის მიმდინარეობისას ოპოზიციის წევრები „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულები არიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, ბონდო თედორაძე, მამუკა ჯევაიში და გიგა ნაგერვაძე. “ბათუმელებს” ენმ-ის წევრების დაკავება დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. …

„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა“ – ინტერვიუ მათე ფუტკარაძესთან

„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა,“ – ამბობს მათე ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 აპრილის ბათუმის შუალედურ არჩევნებში. ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა …

რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“

როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ვერაფერს ამბობს, რა ეტაპზეა, ან რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება. უცნობია, დადებს თუ არა გამოძიება შედეგს 2 აპრილამდე, როცა ბათუმი საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნაცვლად შუალედურ არჩევნებში სხვას აირჩევს. „ფაქტია, ეს გადამწყვეტი არჩევნებია ბათუმში, გამოძიება პასუხს არ გვაძლევს და არც მაქვს …

„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„როცა ხელისუფლება ეუბნება პოლიციას, რომ დაიცვას, მაგალითად, სულიკო თებიძის ვადაგასული საკრებულო, რომელმაც ბათუმელების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო ბათუმის ბიუჯეტი, ის ყველაფერზე წამსვლელია… პოლიციას ეუბნება ხელისუფლება, რომ მთავარია, მისი ძალაუფლება დაიცვას და ყველაფრის უფლება აქვს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. დღეს, 26 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა …

„გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“- აქცია აჭარის პოლიციასთან | LIVE

დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციას მართავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის – დავით რიჟვაძის გადადგომის და ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავს. 24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიო ფაილი. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების …

„ვინც ფულს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია“- რა ირკვევა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე

„ეფექტური გამოძიება ხელისუფლებას არ სურს და ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ გამოკითხვაზე პოლიციის პირველ განყოფილებაში დაგვხვდა არა საგამოძიებო ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მხოლოდ გიორგი კირთაძე გამოჰკითხეს. ინტერესი რომ იყოს ეფექტური გამოძიება, მარტივად შეიძლებოდა პარალელურ რეჟიმში გამოკითხვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. ის ბათუმის საკრებულოს ახალი წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების …

„თავისუფლება სააკაშვილს“ – ენმ აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს აღნიშნავს

დღეს, 23 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ბანერი გამოფინეს წარწერით – #FREESAAKASHVILI – „თავისუფლება სააკაშვილს“. „ჩვენ დღეს სიმბოლურად გადმოვფინეთ ბანერი, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და ხუთ საათზე ბათუმში, ვარდების სკვერში, ვიკრიბებით, სადაც ღონისძიება გაგრძელდება“ – განაცხადა ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში ბონდო თედორაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მან აღნიშნა, რომ 23 ნოემბერს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ თარიღს, …

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ქვები ესროლეს

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შუშები ჩაამსხვრიეს. შემთხვევა დღეს, 21 ნოემბერს, მოხდა. „მოვედით ოფისში და დაგვხვდა მინები დამსხვრეული. ოფისში არავინ იყო. ქვები ეყარა ოფისში, პატარა კენჭებიც არ არის“ – გვითხრა ლაშა კილაბერიამ, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისივე თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე …

„აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ“ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ გამართავს. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, …

„არ მივცემთ მთავრობას მოსვენებას“ – აჭარის მთავრობის სახლთან გალია მიიტანეს

დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.  აქციის მონაწილეებს აქციაზე სიმბოლურად  პატარა გალია ჰქონდათ მიტანილი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, თავად გააკეთებენ ამას.  „კიდევ ერთხელ ბათუმი და ბათუმელი ახალგაზრდები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილი, პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს.  ჩვენ ამას არ შევეგუებით. …

დღეს ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართება

დღეს, 2 ნოემბერს, 17 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია გაიმართება სლოგანით – „არა გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება მიშას“. ბათუმში აქციით ოპოზიცია იწყებს აქციების სერიას საქართველოს ქალაქებში. ბოლო აქცია თბილისში გაიმართება. აქციების პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივროს ყველა საარჩევნო დარღვევა. ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის …

„არის თანხის გადაცემის ფაქტი“ – რა დარღვევებზე საუბრობს ენმ ბათუმში

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ენმ-ს წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, დღეს, ამ დრომდე პარტიის დამკვირვებლებმა დაწერეს 30 საჩივარი, მათ შორის ოთხი საჩივარი დაიწერა საოლქო კომისიაში. მირდატ ქამადაძის თქმით, მერვე უბანზე იყო შემთხვევა როცა ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, მაგრამ სამაგიდო სიაში მათი გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო. „მათ არ მიეცათ ხმის …

ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმში – რა მოიფიქრეს ოპოზიციურმა პარტიებმა

„ჩვენთვის წითელი ხაზები არ არსებობს,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, როცა მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის თემაზე ვესაუბრეთ. აკაკი გვიანიძე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია. „წითელი ხაზი“ რომ არსებობს, ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უთხრეს გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრებს ბათუმში შეხვედრის დროს: „არ დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ – ცალსახაა მესამე სექტორის პოზიცია იმაზე, …

რატომ ვერ „ასრულებენ ნაცებს“ -„ოცნების“ უცვლელი დაპირების პერსპექტივა

„გარდა იმისა, რომ სახიფათოა, ეს უფრო სისულელე არის,“ – ასე აფასებს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირების გააქტიურებას, რასაც 9 წელი ახმოვანებს მმართველი პოლიტიკური პარტია ყველა არჩევნების წინ – „დავასრულოთ ნაცები“. მას ვესაუბრეთ, თუ რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ამჯერად „ოცნებისგან“ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე აქცენტი. არჩევნების შედეგები წლების განმავლობაში აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დაკვეთა …

როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება. „კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი …

პარტიის დატოვება ოცნების ქალაქში ბინის სანაცვლოდ? – ენმ-ის განცხადება და პასუხი ბრალდებაზე

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ენმ-ის წევრის მოსყიდვაში დასდო ბრალი. საუბარია ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრზე, მერაბ ბოლქვაძეზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ“ და ამის გამო მას აღარ სურს პარტიაში დარჩენა. „სუსის …

სპორტი ბათუმში ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა – ენმ-ის განცხადება

ყინულის სასახლის მიმდებარედ, ბათუმის სპორტული კომპლექსის დაუსრულებელი მშენებლობის წინ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. „სპორტის სახეობა – ცურვა ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა“ – ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „აქ უნდა აშენებულიყო ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული დარბაზი, ყინულის მოედნითა და საცურაო აუზით. მშენებლობის ღირებულება 19 მილიონი დოლარი იყო. საიდანაც 4 მილიონი დოლარი „ქართულმა ოცნებამ“ …

პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს

პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს გამოეხმაურა. ამ პარტიის წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 12 სექტემბერს, განაცხადა, რომ პროკურატურას ბოლო პერიოდში სხვადასხვა საქმეზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ პარტიისთვის. „დასახელებული  საქმეებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში შემოსულია ერთადერთი განაცხადი სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან  დაკავშირებით,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში. განმარტება პროკურატურამ წერილობით …

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ანგარიში და პარტიის თავმჯდომარის კითხვები

„რას აპირებთ, გაგრძელება რა არის ამის?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მონათხრობზე, რომ მათი ხუთი ინიციატივიდან არცერთი არ განიხილეს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ ვერ იღებენ სრულ პასუხებს და ფრაქციის სხდომაზე მერი კითხვებზე საპასუხოდ არ მიდის: სამოცდაათამდე წერილი გავუგზავნეთ მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და …

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.  ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძის განცხადებით  მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ანგისის ბაზაზე სამუშაოები დასრულებულია. „ანგისის ბაზა ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2017 წლის 25 დეკემბერს. აკმაყოფილებს სტანდარტებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც,“ – განაცხადა …

ენმ: აღმზრდელის ხელფასი 240 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200

ახალი სახელფასო განაკვეთები მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასს შეადარა დღეს გამართულ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი შეფასებით, სოციალური გაჭირვების ფონზე მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შრომის ანაზღაურების მატება უსამართლოა. „ეს ნიშნავს, რომ არსებობენ პრივილეგირებული მაღალჩინოსნები. მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5750 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200 ლარი. ავთანდილ ბერიძე დღეს …

ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს

„ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომანქანით ივლის ახალი წლიდან,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. მისი თქმით, აჭარის მთავრობის აპარატი ახალ პიკაპს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისთვის ყიდულობს. ამ თანამდებობაზე მუშაობს ავთანდილ ბერიძე მას შემდეგ, რაც ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. „მაქვს ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან, რომ ბატონმა ავთანდილმა მანქანით მომსახურებაზე წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს. …

ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ. „ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს …

ენმ: ბათუმში ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებული

„ბათუმში არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები არიან რეგისტრირებული,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ. მან დღეს ბრიფინგი მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხში გამართა და თქვა, რომ ჩიხში სულ სამი მისამართია, საარჩევნო სიაში კი ამ ჩიხში – 50 ამომრჩეველი. „ამ ჩიხში შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სამი მისამართი, სამი სახლი. დანარჩენი მისამართი ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, …

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს

„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე …

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  …

Exit mobile version