Batumelebi | „გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“- აქცია აჭარის პოლიციასთან | LIVE „გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“- აქცია აჭარის პოლიციასთან | LIVE – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“- აქცია აჭარის პოლიციასთან | LIVE

დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციას მართავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის – დავით რიჟვაძის გადადგომის და ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით.

აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავს.

აქცია აჭარის პოლიციასთან

აქცია აჭარის პოლიციასთან

აქცია აჭარის პოლიციასთან

24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიო ფაილი. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს ითხოვენ.

თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

ენმ-ს მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელებთან შეხვედრა ნუგზარ ფუტკარაძემ თვითონ ჩაიწერა 11 ნოემბერს, მანამდე კი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოსყიდვის და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართა. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com